ავტორი:

"ლელო" და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?!" - ზარქუა

"ლელო" და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?!" - ზარქუა

გახარია და [ხაზარაძე] ერთმანეთს აგინებდნენ - ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან, გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ლელოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "ლელო" "ნაცების" დანამატია.

  • გარდა ამისა, ის "ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ანა დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას".

"მართალს ამბობთ? "ლელო" და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?! კარგი, რა. არასერიოზულია. სერიოზულად როგორ უნდა ვიმსჯელო ახლა. დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს და მაშინ, როდესაც თვითონ თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით, კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს ავიწყდება?!

"ლელოსთან" დაკავშირებით კი გითხარით, ჩვეულებრივი "ნაცების" დანამატია, "ნეონაცები". როგორც უნდათ თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. ანაკლიის პროექტი ჩააგდო "ლელომ". მაგას როგორ უნდა ანდო რამე?!

რაც შეეხება გახარიას. "ლელო" და გახარია... ერთმანეთს აგინებდნენ. ერთი რას ეძახდა მეორეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითონ არც ერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან წერილი, რაც მოვა, "შპარგალკა" (გახარია გაიგებს რასაც ვამბობ) ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? - გაერთიანდებიან. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა" და მათ ჩვენ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ," - განაცხადა ზარქუამ.

წაიკითხეთ ასევე: