ავტორი:

ჩემპიონატის შემდეგ გამჟღავნებული "ლავსთორი"? - ვინ არის TikTok-ის ვარსკვლავი, რომელიც იამალის გვერდით გამოჩნდა: რას წერენ ტაბლოიდები?

ჩემპიონატის შემდეგ გამჟღავნებული "ლავსთორი"? - ვინ არის TikTok-ის ვარსკვლავი, რომელიც იამალის გვერდით გამოჩნდა: რას წერენ ტაბლოიდები?

ლამინ იამალი მეგობარ გოგონასთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა - ფეხბურთელის რჩეული TikTok-ის ვარსკვლავი ალექს პადილაა. 17 წლის ამალისა და მისი შეყვარებულის ფოტოები მედიაში მალევე გავრცელდა: ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი ხვდება წყვილი ერთმანეთს - თუმცა ვარაუდობენ, რომ ტურნირის დროს ისინი ერთად იყვნენ, რადგან ალექსი ესპანეთის რამდენიმე თამაშს დაესწრო.

ალექს პადილა სტუდენტია. გოგონას სოციალურ ქსელში 300 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, ევრო 2024-ის ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ, მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე 16 წლის ლამინ იამალმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მას მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც დიდ ტურნირებზე მეტოქეთა კარი დალაშქრა.

"იამალი ესპანეთის მომავალ ოქროს ერაზე მიგვანიშნებს... ფინალში გამოჩნდა ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი მემკვიდრე. ლამინ იამალის სენსაციურმა გოლმა ევრო 2024 გაანათა...“

"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთის ეპოქის შექმნა“

"თითქოს მას ღვთის კვერთხი შეეხო, რჩეულია", - ასე ახასიათებენ მის საფეხბურთო შემოქმედებას სპორტული მიმომხილველები.

წაიკითხეთ ასევე: