პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით კი არ შეგვირჩევია" - რას ამბობენ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა ფორმებზე და რა ხდება ცნობილი დიზაინერზე?
"ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით კი არ შეგვირჩევია" - რას ამბობენ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა ფორმებზე და რა ხდება ცნობილი დიზაინერზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბა. თა­მა­შე­ბი 26 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 11 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა. 16 ივ­ლისს, ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა ოლიმ­პი­უ­რი ფიცი სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში და­დეს.

პა­რი­ზი 2024-ის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩვე­ნი მედ­რო­შე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და ოლიმ­პი­ა­დე­ბის ათგზის მო­ნა­წი­ლე, 1988 წლის სე­უ­ლის ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნინო სა­ლუქ­ვა­ძე.

წელს, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია ოფი­ცი­ა­ლუ­რად 28 ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა. ფი­ცის და­დე­ბის ცერ­მო­ნი­ის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის ფორ­მებს. რო­გორც გა­ირ­კვა, მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სი­მონ მა­ჩა­ბელ­მა იზ­რუ­ნა.

Ambebi.ge-მ გა­არ­კვია რო­გორ შე­ირ­ჩა დი­ზა­ი­ნე­რი, მოს­წონთ თუ არა თა­ვად ოლიმ­პი­ე­ლებს ფორ­მა და რას ფიქ­რობს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა­ზე.

პირ­ველ რიგ­ში ვე­ცა­დეთ, ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა დი­ზა­ი­ნერ სი­მონ მა­ჩა­ბელ­თან. მან ჩვენს ზარს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა მხო­ლოდ მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.

"უნი­ფორ­მა მომ­წონს. ვფიქ­რობ, რომ იმ გა­რე­მოს­თვის, რის­თვი­საც შე­იქ­მნა, შე­სა­ბა­მი­სია“, - გვი­თხრა მან.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ დი­ზა­ი­ნე­რი სპე­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ შე­არ­ჩია.

- გე­მოვ­ნე­ბა ისე­თი სა­კი­თხია, რო­მელ­ზე­დაც მუდ­მი­ვად შე­იძ­ლე­ბა ვი­კა­მა­თოთ. დი­ზა­ი­ნე­რი მე არ შე­მირ­ჩე­ვია. ქალ­ბა­ტო­ნი ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ფო­ცხიშ­ვი­ლი და მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძე იყ­ვნენ ჩვე­ნი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გვირ­ჩი­ეს და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს სი­მონ მა­ჩა­ბე­ლის კან­დი­და­ტუ­რა. ასე­თი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნის აზრი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი გახ­და ის პი­როვ­ნე­ბა, დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მელ­მაც შექ­მნა ოლიმ­პი­უ­რი ფორ­მა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო გავა ოლიმ­პი­ა­და­ზე.

ერ­თია ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და მე­ო­რეა, რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა­ში. ფორ­მე­ბი მო­ხა­ტუ­ლია ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აწე­რია სხვა­დას­ხვა შრიფ­ტით, ჯვა­რია გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ეი­ფელ­თან და პა­რიზს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ფიქ­რია. ეს ის თე­მაა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია სხვა არის და სხვა იმ ხალ­ხის, რო­მელ­საც ჭკუა მო­ე­კი­თხე­ბა...

ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე

სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ყვე­ლა­ფერს რომ აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. ქარ­თუ­ლი ფე­რე­ბია, დრო­შის ფე­რე­ბი, ჩვენ ამის იქით ვერ მივ­დი­ვართ, ლურჯსა და მწვა­ნეს ვერ გა­ვუ­რევთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კოს­ტი­უმ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ჩვენ ასე ვუ­ყუ­რებთ. ეს ორ დღე­ში და­ა­ვი­წყდე­ბა ყვე­ლას და გული მწყდე­ბა, რომ მხო­ლოდ ამ სა­კი­თხზე მი­რე­კა­ვენ, რო­გორც მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს.

- ბა­ტო­ნო ელ­გუ­ჯა, რო­დის მი­ეგ­ზავ­რე­ბით პა­რიზ­ში?

- ხვალ მივ­დი­ვართ სამი ადა­მი­ა­ნი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი­დან, ამ პე­რი­ოდს გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ ად­გილ­ზე შე­ვის­წავ­ლოთ ყვე­ლა დე­ტა­ლი. გზა­დაგ­ზა ჩვე­ნი ოლიმ­პი­ე­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან. წელს ათ სა­ხე­ო­ბა­ში 28 სპორსტმე­ნი გვყავს. გარ­და მო­ჭი­და­ვე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გვი­ან იწყე­ბენ, ყვე­ლა იქ­ნე­ბი­ან ად­გილ­ზე და გავ­ლენ გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩვე­ნი ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბით.

ამის წინა ოლიმ­პი­ა­და­ზეც ჩვე­ნი ფორ­მა ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ცხად­და, არა­და, აქ კრი­ტი­კის ნი­აღ­ვა­რი იყო.

ადა­მი­ა­ნებს უნდა მივ­ცეთ კრი­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში არ უნდა გა­და­ვი­დეს. თუმ­ცა ბევ­რი გულ­წრფე­ლიც არის ალ­ბათ, ვი­ღებთ ამ შე­ნიშ­ვნას, მაგ­რამ რა უნდა ვქნათ, რაც გი­თხა­რით, ეს გზა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი გახ­დე­ბო­და დი­ზა­ი­ნე­რი. ადა­მი­ა­ნი ჰო­ლან­დი­ის სა­მე­ფო თე­ატ­რში მთა­ვა­რი მხატ­ვა­რია, ხან ინ­გლის­ში იწ­ვე­ვენ და ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩა, სა­დაც არ იცი­ან, ვინ არის სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი, ნაც­ნო­ბო­ბით და ახ­ლობ­ლო­ბით კი არ შეგ­ვირ­ჩე­ვია.

- წლე­ვან­დე­ლი ოლიმ­პი­ა­და რი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

- წელს, ჩვენს გვყავს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ოლიმ­პი­ე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. 2016 წელს 40 სპორ­ტსმე­ნი გვყავ­და და ეს არის მაქ­სი­მუ­მი. ახლა ამ და­ბალ მაჩ­ვე­ნე­ბელს აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლოს­ნო­ბას და­აკ­ლდა ლი­ცენ­ზი­ატ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, აქამ­დე თუ სა­მა­სამ­დე სპორ­ტსმე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და 120-მდე და­იყ­ვა­ნეს. იმ სა­ხე­ო­ბებ­ში, რო­მელ­შიც ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ, შე­იც­ვა­ლა ბევ­რი რამ. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი. მაგ­რამ მთა­ვა­რი მედ­ლე­ბია, რო­მელ­თა მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, არა­ვის არ გა­ახ­სენ­დე­ბა, რამ­დე­ნი სპორ­ტსმე­ნი გვყავს.

ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დი გვყავს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, რომ კარგ და მა­ღალ შე­დე­გებს ვე­ლო­დოთ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე.

ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე, წელს პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში.

ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე:

- ახლა ბორ­ჯომ­ში ვართ, დას­კვნით შეკ­რე­ბას გავ­დი­ვართ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მებს, არ ვიცი, ვერ ვერ­კვე­ვი რისი თქმა უნ­დო­და დი­ზა­ი­ნერს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­დაა და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს ფორ­მე­ბი და უარ­ყო­ფი­თი არა­ფე­რი და­მი­ნა­ხავს.

რითი ფას­დე­ბა ეგეც არ ვიცი, ეს­თე­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფორ­მაა. თქვენ თუ კრი­ტე­რი­უ­მებს მე­ტყვით რითი ფას­დე­ბა, მა­შინ ვი­სა­უბ­როთ.

ძა­ლი­ან კარ­გად ვემ­ზა­დე­ბით და ფორ­მე­ბიც მომ­წონს, ვე­რა­ფერს და­სა­წუნს ვერ ვხე­დავ. არ მაქვს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და არ ვიცი, ვინ რა გა­აკ­რი­ტი­კა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი სი­მონ მა­ჩა­ბელ­ზე?

სი­მონ მა­ჩა­ბე­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მრა­ვალ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, იქ­ნე­ბა ეს თე­ატ­რი, ოპე­რა, კინო თუ მოდა. საქ­მი­ა­ნო­ბას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან შე­უდ­გა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი იყო.

1992 - 1998 - ებში კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნის გან­ხრით თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და. 2001 - 2003 წლებ­ში ედინ­ბურ­გის ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი გახ­ლდათ. 2006 - 2008 წლებ­ში კი და­ამ­თავ­რა Central St. Martin’s-ის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის კო­ლე­ჯი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მან მო­ი­გო და შექ­მნა სა­პა­ტიო გვარ­დი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ფორ­მა, თა­ნამ­შრომ­ლობ­და და თა­ნამ­შრომ­ლობს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ურ ბრენ­დებ­თან, იყო არა­ერ­თი ფილ­მის, თე­ატ­რა­ლუ­რი და სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლის ფრო­დაქ­შენ დი­ზა­ი­ნე­რი. ხში­რად ეწყო­ბა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბიც.

"ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და კინო, თე­ატ­რი და ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბა. მახ­სოვს, ხატ­ვას­თან ერ­თად თე­ატ­რიც შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ვერც ვიხ­სე­ნებ, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის მოხ­და ეს. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, “კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრეა“, - ჰყვე­ბა ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, პრო­ფე­სი­ულ თე­ატრთან მისი ურ­თი­ერ­თო­ბა თე­მურ ჩხე­ი­ძეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნი­ში­ლის თე­ატ­რში “სე­ი­ლე­მის პრო­ცესს” დგამ­და. „ბოლო კურ­სზე ვი­ყა­ვი, შოთა გლურ­ჯი­ძე იყო დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი, რომ­ლის ასის­ტენ­ტიც ვი­ყა­ვი. შოთა პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­თუმ­ში სხვა სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობ­და და მე დამ­ტო­ვა ამ სპექ­ტაკლზე სა­მუ­შა­ოდ. პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე დიდ რე­ჟი­სორ­თან მოვ­ხვდი. როცა ასის­ტენ­ტი ხარ, თით­ქოს მა­შინ უფრო ბევრ რა­მეს სწავ­ლობ, მთლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენ­ზე არ გად­მო­დის და ამავდრო­უ­ლად იცი, რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლო საქ­მე. ამან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ჩემი პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სპექ­ტაკ­ლი კი იყო დათო საყ­ვა­რე­ლი­ძის სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი “ქორ­წი­ნე­ბა აფი­შით” რუ­სულ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. შემ­დეგ უკვე და­ვით დო­ი­აშ­ვილ­თან “მეფე ლირი”, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სა­დაც დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი ვი­ყა­ვი. დღეს რომ ვფიქ­რობ იმ სპექ­ტაკ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე, მიკ­ვირს რო­გო­რი თავ­ხე­დი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა როცა ხარ, ფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცი და სხვა­ნა­ი­რი თვითრწმე­ნა გაქვს. ამ სპექ­ტაკ­ლებ­მა, გარ­და იმი­სა, რომ მე, რო­გორც მხატ­ვარს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა, ასე­ვე გა­მაც­ნო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი თე­ატ­რი. ისეთ არ­ტის­ტთან, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სია, 18 წლის სცე­ნოგ­რა­ფი რომ მუ­შა­ობს, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თვის დღეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე მა­შინ“, - იხ­სე­ნებს დი­ზა­ი­ნე­რი. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით კი არ შეგვირჩევია" - რას ამბობენ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა ფორმებზე და რა ხდება ცნობილი დიზაინერზე?

"ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით კი არ შეგვირჩევია" - რას ამბობენ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა ფორმებზე და რა ხდება ცნობილი დიზაინერზე?

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. 16 ივლისს, ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

პარიზი 2024-ის გახსნის ცერემონიაზე ჩვენი მედროშეები იქნებიან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიადების ათგზის მონაწილე, 1988 წლის სეულის ოლიმპიადის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე.

წელს, ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად 28 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. ფიცის დადების ცერმონიის შემდეგ, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა ქართველი ოლიმპიელების ფორმებს. როგორც გაირკვა, მათ ჩაცმულობაზე ცნობილმა დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა იზრუნა.

Ambebi.ge-მ გაარკვია როგორ შეირჩა დიზაინერი, მოსწონთ თუ არა თავად ოლიმპიელებს ფორმა და რას ფიქრობს ოლიმპიური კომიტეტი საზოგადოების კრიტიკაზე.

პირველ რიგში ვეცადეთ, ინტერვიუ ჩაგვეწერა დიზაინერ სიმონ მაჩაბელთან. მან ჩვენს ზარს უპასუხა, თუმცა მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"უნიფორმა მომწონს. ვფიქრობ, რომ იმ გარემოსთვის, რისთვისაც შეიქმნა, შესაბამისია“, - გვითხრა მან.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დიზაინერი სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.

- გემოვნება ისეთი საკითხია, რომელზედაც მუდმივად შეიძლება ვიკამათოთ. დიზაინერი მე არ შემირჩევია. ქალბატონი ნინო სუხიშვილი, რუსუდან ფოცხიშვილი და მურაზ მურვანიძე იყვნენ ჩვენი ჟიურის წევრები, რომლებმაც გვირჩიეს და შემოგვთავაზეს სიმონ მაჩაბელის კანდიდატურა. ასეთი პატივსაცემი ადამიანის აზრი გავითვალისწინეთ და სიმონ მაჩაბელი გახდა ის პიროვნება, დიზაინერი, რომელმაც შექმნა ოლიმპიური ფორმა, რომლითაც საქართველო გავა ოლიმპიადაზე.

ერთია ტელეფონით გადაღებული ფოტოები და მეორეა, როგორია რეალობაში. ფორმები მოხატულია ქართული ასოებით, საქართველო აწერია სხვადასხვა შრიფტით, ჯვარია გათამაშებული ეიფელთან და პარიზს უკავშირდება. ეს ყველაფერი ნაფიქრია. ეს ის თემაა, რომელშიც ჩვენი კომპეტენცია სხვა არის და სხვა იმ ხალხის, რომელსაც ჭკუა მოეკითხება...

ელგუჯა ბერიშვილი ფიცის დადების ცერემონიაზე

საინტერესოა, ამ ყველაფერს რომ აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართული ფერებია, დროშის ფერები, ჩვენ ამის იქით ვერ მივდივართ, ლურჯსა და მწვანეს ვერ გავურევთ. ეს ყველაფერი კოსტიუმთან ერთად ძალიან ლამაზად გამოიყურება. ჩვენ ასე ვუყურებთ. ეს ორ დღეში დაავიწყდება ყველას და გული მწყდება, რომ მხოლოდ ამ საკითხზე მირეკავენ, როგორც მისიის ხელმძღვანელს.

- ბატონო ელგუჯა, როდის მიეგზავრებით პარიზში?

- ხვალ მივდივართ სამი ადამიანი ოლიმპიური კომიტეტიდან, ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ადგილზე შევისწავლოთ ყველა დეტალი. გზადაგზა ჩვენი ოლიმპიელებიც შემოგვიერთდებიან. წელს ათ სახეობაში 28 სპორსტმენი გვყავს. გარდა მოჭიდავეებისა, რომლებიც გვიან იწყებენ, ყველა იქნებიან ადგილზე და გავლენ გახსნის ცერემონიაზე ჩვენი ცივილური ფორმებით.

ამის წინა ოლიმპიადაზეც ჩვენი ფორმა ერთ-ერთ საუკეთესოდ გამოცხადდა, არადა, აქ კრიტიკის ნიაღვარი იყო.

ადამიანებს უნდა მივცეთ კრიტიკის საშუალება, მაგრამ შეურაცხყოფაში არ უნდა გადავიდეს. თუმცა ბევრი გულწრფელიც არის ალბათ, ვიღებთ ამ შენიშვნას, მაგრამ რა უნდა ვქნათ, რაც გითხარით, ეს გზა გაიარა, ვიდრე სიმონ მაჩაბელი გახდებოდა დიზაინერი. ადამიანი ჰოლანდიის სამეფო თეატრში მთავარი მხატვარია, ხან ინგლისში იწვევენ და ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ იციან, ვინ არის სიმონ მაჩაბელი, ნაცნობობით და ახლობლობით კი არ შეგვირჩევია.

- წლევანდელი ოლიმპიადა რითია გამორჩეული საქართველოსთვის.

- წელს, ჩვენს გვყავს ყველაზე ნაკლები ოლიმპიელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2016 წელს 40 სპორტსმენი გვყავდა და ეს არის მაქსიმუმი. ახლა ამ დაბალ მაჩვენებელს აქვს თავისი მიზეზები. მაგალითად, ძალოსნობას დააკლდა ლიცენზიატთა რაოდენობა, აქამდე თუ სამასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა 120-მდე დაიყვანეს. იმ სახეობებში, რომელშიც ჩვენ გამოვდივართ, შეიცვალა ბევრი რამ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ მთავარი მედლებია, რომელთა მოპოვების შემდეგ, არავის არ გაახსენდება, რამდენი სპორტსმენი გვყავს.

ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, დამოუკიდებლობის წლებში წინასწარი მონაცემებით, რეალურ საფუძველს გვაძლევს, რომ კარგ და მაღალ შედეგებს ველოდოთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე, წელს პირველად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში.

ილია სულამანიძე:

- ახლა ბორჯომში ვართ, დასკვნით შეკრებას გავდივართ ძიუდოისტები და ყველაფერი კარგად მიდის. რაც შეეხება ფორმებს, არ ვიცი, ვერ ვერკვევი რისი თქმა უნდოდა დიზაინერს, მაგრამ ჩემთვის ეს პირველი ოლიმპიადაა და ძალიან მომწონს ეს ფორმები და უარყოფითი არაფერი დამინახავს.

რითი ფასდება ეგეც არ ვიცი, ესთეტიკურად ძალიან ლამაზი ფორმაა. თქვენ თუ კრიტერიუმებს მეტყვით რითი ფასდება, მაშინ ვისაუბროთ.

ძალიან კარგად ვემზადებით და ფორმებიც მომწონს, ვერაფერს დასაწუნს ვერ ვხედავ. არ მაქვს სოციალური ქსელი და არ ვიცი, ვინ რა გააკრიტიკა.

  • რა არის ცნობილი სიმონ მაჩაბელზე?

სიმონ მაჩაბელი ქართველი დიზაინერია, რომელიც საშემსრულებლო ხელოვნების მრავალ სფეროში მუშაობს, იქნება ეს თეატრი, ოპერა, კინო თუ მოდა. საქმიანობას ადრეული ასაკიდან შეუდგა და სტუდენტობის წლებში უკვე დამკვიდრებული დიზაინერი იყო.

1992 - 1998 - ებში კოსტიუმების დიზაინის განხრით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 2001 - 2003 წლებში ედინბურგის ხელოვნების კოლეჯის სტუდენტი გახლდათ. 2006 - 2008 წლებში კი დაამთავრა Central St. Martin’s-ის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი და საქართველოში დაბრუნდა. მან მოიგო და შექმნა საპატიო გვარდიის ოფიციალური სამხედრო ფორმა, თანამშრომლობდა და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბრენდებთან, იყო არაერთი ფილმის, თეატრალური და საოპერო სპექტაკლის ფროდაქშენ დიზაინერი. ხშირად ეწყობა მისი ნამუშევრების გამოფენებიც.

"ბავშვობიდან მიტაცებდა კინო, თეატრი და ზოგადად, ხელოვნება. მახსოვს, ხატვასთან ერთად თეატრიც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვერც ვიხსენებ, კონკრეტულად როდის მოხდა ეს. პირველი სპექტაკლი, რომელმაც ბავშვობაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, “კავკასიური ცარცის წრეა“, - ჰყვება ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი თქმით, პროფესიულ თეატრთან მისი ურთიერთობა თემურ ჩხეიძეს უკავშირდება, რომელიც მარჯანიშილის თეატრში “სეილემის პროცესს” დგამდა. „ბოლო კურსზე ვიყავი, შოთა გლურჯიძე იყო დამდგმელი მხატვარი, რომლის ასისტენტიც ვიყავი. შოთა პარალელურად ბათუმში სხვა სპექტაკლზე მუშაობდა და მე დამტოვა ამ სპექტაკლზე სამუშაოდ. პირველივე ჯერზე დიდ რეჟისორთან მოვხვდი. როცა ასისტენტი ხარ, თითქოს მაშინ უფრო ბევრ რამეს სწავლობ, მთლიანი პასუხისმგებლობა შენზე არ გადმოდის და ამავდროულად იცი, როგორ უნდა შეასრულო საქმე. ამან დიდი გამოცდილება მომცა. ჩემი პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლი კი იყო დათო საყვარელიძის სადიპლომო სპექტაკლი “ქორწინება აფიშით” რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. შემდეგ უკვე დავით დოიაშვილთან “მეფე ლირი”, მარჯანიშვილის თეატრში, სადაც დამდგმელი მხატვარი ვიყავი. დღეს რომ ვფიქრობ იმ სპექტაკლებზე მუშაობის პროცესზე, მიკვირს როგორი თავხედი ვიყავი, მაგრამ ახალგაზრდა როცა ხარ, ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი და სხვანაირი თვითრწმენა გაქვს. ამ სპექტაკლებმა, გარდა იმისა, რომ მე, როგორც მხატვარს ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, ასევე გამაცნო ძველი ქართული ტრადიციული თეატრი. ისეთ არტისტთან, როგორიც მაგალითად ოთარ მეღვინეთუხუცესია, 18 წლის სცენოგრაფი რომ მუშაობს, ნორმალურ ქვეყანაში წარმოუდგენელია. ეს გამოცდილება ჩემთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ვიდრე მაშინ“, - იხსენებს დიზაინერი. წყარო

იხილეთ ასევე: