მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბებიას სანახავად ჩავიდა და..." - რა ვიცით "მეთაურ ყასაბზე", ქართველზე, რომელიც აშშ-ში ბავშვების მასობრივ ხოცვას გეგმავდა: დაკავების კადრები
"ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბებიას სანახავად ჩავიდა და..." - რა ვიცით "მეთაურ ყასაბზე", ქართველზე, რომელიც აშშ-ში ბავშვების მასობრივ ხოცვას გეგმავდა: დაკავების კადრები

დღეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა სი­ძულ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის და­გეგ­მვა. 20 წლის ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი მეტ­სა­ხე­ლე­ბია: "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი"; "მიშ­კა" და "ყა­სა­ბი".

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ნი­ა­კუ­რი მკვლე­ლო­ბის კულ­ტის ლი­დე­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კულ­ტი ცნო­ბი­ლია, რო­გორც Maniacs Murder Cult, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კულ­ტი მიჰ­ყვე­ბა ნე­ო­ნა­ცის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, კერ­ძოდ, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც "არა­სა­სურ­ვე­ლად" მი­იჩ­ნე­ვენ.

რო­გორ და­ა­კა­ვეს "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი"

ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფის Maniac Murder Cult (MKY) 20 წლის ლი­დე­რი, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, 8 ივ­ლისს კი­ში­ნი­ოვ­ში ინ­ტერ­პო­ლის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცეს.

ორ­შა­ბათს, 15 ივ­ლისს, ქარ­თველ ნე­ო­ნა­ცისტს ბრა­ლი ნიუ-იორკში ებ­რა­ე­ლებ­ზე მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის და­გეგ­მვა­ში წა­უ­ყე­ნეს, - წერს New York Jewish News.

ნიუ-იორ­კის პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, 20 წლის მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც „მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი“, ბრუკ­ლი­ნის ებ­რა­ულ სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის და­რი­გე­ბას გეგ­მავ­და. მას ასე­ვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და თავ­დას­ხმე­ბის სე­რია უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე.

ჩხიკ­ვიშ­ვილს, რო­გორც ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის Maniac Murder Cult (MKY) ლი­დერს ბრუკ­ლინ­ში, ნიუ-იორ­კის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბრა­ლი ოთხი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის კი­ში­ნი­ოვ­ში (მოლ­დო­ვა) 8 ივ­ლისს ინ­ტერ­პო­ლის ორ­დე­რით და­ა­კა­ვეს. მოლ­დო­ვის სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ცნო­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მოლ­დო­ვის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს აშშ-ისა და ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 19 და 20 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "სტამ­ბო­ლი-კი­ში­ნი­ო­ვის" რე­ი­სის მგზავ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი

"ბრალ­დე­ბულ­მა სცა­და და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის ჩა­სა­დე­ნად სა­კუ­თა­რი ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. მისი მი­ზა­ნი იყო სი­ძულ­ვი­ლის, ში­ში­სა და ნგრე­ვის გავ­რცე­ლე­ბა და­ბომბვის, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით და ბავ­შვე­ბის მო­წამ­ვლი­თაც კი, რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და უსახ­ლკა­რო პი­რე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრო­კუ­რორ­მა პის­მა.

  • MKY არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც იცავს ნე­ო­ნა­ცის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბას ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და სხვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. აშშ-ის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ლე­გა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, გარ­და ამი­სა, მას ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აშშ-ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

"MKY-ის წევ­რე­ბი იზი­ა­რე­ბენ სა­ერ­თო მი­ზანს - და­უ­პი­რის­პირ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­სა და მთავ­რო­ბებს ტე­რო­რიზ­მი­სა და ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბით, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ავ­რცე­ლე­ბენ შიშ­სა და ქა­ოსს" - ნათ­ქვა­მია ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბა­ში.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა და­წე­რა და გა­ავ­რცე­ლა მა­ნი­ფეს­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით "მო­ძუ­ლის მა­ნი­ფეს­ტი" The Hater's Handbook, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია MKY-ის მიზ­ნე­ბი. დო­კუ­მენ­ტში ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი მო­უ­წო­დებს ეთ­ნი­კურ წმენ­დი­სა და ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის სრო­ლას სკო­ლა­ში, ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თვით­მკვლე­ლო­ბებ­ში და მა­სობ­რივ ტე­რაქ­ტებ­ში, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

ნეო-ნა­ცის­ტურ­მა ჯგუფ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა რამ­დე­ნი­მე შემ­ზა­რა­ვი პლა­კა­ტი, რომ­ლე­ბიც ავ­რცე­ლებ­დნენ მათ სი­ძულ­ვი­ლის იდე­ო­ლო­გი­ას

თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ბრუკ­ლინ­ში ბე­ბი­ას მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად 2022 წლის ივ­ნის­ში ჩა­ვი­და. 2022 წლის ივ­ლი­სი­დან ის იყე­ნებს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის აპებს ძა­ლა­დო­ბის მო­წო­დე­ბე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად, MKY-ის მხარ­და­სა­ჭე­რად ნიუ-იორკში და სხვა­გან. შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მო­ი­ცავ­და ცე­მის, დაჭ­რი­სა და სხვა თავ­დას­ხმე­ბის კად­რებს და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გა­და­ბი­რე­ბის მცდე­ლო­ბებს, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, ბი­ო­ლო­გი­უ­რი და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა მო­ი­ცავს ჯგუ­ფის ფო­ტო­ებს, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ნა­ცის­ტე­ბის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი და ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სის­ხლი­ა­ნი ცული ეჭი­რა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია აღ­მო­ა­ჩი­ნეს FBI-ს ფა­რუ­ლი აგენ­ტის მუ­შა­ო­ბის წყა­ლო­ბით, რო­მელ­მაც შე­აღ­წია მას­ში და მო­ი­პო­ვა მისი ლი­დე­რის ნდო­ბა.

2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა მიმ­დევ­რებს შეს­თა­ვა­ზა მა­სობ­რი­ვი თავ­დას­ხმა ნიუ-იორკში, რომ­ლის დრო­საც სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი უმ­ცი­რე­სო­ბებს მო­წამ­ლულ კან­ფეტს და­უ­რი­გებ­და. სქე­მა ასე­ვე მო­ი­ცავ­და ებ­რა­ულ სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის და­რი­გე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავ­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ებ­რა­ელ­თა დევ­ნას სხვა ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფის ლი­დერ­თან, სა­ხელ­წო­დე­ბით Feuerkrieg Division, ან FKD.

კულ­ტის წევ­რებს მო­ე­თხო­ვე­ბათ და­ამ­ტკი­ცონ თა­ვი­ან­თი ერ­თგუ­ლე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ჩა­დე­ნით და კა­მე­რის წინ ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბით.

ამა­ვე დროს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უკვე ჩა­ი­დი­ნა ებ­რა­ე­ლე­ბის არა­ერ­თი მკვლე­ლო­ბა იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო.

„მე ვმუ­შა­ობ კერ­ძო ებ­რა­უ­ლი ოჯა­ხის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში. ფულს ვი­ღებ მო­მაკ­ვდა­ვი ებ­რა­ე­ლის წა­მე­ბის­თვის. მგო­ნი დღეს კი­ნა­ღამ მოვ­კა­ლი. თუმ­ცა მალე მოკ­ვდე­ბა.“ - წერ­და ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რებს ერთ-ერთ მე­სი­ჯში და სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­წოლ­ში მისი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლის ფო­ტო­ებს უგ­ზავ­ნი­და.

ნიუ-იორ­კის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა სა­მუ­შაო ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და ბრუკ­ლი­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში და ის და­ი­ქი­რა­ვა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ებ­რა­ულ­მა ოჯახ­მა ოჯა­ხის წევ­რზე ზრუნ­ვის­თვის.

ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა შე­ად­გი­ნა ეტა­პობ­რი­ვი გეგ­მა და სა­ი­დუმ­ლო აგენტს გა­უგ­ზავ­ნა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო შხა­მე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ. ასე­ვე მო­უ­წო­დებ­და, რომ გა­და­ე­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თი გეგ­მა უკავ­შირ­დე­ბო­და რა­დი­კა­ლურ ის­ლა­მის­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო და ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ხში­რად ადი­დებ­და ჯი­ჰა­დის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას.

ჩხიკ­ვიშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­კენ წა­ქე­ზე­ბა; ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ასე­ვე მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა.

ფო­ტო­ზე ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულ­თან ერ­თად - კი­ში­ნი­ო­ვი

აშშ-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ჩხიკ­ვიშ­ვილს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და, რომ და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა იქ­ნე­ბო­და იმა­ზე დიდი, ვიდ­რე 2011 წელს, ნორ­ვე­გი­ა­ში, ან­დრეს ბრე­ი­ვი­კის მიერ, რო­მელ­მაც 77 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. ის ამ­ბობ­და, რომ ადრე ჩა­ი­დი­ნა სხვა სი­ძულ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­დე­საც ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობ­და 2022 წელს.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩხიკ­ვიშ­ვილს 50 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბებიას სანახავად ჩავიდა და..." - რა ვიცით "მეთაურ ყასაბზე", ქართველზე, რომელიც აშშ-ში ბავშვების მასობრივ ხოცვას გეგმავდა: დაკავების კადრები

"ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბებიას სანახავად ჩავიდა და..." - რა ვიცით "მეთაურ ყასაბზე", ქართველზე, რომელიც აშშ-ში ბავშვების მასობრივ ხოცვას გეგმავდა: დაკავების კადრები

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ჩხიკვიშვილი დააკავეს. მას ბრალად ედება სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის დაგეგმვა. 20 წლის ჩხიკვიშვილის ცნობილი მეტსახელებია: "მეთაური ყასაბი"; "მიშკა" და "ყასაბი".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, სავარაუდოდ, მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. აღნიშნული კულტი ცნობილია, როგორც Maniacs Murder Cult, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.

გავრცელებული ინფორმაციით, კულტი მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, კერძოდ, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც "არასასურველად" მიიჩნევენ.

როგორ დააკავეს "მეთაური ყასაბი"

ექსტრემისტული ნეონაცისტური ჯგუფის Maniac Murder Cult (MKY) 20 წლის ლიდერი, მიხეილ ჩხიკვიშვილი, 8 ივლისს კიშინიოვში ინტერპოლის მოთხოვნით დააკავეს და აშშ-ის ხელისუფლებას გადასცეს.

ორშაბათს, 15 ივლისს, ქართველ ნეონაცისტს ბრალი ნიუ-იორკში ებრაელებზე მასობრივი თავდასხმების დაგეგმვაში წაუყენეს, - წერს New York Jewish News.

ნიუ-იორკის პროკურორების თქმით, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ასევე ცნობილი როგორც „მეთაური ყასაბი“, ბრუკლინის ებრაულ სკოლებში ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგებას გეგმავდა. მას ასევე დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმების სერია უმცირესობებზე.

ჩხიკვიშვილს, როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების Maniac Murder Cult (MKY) ლიდერს ბრუკლინში, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ საოლქო სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს. შეგახსენებთ, რომ ის კიშინიოვში (მოლდოვა) 8 ივლისს ინტერპოლის ორდერით დააკავეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ცნობაში ნათქვამია, რომ მოლდოვის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აშშ-ისა და ინტერპოლის მიერ ძებნილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 19 და 20 წლის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც "სტამბოლი-კიშინიოვის" რეისის მგზავრები აღმოჩნდნენ.

დაკავების კადრები

"ბრალდებულმა სცადა დაექირავებინა ადამიანები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად საკუთარი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით", - განაცხადა შეერთებული შტატების პროკურორმა პისმა.

  • MKY არის საერთაშორისო ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც იცავს ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობას ებრაელებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, არალეგალური ორგანიზაცია დაფუძნებულია რუსეთსა და უკრაინაში, გარდა ამისა, მას ჰყავს მხარდამჭერები აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

"MKY-ის წევრები იზიარებენ საერთო მიზანს - დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მთავრობებს ტერორიზმისა და ძალადობის აქტებით, რისი საშუალებითაც ავრცელებენ შიშსა და ქაოსს" - ნათქვამია ჩხიკვიშვილის სისხლის სამართლის ბრალდებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში ჩხიკვიშვილმა დაწერა და გაავრცელა მანიფესტი სახელწოდებით "მოძულის მანიფესტი" The Hater's Handbook, სადაც განმარტებულია MKY-ის მიზნები. დოკუმენტში ჩხიკვიშვილი მოუწოდებს ეთნიკურ წმენდისა და ძალადობის შესახებ, მათ შორის სროლას სკოლაში, ბავშვების გამოყენებას თვითმკვლელობებში და მასობრივ ტერაქტებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში.

ნეო-ნაცისტურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა რამდენიმე შემზარავი პლაკატი, რომლებიც ავრცელებდნენ მათ სიძულვილის იდეოლოგიას

თბილისში მცხოვრები ჩხიკვიშვილი ბრუკლინში ბებიას მოსანახულებლად 2022 წლის ივნისში ჩავიდა. 2022 წლის ივლისიდან ის იყენებს შეტყობინებების აპებს ძალადობის მოწოდებების გასავრცელებლად, MKY-ის მხარდასაჭერად ნიუ-იორკში და სხვაგან. შეტყობინებები მოიცავდა ცემის, დაჭრისა და სხვა თავდასხმების კადრებს და მხარდამჭერების გადაბირების მცდელობებს, რომლებსაც ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებების, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების გამოცდილება. საბრალდებო დასკვნა მოიცავს ჯგუფის ფოტოებს, სადაც ნაჩვენები იყო ნაცისტების ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და ნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც სისხლიანი ცული ეჭირა.

ორგანიზაცია აღმოაჩინეს FBI-ს ფარული აგენტის მუშაობის წყალობით, რომელმაც შეაღწია მასში და მოიპოვა მისი ლიდერის ნდობა.

2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა მიმდევრებს შესთავაზა მასობრივი თავდასხმა ნიუ-იორკში, რომლის დროსაც სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი უმცირესობებს მოწამლულ კანფეტს დაურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ებრაულ სკოლებში ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგებას. ბრალდებული ასევე განიხილავდა შეერთებულ შტატებში ებრაელთა დევნას სხვა ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერთან, სახელწოდებით Feuerkrieg Division, ან FKD.

კულტის წევრებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება ტერორისტული აქტების ჩადენით და კამერის წინ ადამიანების მკვლელობით.

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკვე ჩაიდინა ებრაელების არაერთი მკვლელობა იდეოლოგიური მიზეზების გამო.

„მე ვმუშაობ კერძო ებრაული ოჯახის სარეაბილიტაციო ცენტრში. ფულს ვიღებ მომაკვდავი ებრაელის წამებისთვის. მგონი დღეს კინაღამ მოვკალი. თუმცა მალე მოკვდება.“ - წერდა ჩხიკვიშვილი მხარდამჭერებს ერთ-ერთ მესიჯში და საავადმყოფოს საწოლში მისი სავარაუდო მსხვერპლის ფოტოებს უგზავნიდა.

ნიუ-იორკის გაერთიანებულმა ტერორისტულმა სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩხიკვიშვილი რეალურად მუშაობდა ბრუკლინის სარეაბილიტაციო ცენტრში და ის დაიქირავა მართლმადიდებელმა ებრაულმა ოჯახმა ოჯახის წევრზე ზრუნვისთვის.

ჩხიკვიშვილმა შეადგინა ეტაპობრივი გეგმა და საიდუმლო აგენტს გაუგზავნა სახელმძღვანელოები სასიკვდილო შხამების შექმნის შესახებ. ასევე მოუწოდებდა, რომ გადაეღო ძალადობრივი აქტები. ზოგიერთი გეგმა უკავშირდებოდა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო და ჩხიკვიშვილი ხშირად ადიდებდა ჯიჰადისტურ იდეოლოგიას.

ჩხიკვიშვილს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება; ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ასევე მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა.

ფოტოზე ჩხიკვიშვილი კიდევ ერთ დაკავებულთან ერთად - კიშინიოვი

აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა იქნებოდა იმაზე დიდი, ვიდრე 2011 წელს, ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა. ის ამბობდა, რომ ადრე ჩაიდინა სხვა სიძულვილის დანაშაულები, როდესაც ბრუკლინში ცხოვრობდა 2022 წელს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წაიკითხეთ ასევე: