ავტორი:

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი დაზვერვამ სროლამდე 1 საათით ადრე შენიშნა - რატომ ვერ მოხერხდა მისი განეიტრალება დროულად?

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი დაზვერვამ სროლამდე 1 საათით ადრე შენიშნა - რატომ ვერ მოხერხდა მისი განეიტრალება დროულად?

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელმა, თომას კრუკსმა, დაზვერვის წარმომადგენლების ყურადღება სროლამდე ერთი საათით ადრე მიიქცია, თუმცა მოგვიანებით, ხალხმრავლობის გამო მისი კვალი დაიკარგა - ამის შესახებ ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

"დაზვერვის წარმომადგენლებმა იგი საეჭვო პირად მიიჩნიეს, რადგან ზურგჩანთას ატარებდა - ეს თავდასხმამდე 1 საათით ადრე მოხდა", - განუცხადა სენატორმა ჯონ ბარასომ Fox News-ს. მისივე თქმით, კრუკსი დანაშაულის ადგილას თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა. CBS-ის ცნობით, იგი ინტერნეტში დეპრესიის სიმპტომების შესახებ ეძებდა ინფორმაციას, ასევე შენახული ჰქონდა ტრამპისა და ბაიდენის ფოტოები.

FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ბრიფინგზე კონგრესის წევრებს განუცხადა, რომ გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ კრუკსის მოტივები. თუმცა, ის, რომ საეჭვო პირის დაფიქსირების შემდეგაც კი, დაზვერვის წარმომადგენლებმა ტრამპი ტრიბუნიდან არ გაიყვანეს, კითხვებს აჩენს. გარდა ამისა, სენატორები საიდუმლო სამსახურის დირექტორის კიმბერლი ჩიტლის გადადგომას ითხოვენ - მათი მტკიცებით, მიმდინარე გამოძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ აწვდიან.

ჩიტლის გადადგომა მოითხოვა ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა. მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატა საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს. სპეციალურ კომისიაში ორივე პარტიის კონგრესმენები შევლენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. წყარო

იხილეთ ასევე: