Transfermarkt-ის განახლებული ფასით გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი გახდა. მიმდინარე წლის 7 ივნისს ქართველი მეკარის ფასი 35 მილიონი იყო და ამ ღირებულებით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებდა. განახლებული ფასით კი გიორგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.
რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზეა დიოგო კოშტა (პორტუგალია, შვეიცარია) რომლის ღირებულებაც ასევე 45 მლნ ევროა, მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) და გრეგორ კობელი (შვეიცარია), 40 მლნ ევროთი, ხოლო მეხუთეზე - მაიკ მენიო (საფრანგეთი) - 38 მლნ ევროთი.
გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ევრო 2024-ის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა გამოაქვეყნეს ევრო 2024 -ის სიმბოლური ნაკრები.
WhoScored-ის მიხედვით, სიმბოლური ნაკრების მეკარე ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილია.
"ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“, - ვკითხულობთ საიტზე.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა.
წაიკითხეთ ასევე: