ავტორი:

ახალი ვარსკვლავი ტრამპების ოჯახიდან: ვინ არის 17 წლის კაი მედისონი, რომელმაც "რესპუბლიკელთა" ყრილობაზე ბაბუას "შოუ მოჰპარა"

ახალი ვარსკვლავი ტრამპების ოჯახიდან: ვინ არის 17 წლის კაი მედისონი, რომელმაც "რესპუბლიკელთა" ყრილობაზე ბაბუას "შოუ მოჰპარა"

როგორც ჩანს, ტრამპების ოჯახს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 17 წლის შვილიშვილმა- კაი მედისონ ტრამპმა, “რესპუბლიკელების“ ეროვნულ კონვენციაზე სპიკერად გამოსვლისას ბაბუას “შოუ მოჰპარა“.

კაი “რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე“ სიტყვით გუშინ საღამოს გამოვიდა. ის მიკროფონთან მივიდა და თქვა, რომ სურდა ამერიკელებს სცოდნოდათ “ბაბუის ის მხარე, რომელსაც ხალხი ხშირად ვერ ხედავს“...

"ჩემთვის ის ჩვეულებრივი ბაბუაა. მშობლებისგან მალულად გვაძლევს ტკბილეულს და გაზიან სასმელებს. მას ყოველთვის სურს იცოდეს, როგორ ვართ სკოლაში. როდესაც პირველი ჯილდო მივიღე, მან ის ამობეჭდა და მეგობრებს აჩვენებდა, თუ როგორი ამაყი იყო ჩემით“, - თქვა "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატის 10 შვილიშვილიდან ერთ-ერთმა.

  • “ბაბუას შეუძლია დამირეკოს სკოლაშიც კი და მკითხოს, როგორ მიდის ჩემი საქმეები, როგორ ვთამაშობ გოლფს, მთხოვს მოვუყვე დეტალები -თუმცა, იძულებული ვარ შევახსენო, რომ სკოლაში ვარ და მოგვიანებით დავურეკავ“, - 78 წლის ექს-პრეზიდენტს გაეღიმა, როდესაც მისი შვილიშვილი აუდიტორიას ესაუბრებოდა.

"შეუძლია ჩემთვის მოიცალოს მაშინაც კი, როდესაც მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყოველთვის მეკითხება, როგორ ვარ", - განაგრძო მან და აღნიშნა, რომ ის არის "ტიპიური ბაბუა".

"შოკში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ესროლეს. უბრალოდ მინდოდა გამეგო, კარგად იყო თუ არა. გულსატკენი იყო, რომ ვიღაცას შეეძლო ამის გაკეთება. ბევრმა ადამიანმა გადაატანინა ჩემს ბაბუას ჯოჯოხეთი, თუმცა ის კვლავ მყარად დგას. ბაბუ, შენ ჩემი შთაგონება ხარ და მიყვარხარ.

მედია ბაბუას სხვა ადამიანად წარმოაჩენს, მაგრამ მე ვიცი ის სინამდვილეში როგორია. ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულეა. მას ნამდვილად სურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და ყოველდღე იბრძვის იმისათვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს", - განაცხადა კაიმ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.

წყარო: nypost

ასევე იხილეთ: