ავტორი:

კომისარ მეგრეს რეალური ცხოვრება: ასობით სასიყვარულო ურთიერთობა, ჩიბუხების  კოლექცია და ოჯახური ტრაგედია

კომისარ მეგრეს რეალური ცხოვრება: ასობით სასიყვარულო ურთიერთობა, ჩიბუხების  კოლექცია და ოჯახური ტრაგედია

ჟორჟ სიმენონის ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და დრამატული ჩანს, ვიდრე მისი წიგნების სერიის მთავარი გმირის, კომისარ მეგრეს ბიოგრაფია. ისტორიები პოლიციის კომისრის შესახებ, რომელიც იპყრობს მკითხველთა გულებს ბოლო ოთხმოცდაათი წლის განმავლობაში, გვიამბობს არა მარტო ჩადენილი დანაშაულების გაგებას, არამედ გვამოგზაურებს იმ პარიზში, რომელიც აღარ არსებობს.

არა ფრანგი, არამედ ბელგიელი

ჟორჟ ჯოზეფ კრისტიან სიმენონი დაიბადა ლიეჟში, ბელგიაში, 1903 წლის 13 თებერვალს. დედამისი, ჰენრიეტ ბრული, ძალიან შეაშფოთა პირველი შვილის დაბადების ასეთმა უიღბლო თარიღმა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჟორჟის დაბადების დღე ოფიციალურად 12 თებერვალი ყოფილიყო. საერთოდ, დედამ სერიოზული გავლენა მოახდინა მომავალი მწერლის პიროვნებაზე. იგი ვაჭრების ოჯახიდან იყო, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფინანსურ კეთილდღეობას და განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ოჯახი ცუდად ცხოვრობდა. ჟორჟის მამას, დეზირე სიმენონს, სიხარულს ანიჭებდა ის, რაც ჰქონდა, კმაყოფილი იყო როგორც სადაზღვევო კომპანიაში ბუღალტრის სამსახურით, ასევე ოჯახით ორი ვაჟით - ჟორჟიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სიმენონებს კრისტიანი შეეძინათ.

ჟორჟ სიმენონის მოზარდობა პირველი მსოფლიო ომის დროს დაემთხვა. ამის და მამის ავადმყოფობის გამო მას მოუწია პრესტიჟული იეზუიტური კოლეჯის დატოვება, სადაც დედამ გაჭირვებით მოაწყო.

თექვსმეტი წლის სიმენონმა მოახერხა რეპორტიორად დასაქმება Gazette de Liege-ის რედაქციაში. ჟორჟს ბავშვობიდან უყვარდა ლიტერატურა, მაგრამ წიგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჩაუნერგა მრავალსაათიანმა საუბრებმა უცხოელ სტუდენტებთან, ვისთვისაც მადამ სიმენონმა ომის შემდგომ პერიოდში თავის სახლში საოჯახო სასტუმრო გახსნა. ამავდროულად, დაიბადა სიმენონის პირველი მოთხრობა "გენიოსის იდეა" და რამდენიმე ხნის შემდეგ მისი პირველი მოკლე რომანი "მსროლელთა ხიდზე".

სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, ცხრამეტი წლის სიმენონი გაემგზავრა საფრანგეთის დედაქალაქში - პარიზში, მან ფული გამოიმუშავა სასამართლო ქრონიკების წერით, რისთვისაც მუდმივად სტუმრობდა პოლიციის განყოფილებებს - აქედან გამომდინარეობს მისი ნამუშევრების საოცარი რეალიზმი. რაც გვავიწყებს, რომ კომისარი მეგრე გამოგონილი პერსონაჟია.

იმ დროისთვის ის უკვე დაინიშნა რეგინა რანშონზე, მხატვარზე ბოჰემური წრეებიდან, რომლის "სამეფო" სახელი სიმენონს საერთოდ არ მოწონდა. მან „ტიჟი“ დაარქვა. 1923 წელს შედგა ქორწილი. ამ ქორწინებიდან, რომლის შესახებაც მოგვიანებით სიმენონმა საკმაოდ თბილად ისაუბრა, წყვილს შეეძინა ვაჟი, სახელად მარკი. წყვილი კარგ დროს ატარებდა ოციანი წლების ბოჰემის საუკეთესო ადგილებში - წვეულებებზე მხატვრებთან, მონპარნასის ბულვარზე მდებარე კაფეში, სადაც ტიჟი იღებდა შთაგონებას და ესაუბრებოდა კოლეგებს, ხოლო სიმენონი სულ უფრო მეტ ახალ ნამუშევრებს წერდა.

იუმორისტული მოთხრობებიდან - რომანების სერიამდე კომისარ მეგრეს შესახებ

სიმენონის პირველი მოთხრობები გასართობ გაზეთებში იბეჭდებოდა. პირველი დეტექტიური მოთხრობა "Knox the Elusive" 1924 წელს დაწერა. ათ წელიწადში მწერალმა შექმნა სამასზე მეტი ნაწარმოები. მისი ნამდვილი გატაცება იყო მოგზაურობა. მწერალი ეწვია აფრიკის და ამერიკის კონტინენტებს, რუსეთს, ბევრი იმოგზაურა ევროპაში. წიგნებში მიღებული ჰონორარით ჯერ ჩვეულებრივი ნავი იყიდა, შემდეგ კი იალქნიანი. ოჯახთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის მდინარეებზე და გავიდა ღია ზღვაში. გემ Ostrogoth-ზე მოგზაურობის დროს, დელფზილის პორტში გაჩერების შემდეგ, შეიქმნა კომისარი მეგრეს პერსონაჟი. პირველი წიგნი მასზე, სულ რაღაც ექვს დღეში დაიწერა.

ჟიულ მეგრემ სიმენონი ცნობილი გახადა, ეს პერსონაჟი მწერლის მამის ზოგიერთი თვისების განსახიერებაც იყო და მისი ერთგვარი პროტოტიპიც.

კომისარი მეგრე ქართულად

24 ივნისიდან, ახალი სერია „დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის საუკეთესო რომანები“, რომელთა მთავარი გმირია კომისარი მეგრე, 10 ტომეულად ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L” -მა გამოსცა, რომელთაგან მეორე ტომი - „ყვითელი ძაღლი“ 22 ივლისიდან ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ ქსელში.

წიგნის სპეციალური ფასი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში 8 ლარი იქნება, 15 ლარის ნაცვლად. სერის გამოწერა შესაძლებელია გამომცემლობის ოფიციალური საიტიდან: palitral.ge

სერიის ფარგლებში გამოვა:

1. პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან;

2. ყვითელი ძაღლი;

3. ბერჟერაკელი შეშლილი;

4. სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები;

5. მეგრეს ჩანაწერები;

6. მეგრე და ზარმაცი ქურდი;

7. მეგრე ქალაქ ვიშიში;

8. მეგრეს მრისხანება;

9. მეგრე და მარტოხელა კაცი;

10. მეგრე და ბატონი შარლი.

ჟორჟ სიმენონმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი ნამუშევრები დღესაც გამოიცემა და მწერლის წვლილი ლიტერატურაში მთელმა მსოფლიომ აღიარა. კომისარი მეგრე კი დეტექტიური ჟანრის სიმბოლოდ იქცა. სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და გამორჩეული ავტორია.

R