პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის სიტყვა მნიშვნელოვანია, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ გარკვეული კარტები გაეხსნა..." - როგორ აფასებენ ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს?
"ივანიშვილის სიტყვა მნიშვნელოვანია, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ გარკვეული კარტები გაეხსნა..." - როგორ აფასებენ ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს?

მმარ­თველ­მა პარ­ტია “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყო. "ოც­ნე­ბის“ ახა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის გახ­სნა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია “სულ მცი­რე 12 წე­ლი­წა­დი” არ­ცერ­თი არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბას არ აპი­რებს. ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, "26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს იმ ძა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­სუ­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნას და ქვეყ­ნის ომში ჩათ­რე­ვას გა­მა­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ. კი­დევ ერთხელ გა­ი­მარ­ჯვებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აგენ­ტუ­რა­ზე, გა­ი­მარ­ჯვებს მშვი­დო­ბის პარ­ტია ომის პარ­ტი­ა­ზე“.

მი­სი­ვე თქმით, "ბრძო­ლა ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 2012 წლი­დან დღემ­დე უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. ეს ბრძო­ლა 2016, 2020 და 2021 წლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს და მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მის მფარ­ვე­ლებს, სა­ბო­ლო­ოდ, სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა მო­უ­წი­ათ. სა­ქარ­თვე­ლო ანა­ლო­გი­უ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბით ხვდე­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­საც... 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არის რე­ფე­რენ­დუ­მი. ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის, მო­ნო­ბა­სა და ღირ­სე­ბას შო­რის, ბნელ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და წინსვლას შო­რის, სრულ უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას შო­რის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა და­უ­ჭერს მხარს მშვი­დო­ბას, ღირ­სე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი გა­დარ­ჩე­ნის და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­წინ­და­რია. მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით და კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ - ეს არის ერ­თა­დერ­თი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც ქარ­თველ ამომ­რჩე­ველს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სთა­ვა­ზობს“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე და მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­სი­ჯებს აფა­სე­ბენ.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ახა­ლი ვე­რა­ფე­რი ვნა­ხეთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა გა­მომ­სვლე­ლი, მათ შო­რის ივა­ნიშ­ვი­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ლა­პა­რა­კობ­და იმა­ვეს, რაც არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია - ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის პირ­და­პირ თუ ირი­ბი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა იმა­ში, რომ ისი­ნი ქვეყ­ნის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში არა მარ­ტო ერე­ვი­ან, არა­მედ რე­ვო­ლუ­ცი­ებს ამ­ზა­დე­ბენ. მინ­და გი­თხრათ, რომ ვერც ერთი გარე ძალა რე­ვო­ლუ­ცი­ას ვერ მო­ამ­ზა­დებს, ქვე­ყა­ნა­ში თუ არ არ­სე­ბობს ასე­თი სი­ტუ­ა­ცია. ასე რომ იყოს, კარ­გა ხა­ნია, რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი გვექ­ნე­ბო­და მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ეს რე­ა­ლუ­რად ასე არ არის, ამას მშვე­ნივ­რად გრძნო­ბენ "ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ რე­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვე­ბიც აქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და იცი­ან, რა რე­ი­ტინ­გი აქვთ... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, რომ ეს რი­ტო­რი­კა არ შეც­ვა­ლონ. ყვე­ლა გა­მომ­სვლე­ლი ერთი ფრა­ზით, თუ სლო­გა­ნით ას­რუ­ლებ­და თა­ვის გა­მოს­ვლას - "ღირ­სე­უ­ლად ევ­რო­პის­კენ“, რაც ნიშ­ნავს ისევ მცდე­ლო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი, პრო­ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად და­ი­მაგ­რონ თა­ვის ელექ­ტო­რა­ლურ ორ­ბი­ტა­ზე. არა მგო­ნია, ამ სლო­გან­მა უშ­ვე­ლოს, მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რა ფო­ნიც შე­იქ­მნა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან - პირ­და­პირ, ყო­ველ­გვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­რე­შე ღიად გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის შემ­დეგ. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად "ქარ­თულ ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­ა­ჩე­როს ან შე­ა­ნე­ლოს, ეს იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მხო­ლოდ ის თუ შე­ა­ჩე­რებს გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბას და რე­ა­ლუ­რად არ და­ი­წყე­ბა მისი ამოქ­მე­დე­ბა. ცხა­დია, ეს კა­ნო­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მოხ­სნას სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პრო­ცე­სი­დან.

ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვა­ნად­გუ­რებ­თო, ამით იმ სლო­გან­თან ერ­თად ("ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ“) არის მცდე­ლო­ბა, რომ "ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი "შუ­ა­შის­ტუ­რი" ამომ­რჩე­ვე­ლი რო­გორ­მე ისევ უკან და­იბ­რუ­ნონ. ამას­თა­ნა­ვე, იქ­ნე­ბა დიდი შე­ტე­ვა იმა­ზე, რომ რო­გორ­მე არ და­უშ­ვან "ლე­ლოს“ და გა­ხა­რი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, იქ­ნე­ბა დიდი ზე­წო­ლა და ამის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღიად თუ ფა­რუ­ლად ყვე­ლა მე­თოდს გა­მო­ი­ყე­ნებს - მოს­ყიდ­ვა, გა­და­ბი­რე­ბა, ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, კომ­პრო­მა­ტე­ბი და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ "ოც­ნე­ბა“ და "ხალ­ხის ძალა“ ერ­თად გა­მო­ვა, გა­სა­გე­ბია - რო­გორც ჩანს, თა­ვი­დან­ვე იყო ჩა­ნა­ფიქ­რი ასე­თი, რომ "ხალ­ხის ძალა“ პრო­რუ­სულ ხმებ­ზე იმუ­შა­ვებ­და, ხოლო "ოც­ნე­ბა“ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და პრო­და­სავ­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ას, მაგ­რამ პრო­ცე­სი ისე წა­ვი­და, რომ ორი­ვე ძა­ლას შო­რის ტო­ლო­ბის ნი­შა­ნია და იქ აღა­რა­ფე­რი გა­სა­ყო­ფი არ არის. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ "ალტ-ინ­ფომ“ და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა“ ერთი ჯგუ­ფი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ასე­ვე ძი­რი­თა­დად პრო­რუ­სულ ხმებ­ზე მუ­შა­ობს, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არა­ნა­ი­რად არ აძ­ლევს ხელს, ის კარ­გავს ამ ხმებს და არა - ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ღიად პრო­და­სავ­ლუ­რია.

"ოც­ნე­ბას“ ეში­ნია ოპო­ზი­ცი­ის მიერ წა­მო­წე­უ­ლი ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის თე­მის - რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი კი არა, რე­ფე­რენ­დუ­მია ევ­რო­პა­სა და რუ­სეთს შო­რის. ამან ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხა და ისი­ნი აწი მუდ­მი­ვად და­ი­წყე­ბენ სა­უ­ბარს რე­ფე­რენ­დუმ­ზე, ოღონდ, ომსა და მშვი­დო­ბას, ღირ­სე­ბა­სა და უღირ­სო­ბას შო­რის და აშ. რათა სი­ტყვა რე­ფე­რენ­დუ­მი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გაც­ვი­თოს და ამომ­რჩევ­ლის­თვის აღარ გახ­დეს რა­ღაც ორი­ენ­ტი­რი. ახლა ოპო­ზი­ცია უნდა ეცა­დოს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ყალ­ბი და რე­ა­ლუ­რი რე­ფე­რენ­დუ­მის ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა­ში და­ეხ­მა­როს. ეს პრობ­ლე­მა აუ­ცი­ლებ­ლად გა­უჩ­ნდე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან ადრე თუ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სუს­ტი პი­ა­რი ჰქონ­და და ერ­თთა­ვად ამას საყ­ვე­დუ­რობ­დნენ, ახლა ისი­ნი კარ­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ და ისე­თი პრო­პა­გან­და აქვთ, გე­ბელსს რომ შე­შურ­დე­ბა.

მი­რი­ან მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი:

- გუ­შინ მთა­ვა­რი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვა. კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბას დი­დად არ მი­ვა­ნი­ჭებ­დი, ვი­ნა­ი­დან ის არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­გუ­რა ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვა კი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მან ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, რომ გარ­კვე­უ­ლი კარ­ტე­ბი გა­ეხ­სნა. მის ძი­რი­თად პოს­ტუ­ლა­ტებს თუ პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ვთარ­გმნით, შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც მან გარ­კვე­უ­ლი ვა­დე­ბი მო­ნიშ­ნოს, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა და­სავ­ლეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის პე­რი­ო­დი, მან ივა­რა­უ­და მაქ­სი­მუმ 6 თვი­დან 1 წელი. რო­გორც ჩანს, მან უკვე მომ­ხდარ ფაქ­ტად ჩათ­ვა­ლა ტრამ­პის არ­ჩე­ვა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ოს და რე­გი­ო­ნულ მო­მა­ვალს ისე ხე­დავს, რომ მოხ­დე­ბა ამე­რი­კის და რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ზა­ვე­ბა, ამ მო­მენ­ტში გა­და­წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დიც, შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლუ­რი ელი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ "მი­აწ­ვე­ბა“ და არ და­უ­წყებს ტემ­პის კარ­ნახს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს არის მისი ხედ­ვა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი.

მან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ადრე თუ გვი­ან, 1 წლის ფარ­გლებ­ში ის და­ა­ყე­ნებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კითხს 2008 წლის ომის და­სავ­ლე­თი­დან დაკ­ვე­თის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­შიშ­ვლებს აგ­ვის­ტოს ომის სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კის ანა­ტო­მი­ას და და­სავ­ლეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას და­ას­რუ­ლებს, და­სავ­ლე­თი­დან მო­წო­ლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. 2008 წლის ომი რომ უნდა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი­ყო და არ გა­მო­ვი­ძი­ეთ, ეს ცალ­კე სა­კი­თხია... იდეა ალ­ბათ ისაა, რომ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს, ანუ მომ­ზად­დე­ბა დეკ­ლა­რა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ ომის ინი­ცი­ა­ტი­ვა ღიად დაბ­რალ­დე­ბა და­სავ­ლეთს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ეს რო­გორ უნდა მო­ხერ­ხდეს, მე არ ვიცი იმი­ტომ, რომ თუ ტრამ­პი აირ­ჩი­ეს (ეს ჯერ ძალ­ზე სა­თუო თე­მაა), ბუ­შის ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ქორი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დარ­ჩეს, ანუ მათ უნდა დაბ­რალ­დეს ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა, ვინც ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა და ეჭვი მე­პა­რე­ბა, ეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დებს და ტრამ­პის არ­ჩე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ ბევ­რი რა­მაა გა­და­სა­წყვე­ტი იმი­ტომ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა, მი­იჩ­ნია რა, რომ ამის შემ­დეგ ტრამ­პის რე­ი­ტინ­გი მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა და მისი გა­მარ­ჯვე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ბოლო 2-3 დღის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ტრამ­პის რე­ი­ტინ­გი სა­ერ­თოდ არ გაზ­რდი­ლა. ტრამ­პი რომც აირ­ჩი­ონ, ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ: სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე დღეს აღარ არის 2016 წლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ტრამპს არა მარ­ტო აშშ-ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც ძალ­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მტრე­ბი ჰყავს, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჩი­ნე­თის პო­ლი­ტად­მი­ნის­ტრა­ცია და ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვხე­დავ მისი რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ტრამ­პი არა­ფერს მის­ცემს რუ­სეთს, თუ ის ჩი­ნე­თის სა­ტე­ლი­ტო­ბის რე­ჟი­მი­დან არ გა­მო­ვი­და. რუ­სეთ-ამე­რი­კის და­ზა­ვე­ბა და და­მე­გობ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პუ­ტი­ნი ჩა­ეხ­სნე­ბა ჩი­ნეთს, ეს კი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის დად­გო­მას ევ­რა­ზი­ა­ში დიდი პრობ­ლე­მა უდ­გას წინ. არ ვიცი, შე­საძ­ლოა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი­დევ სხვა არ­გუ­მან­ტა­ცი­ებს ფლობს და ამან მის­ცა მას კარ­ტე­ბის გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბით, მან ფსო­ნე­ბი ღიად დადო ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე, რაც ასე­ვე სა­რის­კოა, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლი­ტი­კა რის­კე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო ირ­ჩევს თა­ვის ფა­ვო­რიტს ტრამპსა და ბა­ი­დენს შო­რის, ეს ბი­ძი­ნას და სა­ქარ­თვე­ლო­საც ევალ­დე­ბუ­ლე­ბო­და, ეს მსოფ­ლიო ოლიმ­პის­თვის ბრძო­ლაა და შენ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე, ვის მხა­რეს ხარ. ვი­ტყო­დი, რომ ეს ცოტა ად­რეა, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ­წი­ლად ივა­ნიშ­ვილს მოს­თხო­ვეს პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა. რო­გორც ვიცი, ტრამ­პის გა­რე­მოც­ვა მთელს მსოფ­ლი­ო­ში რე­კავს და თა­ნა­მო­აზ­რე­ებს რაზ­მავს. შე­საძ­ლოა, ამ კონ­ტექ­სტში იქნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბაა და დრო გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად მარ­თა­ლია ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და რამ­დე­ნად სწო­რი იყო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ფსო­ნი, ვი­ნა­ი­დან ამა­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ­ჩევ­ნებ­ში დო­ნალდ ტრამპმა თუ არ გა­ი­მარ­ჯვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენ უფრო დიდი რის­კე­ბის ზო­ნა­ში შე­ვალთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ივანიშვილის სიტყვა მნიშვნელოვანია, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ გარკვეული კარტები გაეხსნა..." - როგორ აფასებენ ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს?

"ივანიშვილის სიტყვა მნიშვნელოვანია, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ გარკვეული კარტები გაეხსნა..." - როგორ აფასებენ ექსპერტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს?

მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. "ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია “სულ მცირე 12 წელიწადი” არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

როგორც მან განაცხადა, "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე“.

მისივე თქმით, "ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი მცდელობის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მფარველებს, საბოლოოდ, სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ. საქართველო ანალოგიური მოცემულობით ხვდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც... 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველ ამომრჩეველს "ქართული ოცნება“ სთავაზობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პოლიტოლოგები ვახტანგ ძაბირაძე და მირიან მირიანაშვილი AMBEBI.GE-სთან "ქართული ოცნების“ მესიჯებს აფასებენ.

ვახტანგ ძაბირაძე:

- მოულოდნელი და ახალი ვერაფერი ვნახეთ, "ქართული ოცნების“ ყველა გამომსვლელი, მათ შორის ივანიშვილიც, ფაქტობრივად, ლაპარაკობდა იმავეს, რაც არაერთხელ მოგვისმენია - ჩვენი პარტნიორების პირდაპირ თუ ირიბი დადანაშაულება იმაში, რომ ისინი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არა მარტო ერევიან, არამედ რევოლუციებს ამზადებენ. მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთი გარე ძალა რევოლუციას ვერ მოამზადებს, ქვეყანაში თუ არ არსებობს ასეთი სიტუაცია. ასე რომ იყოს, კარგა ხანია, რევოლუციების ფეიერვერკები გვექნებოდა მთელს მსოფლიოში. ეს რეალურად ასე არ არის, ამას მშვენივრად გრძნობენ "ოცნების“ ლიდერები, დარწმუნებული ვარ, მათ რეალური გამოკითხვებიც აქვთ ჩატარებული და იციან, რა რეიტინგი აქვთ... მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ, რომ ეს რიტორიკა არ შეცვალონ. ყველა გამომსვლელი ერთი ფრაზით, თუ სლოგანით ასრულებდა თავის გამოსვლას - "ღირსეულად ევროპისკენ“, რაც ნიშნავს ისევ მცდელობას, საზოგადოების გარკვეული, პროევროპული ნაწილი რაღაცნაირად დაიმაგრონ თავის ელექტორალურ ორბიტაზე. არა მგონია, ამ სლოგანმა უშველოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რა ფონიც შეიქმნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან - პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ღიად გაცხადებული პოზიციების შემდეგ. ერთადერთი, რამაც შეიძლება მეტ-ნაკლებად "ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებები შეაჩეროს ან შეანელოს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მხოლოდ ის თუ შეაჩერებს გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას და რეალურად არ დაიწყება მისი ამოქმედება. ცხადია, ეს კანონი ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოხსნას სადამკვირვებლო პროცესიდან.

ლაპარაკი იმაზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების შემდეგ გავანადგურებთო, ამით იმ სლოგანთან ერთად ("ღირსებით ევროპისკენ“) არის მცდელობა, რომ "ოცნებიდან“ წასული "შუაშისტური" ამომრჩეველი როგორმე ისევ უკან დაიბრუნონ. ამასთანავე, იქნება დიდი შეტევა იმაზე, რომ როგორმე არ დაუშვან "ლელოს“ და გახარიას გაერთიანება, იქნება დიდი ზეწოლა და ამისთვის ხელისუფლება ღიად თუ ფარულად ყველა მეთოდს გამოიყენებს - მოსყიდვა, გადაბირება, ძველი საქმეები, კომპრომატები და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ "ოცნება“ და "ხალხის ძალა“ ერთად გამოვა, გასაგებია - როგორც ჩანს, თავიდანვე იყო ჩანაფიქრი ასეთი, რომ "ხალხის ძალა“ პრორუსულ ხმებზე იმუშავებდა, ხოლო "ოცნება“ შეინარჩუნებდა პროდასავლურ ორიენტაციას, მაგრამ პროცესი ისე წავიდა, რომ ორივე ძალას შორის ტოლობის ნიშანია და იქ აღარაფერი გასაყოფი არ არის. ამას ისიც დაემატა, რომ "ალტ-ინფომ“ და "პატრიოტთა ალიანსმა“ ერთი ჯგუფი შექმნეს, რომელიც ასევე ძირითადად პრორუსულ ხმებზე მუშაობს, რაც "ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აძლევს ხელს, ის კარგავს ამ ხმებს და არა - ოპოზიცია, რომელიც ღიად პროდასავლურია.

"ოცნებას“ ეშინია ოპოზიციის მიერ წამოწეული ე.წ. რეფერენდუმის თემის - რომ ეს არჩევნები კი არა, რეფერენდუმია ევროპასა და რუსეთს შორის. ამან ძალიან შეაწუხა და ისინი აწი მუდმივად დაიწყებენ საუბარს რეფერენდუმზე, ოღონდ, ომსა და მშვიდობას, ღირსებასა და უღირსობას შორის და აშ. რათა სიტყვა რეფერენდუმი არჩევნებამდე გაცვითოს და ამომრჩევლისთვის აღარ გახდეს რაღაც ორიენტირი. ახლა ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ მოსახლეობას ყალბი და რეალური რეფერენდუმის ერთმანეთისგან გარჩევაში დაეხმაროს. ეს პრობლემა აუცილებლად გაუჩნდება ოპოზიციას, ვინაიდან ადრე თუ "ქართულ ოცნებას“ სუსტი პიარი ჰქონდა და ერთთავად ამას საყვედურობდნენ, ახლა ისინი კარგად ჩამოყალიბდნენ და ისეთი პროპაგანდა აქვთ, გებელსს რომ შეშურდება.

მირიან მირიანაშვილი:

- გუშინ მთავარი იყო ბიძინა ივანიშვილის სიტყვა. კობახიძის სიტყვას მნიშვნელობას დიდად არ მივანიჭებდი, ვინაიდან ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა ივანიშვილის კარზე. ივანიშვილის სიტყვა კი ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ გარკვეული კარტები გაეხსნა. მის ძირითად პოსტულატებს თუ პოლიტტექნოლოგიურად და გეოპოლიტიკურად ვთარგმნით, შეფასების ნაწილში შეიძლება ასეთი მოცემულობა წარმოვიდგინოთ: ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დადგა მომენტი, როდესაც მან გარკვეული ვადები მონიშნოს, როდის დამთავრდება დასავლეთთან დაპირისპირების პერიოდი, მან ივარაუდა მაქსიმუმ 6 თვიდან 1 წელი. როგორც ჩანს, მან უკვე მომხდარ ფაქტად ჩათვალა ტრამპის არჩევა და, სავარაუდოდ, მსოფლიოს და რეგიონულ მომავალს ისე ხედავს, რომ მოხდება ამერიკის და რუსეთის პოლიტიკური დაზავება, ამ მომენტში გადაწყდება საქართველოს ბედიც, შესაბამისად, დასავლური ელიტა საქართველოს ხელისუფლებას აღარ "მიაწვება“ და არ დაუწყებს ტემპის კარნახს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს არის მისი ხედვა და, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი მესიჯი.

მან აღნიშნა ისიც, რომ ადრე თუ გვიან, 1 წლის ფარგლებში ის დააყენებს "ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისგებაში მიცემის საკითხს 2008 წლის ომის დასავლეთიდან დაკვეთის რეალიზებისთვის. ამით მიანიშნა, რომ, ფაქტობრივად, გააშიშვლებს აგვისტოს ომის სამხედრო პოლიტიკის ანატომიას და დასავლეთთან დაპირისპირებას დაასრულებს, დასავლეთიდან მოწოლის წინაპირობები აღარ იქნება. 2008 წლის ომი რომ უნდა გამოძიებულიყო და არ გამოვიძიეთ, ეს ცალკე საკითხია... იდეა ალბათ ისაა, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკურ შეფასებას მისცემს, ანუ მომზადდება დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ამ ომის ინიციატივა ღიად დაბრალდება დასავლეთს. მართალი გითხრათ, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, მე არ ვიცი იმიტომ, რომ თუ ტრამპი აირჩიეს (ეს ჯერ ძალზე სათუო თემაა), ბუშის ყოფილი ადმინისტრაციის რამდენიმე ქორი შეიძლება კიდევ დარჩეს, ანუ მათ უნდა დაბრალდეს ომის პროვოცირება, ვინც ამერიკის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობაზეა და ეჭვი მეპარება, ეს განხორციელებადი იყოს.

რაც შეეხება ვადებს და ტრამპის არჩევანთან დაკავშირებით ჯერ ბევრი რამაა გადასაწყვეტი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, მიიჩნია რა, რომ ამის შემდეგ ტრამპის რეიტინგი მკვეთრად გაიზრდება და მისი გამარჯვება გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს. ბოლო 2-3 დღის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ტრამპის რეიტინგი საერთოდ არ გაზრდილა. ტრამპი რომც აირჩიონ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: საერთაშორისო ასპარეზზე დღეს აღარ არის 2016 წლის მდგომარეობა, ტრამპს არა მარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიოშიც ძალზე გავლენიანი მტრები ჰყავს, მხედველობაში მაქვს ირანის ხელისუფლება, ჩინეთის პოლიტადმინისტრაცია და ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ მისი რუსეთთან დაახლოების შესაძლებლობებს. ტრამპი არაფერს მისცემს რუსეთს, თუ ის ჩინეთის სატელიტობის რეჟიმიდან არ გამოვიდა. რუსეთ-ამერიკის დაზავება და დამეგობრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ჩაეხსნება ჩინეთს, ეს კი, პრაქტიკულად, განუხორციელებელია. ამიტომ ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომას ევრაზიაში დიდი პრობლემა უდგას წინ. არ ვიცი, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი კიდევ სხვა არგუმანტაციებს ფლობს და ამან მისცა მას კარტების გახსნის საშუალება. ამ განცხადებით, მან ფსონები ღიად დადო ტრამპის ადმინისტრაციაზე, რაც ასევე სარისკოა, თუმცა მოგეხსენებათ, პოლიტიკა რისკების გარეშე არ არსებობს. დღეს მთელი მსოფლიო ირჩევს თავის ფავორიტს ტრამპსა და ბაიდენს შორის, ეს ბიძინას და საქართველოსაც ევალდებულებოდა, ეს მსოფლიო ოლიმპისთვის ბრძოლაა და შენ უნდა ჩამოყალიბდე, ვის მხარეს ხარ. ვიტყოდი, რომ ეს ცოტა ადრეა, მაგრამ შესაძლოა, გარკვეულწილად ივანიშვილს მოსთხოვეს პოზიციის დაფიქსირება. როგორც ვიცი, ტრამპის გარემოცვა მთელს მსოფლიოში რეკავს და თანამოაზრეებს რაზმავს. შესაძლოა, ამ კონტექსტში იქნა ივანიშვილის განცხადება გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა და დრო გვიჩვენებს, რამდენად მართალია ბატონი ბიძინა და რამდენად სწორი იყო მისი პოლიტიკური ფსონი, ვინაიდან ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არჩევნებში დონალდ ტრამპმა თუ არ გაიმარჯვა, სავარაუდოდ, ჩვენ უფრო დიდი რისკების ზონაში შევალთ.

იხილეთ ასევე: