საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში "ყველაზე სასტიკი ადამიანის" სახე 440 წლის შემდეგ აღადგინეს - როგორ გამოიყურებოდა რუსეთის მეფე, რომელმაც ერთადერთი ვაჟი მოკლა
ისტორიაში "ყველაზე სასტიკი ადამიანის" სახე 440 წლის შემდეგ აღადგინეს - როგორ გამოიყურებოდა რუსეთის მეფე, რომელმაც ერთადერთი ვაჟი მოკლა

მეც­ნი­ე­რებ­მა ციფ­რუ­ლად აღად­გი­ნეს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი უსას­ტი­კე­სი მმარ­თვე­ლის “ივა­ნე მრის­ხა­ნეს“ სახე.

"ეს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ის არა მხო­ლოდ სა­ხის ნაკ­ვთე­ბის აღ­დგე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, არა­მედ ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნა­საც", - გა­ნა­ცხა­და გრა­ფი­კულ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ცი­ცე­რო მო­რა­ეს­მა Youtube- ის ვი­დე­ო­ში, სა­დაც ის გან­მარ­ტავს, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი.

“ივა­ნე მრსი­ხა­ნეს“ აღ­დგე­ნი­ლი სახე

მო­რა­ე­სი სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ციფ­რუ­ლი ფაქ­სი­მი­ლე­რე­ბით. მას უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ეკუთ­ვნის. მეც­ნი­ერ­მა “ივა­ნე მრის­ხა­ნეს“ შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი საბ­ჭო­თა მკვლე­ვა­რის მი­ხა­ილ გე­რა­სი­მო­ვის მიერ, დიქ­ტა­ტო­რის საფ­ლა­ვის გა­თხრე­ბი­დან შე­აგ­რო­ვა, რა­მაც, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა დე­ტა­ლე­ბი და­ედ­გი­ნა.

  • კვლე­ვის მი­ხედ­ვით, “ივა­ნე მრის­ხა­ნე“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად იღებ­და საკ­ვებ­სა და ალ­კოჰოლს: ”ამან უნდა გა­ა­უ­ა­რე­სა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლებ­ში”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია აღ­წე­რა­ში.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ის, რომ სხე­ულ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვერ­ცხლის­წყა­ლი, რა­მაც შე­საძ­ლოა დიქ­ტა­ტო­რის მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა იმ დროს ვერ­ცხლის­წყალს სამ­კურ­ნა­ლო­დაც იღებ­დნენ.

“ივა­ნე მრის­ხა­ნე“ 440 წლის წინ, 1584 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. იქამ­დე კი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა ყვე­ლა, ვი­საც ის მო­ღა­ლა­ტედ თვლი­და. 1581 წელს, სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე, მე­ფემ მოკ­ლა თა­ვი­სი ვაჟი და ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე ივა­ნე IV.

“ივა­ნე მრის­ხა­ნე“ ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მარ­თავ­და რუ­სეთს. ფორ­მა­ლუ­რად ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში იდგა 3 წლის ასა­კი­დან სიკ­ვდი­ლამ­დე.

  • მსოფ­ლიო მას იც­ნობს ნა­ხა­ტით- "ივა­ნე მრის­ხა­ნე კლავს შვილს"

ილია რე­პი­ნის XIX სა­უ­კუ­ნის ნა­ხა­ტი "ივა­ნე მრის­ხა­ნე და მისი შვი­ლი" (ასე­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც "ივა­ნე მრის­ხა­ნე კლავს თა­ვის შვილს") იყო პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და­ა­ცენ­ზუ­რეს, ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში.

წყა­რო: nypost

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ისტორიაში "ყველაზე სასტიკი ადამიანის" სახე 440 წლის შემდეგ აღადგინეს - როგორ გამოიყურებოდა რუსეთის მეფე, რომელმაც ერთადერთი ვაჟი მოკლა

ისტორიაში "ყველაზე სასტიკი ადამიანის" სახე 440 წლის შემდეგ აღადგინეს - როგორ გამოიყურებოდა რუსეთის მეფე, რომელმაც ერთადერთი ვაჟი მოკლა

მეცნიერებმა ციფრულად აღადგინეს ისტორიის ერთ-ერთი უსასტიკესი მმართველის “ივანე მრისხანეს“ სახე.

"ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, რადგან ის არა მხოლოდ სახის ნაკვთების აღდგენას ემსახურებოდა, არამედ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენასაც", - განაცხადა გრაფიკულმა დიზაინერმა ციცერო მორაესმა Youtube- ის ვიდეოში, სადაც ის განმარტავს, თუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

“ივანე მრსიხანეს“ აღდგენილი სახე

მორაესი სამეცნიერო წრეებში ცნობილი გახდა ისტორიული ფიგურების ციფრული ფაქსიმილერებით. მას უამრავი საინტერესო პროექტი ეკუთვნის. მეცნიერმა “ივანე მრისხანეს“ შესახებ მონაცემები საბჭოთა მკვლევარის მიხაილ გერასიმოვის მიერ, დიქტატორის საფლავის გათხრებიდან შეაგროვა, რამაც, საშუალება მისცა დეტალები დაედგინა.

  • კვლევის მიხედვით, “ივანე მრისხანე“ გადაჭარბებულად იღებდა საკვებსა და ალკოჰოლს: ”ამან უნდა გააუარესა მისი მდგომარეობა ბოლო წლებში”, - აღნიშნულია აღწერაში.

საინტერესო ფაქტია ის, რომ სხეულში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი, რამაც შესაძლოა დიქტატორის მოწამვლა გამოიწვია. თუმცა იმ დროს ვერცხლისწყალს სამკურნალოდაც იღებდნენ.

“ივანე მრისხანე“ 440 წლის წინ, 1584 წელს გარდაიცვალა. იქამდე კი სიკვდილით დასაჯა ყველა, ვისაც ის მოღალატედ თვლიდა. 1581 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მეფემ მოკლა თავისი ვაჟი და ერთადერთი მემკვიდრე ივანე IV.

“ივანე მრისხანე“ ყველაზე დიდხანს მართავდა რუსეთს. ფორმალურად ის ძალაუფლების სათავეში იდგა 3 წლის ასაკიდან სიკვდილამდე.

  • მსოფლიო მას იცნობს ნახატით- "ივანე მრისხანე კლავს შვილს"

ილია რეპინის XIX საუკუნის ნახატი "ივანე მრისხანე და მისი შვილი" (ასევე ცნობილი, როგორც "ივანე მრისხანე კლავს თავის შვილს") იყო პირველი ნახატი, რომელიც რუსეთის იმპერიაში დააცენზურეს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში.

წყარო: nypost