პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყვიას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოღო იყო" - მედიაში ტრამპისა და რობერტ კენედი უმცროსის საუბრის ჩანაწერმა გაჟონა
"ტყვიას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოღო იყო" - მედიაში ტრამპისა და რობერტ კენედი უმცროსის საუბრის ჩანაწერმა გაჟონა

მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნა დო­ნალდ ტრამ­პი­სა და რო­ბერტ ფი­ცჯე­რალდ კე­ნე­დის პი­რა­დი სა­ტე­ლე­ფო­ნი სა­უბ­რის ჩა­ნა­წერ­მა, სა­დაც ტრამ­პი უყ­ვე­ბა კე­ნე­დის პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზე, ასე­ვე იმის შე­სა­ხებ, თუ რა უთხრა ბა­ი­დენ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს.

  • “ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კოღო იყო”, - თქვა ტრამპმა ტყვი­ა­ზე, რო­მელ­მაც თავ­დას­ხმი­სას ყური გა­უ­კაწ­რა.

ჩა­ნა­წერ­ში ასე­ვე ის­მის, რო­გორ ცდი­ლობს ტრამ­პი, და­ი­თან­ხმოს კე­ნე­დი უმ­ცრო­სი მის გუნდში გა­წევ­რე­ბა­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩა­ნა­წე­რი თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში კე­ნე­დის ვაჟ­მა, რო­ბერტ ფ. კე­ნე­დი III-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა მა­ლე­ვე წა­შა­ლა.

  • “ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ, წინ ვართ იმ ტიპ­ზე (ბა­ი­დენ­ზე)”, - ის­მის ტრამ­პის ნათ­ქვა­მი, რა­ზეც კე­ნე­დი ეთან­ხმე­ბა და ამ­ბობს - “დიახ”.

შემ­დეგ ტრამ­პი ბა­ი­დენ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს იხ­სე­ნებს:

“ის სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი იყო. და­რე­კა და მკი­თხა, "რო­გორ მოხ­და, რომ მარ­ჯვნივ გა­ი­ხე­დე?"' - თქვა ტრამპმა.

"თავი დი­აგ­რა­მის საჩ­ვე­ნებ­ლად მო­ვატ­რი­ა­ლე და რა­ღა­ცამ ჩა­მიფ­რი­ნა. ისე­თი ხმა ჰქონ­და, რო­გორც გი­გან­ტურ... რო­გორც მსოფ­ლი­ოს უდი­დეს კო­ღოს.. რას უწო­დე­ბენ ამას, AR-15-ს თუ რა­ღა­ცას, ეს დიდი ია­რა­ღია, საკ­მა­ოდ მძი­მე ია­რა­ღი, ხომ?” - ამ­ბობს ტრამ­პი.

  • სა­უბ­რის და­სა­წყის­ში ტრამ­პი კე­ნე­დის ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხზე ესა­უბ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბის­თვის შე­საძ­ლოა, მე­ტის­მე­ტად დიდი დო­ზე­ბი იყოს.

“რა­ღაც სჭირს მთელ ამ სის­ტე­მას”, - თქვა ტრამპმა, რო­მე­ლიც კე­ნე­დის “ბო­ბის” უწო­დებს.

“გახ­სოვს, ვთქვი, რომ პა­ტა­რა დო­ზე­ბი მინ­დო­და, პა­ტა­რა. ისი­ნი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თით­ქოს ცხე­ნის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი და არა ბავ­შვის­თვის”, - გა­ნაგ­რძო ტრამპმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კე­ნე­დიმ ვი­დე­ოს ნამ­დვი­ლო­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

“რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა და­მი­რე­კა, გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. უნდა მეთ­ქვა ვი­დე­ოგ­რა­ფის­თვის, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ე­წყვი­ტა ჩა­წე­რა. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ბო­დიშს ვუხ­დი პრე­ზი­დენტს”, - და­წე­რა X-ზე მან.

დე­მოკ­რა­ტე­ბი ტრამპსა და და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატ კე­ნე­დის შო­რის აშ­კა­რა შეთ­ქმუ­ლე­ბით აღ­შფო­თე­ბულ­ნი იყ­ვნენ. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ტყვიას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოღო იყო" - მედიაში ტრამპისა და რობერტ კენედი უმცროსის საუბრის ჩანაწერმა გაჟონა

"ტყვიას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოღო იყო" - მედიაში ტრამპისა და რობერტ კენედი უმცროსის საუბრის ჩანაწერმა გაჟონა

მედიაში გაჟონა დონალდ ტრამპისა და რობერტ ფიცჯერალდ კენედის პირადი სატელეფონი საუბრის ჩანაწერმა, სადაც ტრამპი უყვება კენედის პენსილვანიაში მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ასევე იმის შესახებ, თუ რა უთხრა ბაიდენმა სატელეფონო საუბრის დროს.

  • “ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მსოფლიოს უდიდესი კოღო იყო”, - თქვა ტრამპმა ტყვიაზე, რომელმაც თავდასხმისას ყური გაუკაწრა.

ჩანაწერში ასევე ისმის, როგორ ცდილობს ტრამპი, დაითანხმოს კენედი უმცროსი მის გუნდში გაწევრებაზე.

საინტერესოა, რომ ჩანაწერი თავდაპირველად ინტერნეტ სივრცეში კენედის ვაჟმა, რობერტ ფ. კენედი III-მ გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.

  • “ჩვენ გავიმარჯვებთ, წინ ვართ იმ ტიპზე (ბაიდენზე)”, - ისმის ტრამპის ნათქვამი, რაზეც კენედი ეთანხმება და ამბობს - “დიახ”.

შემდეგ ტრამპი ბაიდენთან სატელეფონო საუბარს იხსენებს:

“ის სინამდვილეში ძალიან თავაზიანი იყო. დარეკა და მკითხა, "როგორ მოხდა, რომ მარჯვნივ გაიხედე?"' - თქვა ტრამპმა.

"თავი დიაგრამის საჩვენებლად მოვატრიალე და რაღაცამ ჩამიფრინა. ისეთი ხმა ჰქონდა, როგორც გიგანტურ... როგორც მსოფლიოს უდიდეს კოღოს.. რას უწოდებენ ამას, AR-15-ს თუ რაღაცას, ეს დიდი იარაღია, საკმაოდ მძიმე იარაღი, ხომ?” - ამბობს ტრამპი.

  • საუბრის დასაწყისში ტრამპი კენედის ვაქცინების საკითხზე ესაუბრება და ამბობს, რომ ბავშვებისთვის შესაძლოა, მეტისმეტად დიდი დოზები იყოს.

“რაღაც სჭირს მთელ ამ სისტემას”, - თქვა ტრამპმა, რომელიც კენედის “ბობის” უწოდებს.

“გახსოვს, ვთქვი, რომ პატარა დოზები მინდოდა, პატარა. ისინი ისე გამოიყურება, თითქოს ცხენისთვისაა განკუთვნილი და არა ბავშვისთვის”, - განაგრძო ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ კენედიმ ვიდეოს ნამდვილობა დაადასტურა.

“როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა დამირეკა, გადაღების პროცესში ვიყავი. უნდა მეთქვა ვიდეოგრაფისთვის, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ჩაწერა. შოკირებული ვარ, რომ ეს გამოქვეყნდა. ბოდიშს ვუხდი პრეზიდენტს”, - დაწერა X-ზე მან.

დემოკრატები ტრამპსა და დამოუკიდებელ კანდიდატ კენედის შორის აშკარა შეთქმულებით აღშფოთებულნი იყვნენ. წყარო

იხილეთ ასევე: