ავტორი:

ბიანკა ტანგით და ქანიე ფეხშველი, მხოლოდ წინდებით - წყვილის მორიგი სკანდალური ფოტოები ნიუ იორკიდან

ბიანკა ტანგით და ქანიე ფეხშველი, მხოლოდ წინდებით - წყვილის მორიგი სკანდალური ფოტოები ნიუ იორკიდან

ბიანკა ცენსორი ნიუ იორკის ქუჩებში ამჯერად მხოლოდ ტანგით სეირნობს. პაპარაცებმა ბიანკა და მისი ქმარი, რეპერი ქანიე ვესტი Chateau Marmont-ში დააფიქსირეს. ავსტრალიელ არქიტექტორს ეფარა კეპი და ასევე სახელოიანი მაისური ეცვა.

ქანიემაც არ უღალატა საკუთარ თავს და მხოლოდ წინდებით, ფეხშველი მიაბიჯებდა საყვარელი ქალის გვერდით.

  • ბიანკა ცენსორის ჩაცმის სტილი უჩვეულო, მართალია, არავისთვის აღარ არის, მაგრამ ის მაინც ახერხებს ხოლმე ყოველ ჯერზე საზოგადოების გაოცებას. ის რამდენიმე დღის წინ ლოს ანჯელესშიც შენიშნეს, მეუღლესთან ერთად.

ქალს ვერცხლისფერი ტოპი ეცვა, რომელსაც სხეულზე კარგად მომდგარი და გამჭვირვალე შორტი შეუხამა. სამოსი მას მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ეცვა.