ავტორი:

დუბაის პრინცესამ ქმარს "ინსტაგრამით" აცნობა, რომ შორდება - სკანდალი არაბულ სამყაროში: რა არის ცნობილი მაჰრაზე, რომელმაც გულშემატკივრების არმია შეიძინა

დუბაის პრინცესამ ქმარს "ინსტაგრამით" აცნობა, რომ შორდება - სკანდალი არაბულ სამყაროში: რა არის ცნობილი მაჰრაზე, რომელმაც გულშემატკივრების არმია შეიძინა

დუბაის პრინცესა პირველი შვილის შეძენიდან 2 თვის შემდეგ "ინსტაგრამის" საშუალებით ქმარს დაშორდა. შეიხა მაჰრა ბინტ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა სოციალურ ქსელში სკანდალური მიმართვა გამოაქვეყნა.

მომხდარი არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებულად მას შემდეგ, რას წყვილს ორი თვის წინ შვილი შეეძინა და ერთი შეხედვით, ბედნიერები ჩანდნენ.

შეიხა მაჰრა ბინტი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, დუბაის მმართველის, მისი აღმატებულება შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის 30 წლის ქალიშვილია.

"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია:

"ძვირფასო ქმარო, რადგან შენ სხვებით ხარ დაკავებული, მე ჩვენი განქორწინების შესახებ ვაცხადებ. გშორდები, გშორდები, გშორდები. შენი ყოფილი ცოლი".

შეიხა მაჰრა და შეიხი მანა 2023 წლის მაისში დაქორწინდნენ და შვილი, გოგონა 2024 წლის მაისში შეეძინათ. ამ დროისთვის მუჰამედს შეიხა მაჰრას ინსტაგრამზე კომენტარი არ გაუკეთებია, კაცს არც განცხადება გაუვრცელებია საკუთარ ინსტაგრამზე. მისი ბოლო პოსტი 10 აპრილს არის გამოქვეყნებული, სადაც ის თავის სიმამრს, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის ვიცე-პრეზიდენტს დღესასწაულზე ხელს ართმევს.

ამ დრომდე არ გავრცელებულა ოფიციალური განცხადება სამეფო ოჯახისგან, კერძოდ, მაკტუმის სახლიდან.

პრინცესას ინსტაგრამზე უამრავი მხარდამჭერი გამოხმაურებაა. გულშემატკივრები წერენ, რომ ის ღირსეული და ძლიერი ქალია.

კომენტარებში ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მაჰრას პროფილი შესაძლოა გატეხილი იყოს. შეიხა მაჰრა დუბაის მმართველის 26 შვილიდან ერთ-ერთია. ის ნახევრად ბერძენია დედის, ზოი გრიგორაკოსის მხრიდან. მას ასევე აქვს გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში.

წაიკითხეთ ასევე: