მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძებნილი ცხრა სიცოცხლით" - რა არის ცნობილი ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურზე, რომელიც ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია
"ძებნილი ცხრა სიცოცხლით" - რა არის ცნობილი ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურზე, რომელიც ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია

ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლი მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა. რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის ერთ-ერთი ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ას ის­რა­ე­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ცდი­ლობს. ზუს­ტად არა­ვის­თვის არის ცნო­ბი­ლი დე­ი­ფის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა და ცო­ცხა­ლია თუ არა ის სა­ერ­თოდ.

ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ში, ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ შო­რის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­სა და გა­ე­როს რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ზე, სა­დაც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აფა­რებ­დნენ თავს. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ბომბვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა: ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ფრთის მე­თა­უ­რი მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი და მისი ახლო თა­ნა­მო­აზ­რე რაფა სა­ლა­მა.

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმა ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ლი­დე­რებ­ზე და­მიზ­ნე­ბით მოხ­და. თუმ­ცა, თა­ვის მხრივ ჰა­მა­სმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ღა­ზა­ში ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმას 90 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

  • ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და კვი­რას. ჰა­მა­სის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, რომ დე­ი­ფი "კარ­გად იყო და უშუ­ა­ლოდ აკონ­ტრო­ლებ­და ოპე­რა­ცი­ებს". ის­რა­ე­ლის ორმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა ბლინ­კენს გა­ნუ­ცხა­და, რომ "ისი­ნი ჯერ არ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი" დე­ი­ფის ბედ­ში.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი დე­ი­ფის ლიკ­ვი­და­ცი­ას ცდი­ლობ­დნენ. ით­ვლე­ბა, რომ ის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა ჰა­მა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში.

  • "ადა­მი­ა­ნი ცხრა სი­ცო­ცხლით" - ვინ არის მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი

ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის და სულ მცი­რე, მისი შვიდ­ჯერ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნის შემ­დეგ, დე­იფს თით­ქმის მი­თი­უ­რი სტა­ტუ­სი აქვს ღა­ზას სექ­ტორ­ში. ინ­ფორ­მა­ცია მას­ზე მწი­რია. თუმ­ცა, ცნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის მე­დი­ი­დან მო­დის, მის პრორ­ტრეტს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხა­ტავს.

დე­ი­ფი ღა­ზა­ში, ხან იუ­ნის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში, 1965 წელს და­ი­ბა­და. მა­შინ ეს ტე­რი­ტო­რია ეგ­ვიპ­ტის მიერ იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

დე­ი­ფის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია მუ­ჰა­მედ დიაბ ალ-მას­რი (ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც აბუ ხა­ლე­დი ან ალ-დე­ი­ფი). ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჰა­მა­სის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ ფრთას, იზ ალ-დინ ალ-კა­სამ ბრი­გა­დებს. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი მას ჰა­მა­სის “ტვინს“ უწო­დე­ბენ.

მან ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ღა­ზას ის­ლა­მურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შემ­დეგ მი­ი­ღო. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ცნო­ბი­ლი იყო მსა­ხი­ო­ბო­ბის (და ზო­გა­დად თე­ატ­რის) სიყ­ვა­რუ­ლით და იქ სას­ცე­ნო და­სიც კი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

რო­დე­საც 1987 წელს ჰა­მა­სი შე­იქ­მნა, დე­ი­ფი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც მის რი­გებს შე­უ­ერ­თდა. 1989 წელს ის ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­პა­ტიმ­რა და წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ა­ტა­რა გი­სო­სებს მიღ­მა.

პა­ტიმ­რო­ბის დროს დე­ი­ფი ზა­ქა­რია ალ-შორ­ბა­გი­სა და სა­ლაჰ შე­ჰა­დეს დას­თან­ხმდა, რომ ერ­თად შე­ექ­მნათ ჰა­მა­სის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფი. მი­ზა­ნი კი ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ტყვე­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და. დღეს ცნოლ­ბი­ლი რო­გორც “ალ-ქა­სა­მის ბრი­გა­დე­ბი“. ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა დე­იფ­მა ბრი­გა­დე­ბი ერთ სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბა­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა და რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად, მისი ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და.

დე­ი­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჰა­მა­სის“ სა­ფირ­მო ია­რა­ღის“ - რა­კე­ტის და ღა­ზას ქვეშ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. გვი­რა­ბებს ჰა­მა­სის მებ­რძო­ლე­ბი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საღ­წე­ვად იყე­ნებ­დნენ. ით­ვლე­ბა, რომ დე­ი­ფი სწო­რედ ამ გვი­რა­ბებ­ში ატა­რებს დრო­ის უმე­ტეს , სა­ი­და­ნაც ჰა­მა­სის ოპე­რა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

თუმ­ცა, მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბა არის 1990-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში სამი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის და­ტყვე­ვე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

  • პა­ლეს­ტი­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ჰა­მა­სი: წარ­მო­შო­ბა, მიზ­ნე­ბი, მო­კავ­ში­რე­ე­ბი

2000 წელს ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა მისი და­კა­ვე­ბა და კი­დევ ერთხელ და­პა­ტიმ­რე­ბა, მაგ­რამ დე­ი­ფი გა­იქ­ცა... მისი მხო­ლოდ სამი სუ­რა­თია ცნო­ბი­ლი: ერთი ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი წლის წინ, რო­დე­საც ის ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. ბოლო ორი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

”ის გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ჰა­მა­სის გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი სპი­კე­რი”, - ამ­ბობს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­კი­თხებ­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი მე­თიუ ლე­ვი­ტი. მისი თქმით, დე­ი­ფი ახ­ლოს იყო ჰა­მა­სის ყვე­ლა­ზე მებ­რძოლ მე­თა­უ­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ია­ჰია აიაშ­თან.

დამ­ფუძ­ნებ­ლის სა­ლაჰ შე­ჰა­დის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, 2002 წელს ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ფრთას.

მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს შო­რის, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია 2022 წელს მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა, სა­დაც, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, მან და­კარ­გა ფეხი.

დე­ი­ფი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს ღა­ზას სექ­ტორ­ში

2014 წელს, ღა­ზას სექ­ტორ­ში ის­რა­ე­ლის ოპე­რა­ცი­ის დროს, რო­მე­ლიც თით­ქმის რვა კვი­რა გაგ­რძელ­და, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა მოკ­ლეს მისი ცოლი და ორი შვი­ლი, მაგ­რამ თა­ვად დე­იფ­მა კვლავ მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა.

მეტ­სა­ხე­ლი “აბუ ხა­ლე­დი“ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ამ სა­ხე­ლით ითა­მა­შა სპექ­ტაკლში “კლო­უ­ნი“. ნამ­დვი­ლი აბუ ხა­ლე­დი, ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ად­რე­ულ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ცხოვ­რობ­და. თა­ვად სი­ტყვა "დე­ი­ფი" არა­ბუ­ლად ნიშ­ნავს "სტუ­მარს". ეს მეტ­სა­ხე­ლი მან იმი­ტომ აირ­ჩია, რომ დიდ­ხანს არ­სად რჩე­ბა, ყო­ველ ღა­მეს ახალ ად­გი­ლას ატა­რებს, რათა ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ვერ იპო­ვონ.

უშიშ­რო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ეს უნა­რი ნა­წი­ლობ­რივ გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არ ქო­ნით.

”თუ არ გაქვთ ტე­ლე­ფო­ნე­ბი, არ გაქვთ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, არ­სე­ბობს გზე­ბი, რათა გა­ურ­თულ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებს იმის ცოდ­ნა, თუ სად ხართ”, - თქვა ლე­ვიტ­მა.

ღა­ზას ქუ­ჩებ­შიც კი ცოტა ადა­მი­ა­ნი ცნობს დე­იფს...

ის­რა­ე­ლი მას 1996 წელს ავ­ტო­ბუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბის და­გეგ­მვა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რა­მაც ათო­ბით სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ით­ვლე­ბა, რომ ის იყო გა­სუ­ლი წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის ერთ-ერთი დამ­გეგ­მა­ვი, რომ­ლის დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით 1200 ის­რა­ე­ლე­ლი და უცხო­ე­ლი - ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - მოკ­ლეს და კი­დევ 251 მძევ­ლად წა­იყ­ვა­ნეს. ამან გა­მო­იწ­ვია ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბა ღა­ზას სექ­ტორ­ში, რო­მელ­შიც 38,700-ზე მეტი პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა.

წყა­რო: bbc

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ძებნილი ცხრა სიცოცხლით" - რა არის ცნობილი ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურზე, რომელიც ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია

"ძებნილი ცხრა სიცოცხლით" - რა არის ცნობილი ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურზე, რომელიც ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია

ჰამასის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მუჰამედ დეიფი ისრაელის სამხედროების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას ისრაელი რამდენიმე წელია ცდილობს. ზუსტად არავისთვის არის ცნობილი დეიფის ადგილმდებარეობა და ცოცხალია თუ არა ის საერთოდ.

ისრაელმა ღაზაში, ბოლო დღეებში რამდენიმე დარტყმა განახორციელა, მათ შორის ლტოლვილთა ბანაკსა და გაეროს რამდენიმე სკოლაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა: ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და მისი ახლო თანამოაზრე რაფა სალამა.

ისრაელი აცხადებს, რომ თავდასხმა ჰამასის სამხედრო ლიდერებზე დამიზნებით მოხდა. თუმცა, თავის მხრივ ჰამასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმას 90 ადამიანი ემსხვერპლა.

  • ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა კვირას. ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ დეიფი "კარგად იყო და უშუალოდ აკონტროლებდა ოპერაციებს". ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა ბლინკენს განუცხადა, რომ "ისინი ჯერ არ არიან დარწმუნებული" დეიფის ბედში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის სადაზვერვო სამსახურები დეიფის ლიკვიდაციას ცდილობდნენ. ითვლება, რომ ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა ჰამასის ხელმძღვანელობაში.

  • "ადამიანი ცხრა სიცოცხლით" - ვინ არის მუჰამედ დეიფი

ციხიდან გაქცევის და სულ მცირე, მისი შვიდჯერ მკვლელობის მცდელობის მიუხედავად, ისევ ცოცხლად გადარჩენის შემდეგ, დეიფს თითქმის მითიური სტატუსი აქვს ღაზას სექტორში. ინფორმაცია მასზე მწირია. თუმცა, ცნობები, რომელიც ისრაელისა და პალესტინის მედიიდან მოდის, მის პრორტრეტს შეძლებისდაგვარად ხატავს.

დეიფი ღაზაში, ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში, 1965 წელს დაიბადა. მაშინ ეს ტერიტორია ეგვიპტის მიერ იყო ოკუპირებული.

დეიფის ნამდვილი სახელია მუჰამედ დიაბ ალ-მასრი (ასევე ცნობილია როგორც აბუ ხალედი ან ალ-დეიფი). ის ხელმძღვანელობს ჰამასის გასამხედროებულ ფრთას, იზ ალ-დინ ალ-კასამ ბრიგადებს. პალესტინელები მას ჰამასის “ტვინს“ უწოდებენ.

მან ბაკალავრის ხარისხი ღაზას ისლამურ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ მიიღო. სტუდენტობის წლებში ცნობილი იყო მსახიობობის (და ზოგადად თეატრის) სიყვარულით და იქ სასცენო დასიც კი ჩამოაყალიბა.

როდესაც 1987 წელს ჰამასი შეიქმნა, დეიფი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მის რიგებს შეუერთდა. 1989 წელს ის ისრაელის ხელისუფლებამ დააპატიმრა და წელიწადზე მეტი გაატარა გისოსებს მიღმა.

პატიმრობის დროს დეიფი ზაქარია ალ-შორბაგისა და სალაჰ შეჰადეს დასთანხმდა, რომ ერთად შეექმნათ ჰამასისგან განცალკევებული ჯგუფი. მიზანი კი ისრაელის ჯარისკაცების დატყვევება იქნებოდა. დღეს ცნოლბილი როგორც “ალ-ქასამის ბრიგადები“. ციხიდან გათავისუფლებულმა დეიფმა ბრიგადები ერთ სამხედრო ფორმირებაში გააერთიანა და რამდენიმე ბრიგადის ხელმძღვანელებთან ერთად, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.

დეიფი მონაწილეობდა ჰამასის“ საფირმო იარაღის“ - რაკეტის და ღაზას ქვეშ არსებული გვირაბების შემუშავებაში. გვირაბებს ჰამასის მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად იყენებდნენ. ითვლება, რომ დეიფი სწორედ ამ გვირაბებში ატარებს დროის უმეტეს , საიდანაც ჰამასის ოპერაციების ხელმძღვანელობას.

თუმცა, მის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული ბრალდება არის 1990-იანი წლების შუა ხანებში სამი ისრაელელი ჯარისკაცის დატყვევებასა და მკვლელობაში მონაწილეობა.

  • პალესტინური დაჯგუფება ჰამასი: წარმოშობა, მიზნები, მოკავშირეები

2000 წელს ისრაელის ხელისუფლებამ მოახერხა მისი დაკავება და კიდევ ერთხელ დაპატიმრება, მაგრამ დეიფი გაიქცა... მისი მხოლოდ სამი სურათია ცნობილი: ერთი ფოტო გადაღებულია მრავალი წლის წინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. ბოლო ორი კი მოგვიანებით.

”ის განიხილება, როგორც ჰამასის განსაკუთრებით მკაცრი სპიკერი”, - ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ანტიტერორისტული საკითხებში, ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ანალიტიკოსი მეთიუ ლევიტი. მისი თქმით, დეიფი ახლოს იყო ჰამასის ყველაზე მებრძოლ მეთაურებთან, განსაკუთრებით იაჰია აიაშთან.

დამფუძნებლის სალაჰ შეჰადის მკვლელობის შემდეგ, 2002 წელს ის ხელმძღვანელობდა ჰამასის სამხედრო ფრთას.

მასზე განხორციელებულ თავდასხმებს შორის, ყველაზე ცნობილია 2022 წელს მომხდარი თავდასხმა, სადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, მან დაკარგა ფეხი.

დეიფი ხელმძღვანელობს ჰამასის სამხედრო ოპერაციებს ღაზას სექტორში

2014 წელს, ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის დროს, რომელიც თითქმის რვა კვირა გაგრძელდა, ისრაელის სამხედროებმა მოკლეს მისი ცოლი და ორი შვილი, მაგრამ თავად დეიფმა კვლავ მოახერხა გაქცევა.

მეტსახელი “აბუ ხალედი“ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ სახელით ითამაშა სპექტაკლში “კლოუნი“. ნამდვილი აბუ ხალედი, ისტორიული პიროვნება, ადრეულ შუა საუკუნეებში ცხოვრობდა. თავად სიტყვა "დეიფი" არაბულად ნიშნავს "სტუმარს". ეს მეტსახელი მან იმიტომ აირჩია, რომ დიდხანს არსად რჩება, ყოველ ღამეს ახალ ადგილას ატარებს, რათა ისრაელის სპეცსამსახურებმა ვერ იპოვონ.

უშიშროების ექსპერტების თქმით, ისრაელის სამხედროებისგან თავის დაღწევის ეს უნარი ნაწილობრივ განპირობებულია თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არ ქონით.

”თუ არ გაქვთ ტელეფონები, არ გაქვთ კომპიუტერები, არსებობს გზები, რათა გაურთულდეს თანამედროვე სადაზვერვო სააგენტოებს იმის ცოდნა, თუ სად ხართ”, - თქვა ლევიტმა.

ღაზას ქუჩებშიც კი ცოტა ადამიანი ცნობს დეიფს...

ისრაელი მას 1996 წელს ავტობუსების აფეთქებების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს, რამაც ათობით სიცოცხლე შეიწირა. ითვლება, რომ ის იყო გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი დამგეგმავი, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ისრაელელი და უცხოელი - ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები - მოკლეს და კიდევ 251 მძევლად წაიყვანეს. ამან გამოიწვია ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყება ღაზას სექტორში, რომელშიც 38,700-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

წყარო: bbc

ასევე იხილეთ: