ავტორი:

"ძალიან კარგი წყალია, ეს შევძელით..." - პარიზის მერმა სენაში შეცურა, რათა დაემტკიცებინა, რომ წყალი სუფთა და უსაფრთხოა (ვიდეო)

"ძალიან კარგი წყალია, ეს შევძელით..." -  პარიზის მერმა სენაში შეცურა, რათა დაემტკიცებინა, რომ წყალი სუფთა და უსაფრთხოა (ვიდეო)

რამდენიმე დღეში პარიზში ოლიმპიადა დაიწყება. მანამდე კი ქალაქის მერმა ან იდალგომ მდინარე სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ სენა უსაფრთხოა შეჯიბრებებისთვის.

• "ბევრს ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

იდალგოს ამ ჟესტით სურდა ეჩვენებინა, რომ მდინარე სუფთა და უსაფრთხოა.

სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი ქალაქის მერი, შესაბამისი სათვალით იყო აღჭურვილი და მდინარის იმ მონაკვეთში ცურავდა, რომლის სანაპიროზეც მუდამ ხალხმრავლობაა. მერს ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ მან ჯერ კიდევ იანვარში დადო პირობა, რომ სენაში შეცურავდა.

მერს შეუერთდა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ხელმძღვანელი ტონი ენტაგენტიც.

La baignade dans la Seine, certains en ont rêvé, beaucoup en ont douté, et nous, nous l'avons fait !

Après 100 ans d'interdiction, les athlètes feront le grand saut à leur tour dans quelques jours pendant les Jeux ! Ce sera dès l'été prochain pour tous les Parisiennes et les… pic.twitter.com/VuZjWeNUqa
— Paris (@Paris) July 17, 2024

• "ძალიან კარგი წყალია, დღევანდელი დღე ოცნება იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს შევძელით“, - აღნიშნა იდალგომ.

სენას ოლიმპიადისთვის მომზადებაში 1,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მიზანი იყო მდინარეში კანალიზაციის გაჟონვის თავიდან არიდება. მანამდე სენას დაბინძურების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდებოდა, სადაც ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ მდინარეში წყლის ხარისხის გამო და მიუთითებდნენ, რომ იქ ცურვა უსაფრთხო არ იყო.

იდალგო თავდაპირველად გეგმავდა რომ მდინარეში ივნისში შესულიყო, თუმცა მაშინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ წყალი საკმარისად სუფთა არ იყო იქ ცურვისთვის, რის გამოც მერის "საჩვენებელი ცურვა" რამდენიმე კვირით გადაიდო.

წყარო