მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე?
რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა  "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე?

ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვია, რად­გან დღეს არ­ჩე­ვა­ნი კეთ­დე­ბა - ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის , - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სა და ახა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და აღ­ნიშ­ნა, რომ კამ­პა­ნია ბრძე­ნი, ამა­ყი და ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბით, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ძლი­ე­რი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა!

"მო­გე­სალ­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო,

მი­ვე­სალ­მე­ბი აქ შეკ­რე­ბილ პა­ტივ­ცე­მულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მთავ­რო­ბის მე­თა­ურს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ქა­ლა­ქის მერს, მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს, ჩვე­ნი პარ­ტი­ის თა­ნა­მებ­რძო­ლებს, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს.

მსურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ვე­სალ­მოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის სა­მა­გა­ლი­თო და მებ­რძოლ ადა­მი­ანს, ღირ­სე­ულ ქარ­თველს, თავ­და­დე­ბულ პატ­რი­ოტს, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს აქ სა­პა­ტიო მი­ზე­ზით შე­ვიკ­რი­ბეთ და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ვა­ცხა­დო.

დღეს მმარ­თვე­ლი პარ­ტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდრო­უ­ლად, ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწყებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ბრძე­ნი, ამა­ყი და ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბით, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ძლი­ე­რი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა!

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ დღეს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გახ­სნი­სას, ჩვენს გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, უნდა ვთქვათ პირ­და­პირ, გა­დამ­წყვე­ტი როლი და ის­ტო­რი­უ­ლი მი­სია შე­ას­რუ­ლა, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე რთულ დროს, სრუ­ლი უი­მე­დო­ბი­სა და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის ჟამს, დიქ­ტა­ტუ­რი­სა და ხალ­ხის მჩაგ­ვრე­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, ერთ ძლი­ერ გუნ­დად, სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო გა­და­არ­ჩი­ნა!

სულ ერთი წუ­თით გა­ვიხ­სე­ნოთ 2012 წლის სა­ქარ­თვე­ლო, ხალ­ხი ში­შის და რეპ­რე­სი­ე­ბის ქვეშ ცხოვ­რობ­და, ადა­მი­ა­ნებს კლავ­დნენ ქუ­ჩა­ში თუ ცი­ხე­ებ­ში, ხდე­ბო­და სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, პა­ტიმ­რე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, წა­მე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის წარ­თმე­ვა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, არ არ­სე­ბობ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ სწო­რედ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა ჩა­ი­ბა­რა და სულ რა­ღაც მოკ­ლე დრო­ში ჩვენს ხალ­ხს მო­უ­ტა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მშვი­დო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა, უვი­ზო რე­ჟი­მი და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და რაც მთა­ვა­რია, ერ­თა­დერ­თი უწყვე­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან! მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა ომი და ქვე­ყა­ნას არ და­უ­კარ­გავს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბი­დან 12 წლის შემ­დეგ, ყვე­ლამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ჩვენ­მა გუნ­დმა, ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, გა­დარ­ჩე­ნის და გა­მარ­ჯვე­ბის გზა­ზე ატა­რა!

ამას მოწ­მობს ის უდა­ვო ფაქ­ტიც, რომ დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში, ამ და­უნ­დო­ბე­ლი ომე­ბის ეპო­ქა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩვენს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ურ­თუ­ლეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ერ­თის მხრივ ინარ­ჩუ­ნებს მშვი­დო­ბას, მე­ო­რეს მხრივ კი გა­ნუხ­რე­ლად ვი­თარ­დე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ამ, მათ შო­რის უახ­ლეს­მა წარ­სულ­მა, არა­ერ­თხელ დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ერის ცხოვ­რე­ბა­ში მშვი­დო­ბას ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და მას გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა მოფრ­თხი­ლე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რად­გან, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბის პი­რო­ბებ­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღიად გა­მო­ვიდ­ნენ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი და ომის მომ­ხრე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბას აგ­რე­სი­უ­ლად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ითხოვ­დნენ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის და ხალ­ხის­თვის, ითხოვ­დნენ მებ­რძო­ლე­ბის გაგ­ზავ­ნას მთავ­რო­ბის მიერ ნე­ბა­დარ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბით, ითხოვ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვას, ანუ ქვეყ­ნის დან­გრე­ვას და ჩვე­ნი ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბას, მა­შინ, რო­დე­საც ამ ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ნი გუნ­დი ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თველ ხალ­ხს ომი და ქა­ო­სი ავა­ცი­ლოთ თა­ვი­დან!

ეს სა­პა­ტიო მო­ვა­ლე­ო­ბა ღირ­სე­უ­ლად შე­ვას­რუ­ლეთ და არა მხო­ლოდ მშვი­დო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, არა­მედ უკვე მე­ო­თხე წე­ლია გვაქვს ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და ქვე­ყა­ნამ მო­ი­პო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. აქვე უნდა შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ ამ ყვე­ლა­ფერს და პირ­ველ რიგ­ში მშვი­დო­ბას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და დაც­ვა სჭირ­დე­ბა!

ომი სა­ში­ნე­ლე­ბაა, და ეს, ჩვენ, ქარ­თვე­ლებ­მა კარ­გად ვი­ცით. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა ომს აქვს და­სას­რუ­ლი და იმედს გა­მოვ­თქვამთ, მალე, ჩვენს რე­გი­ონ­შიც და­ი­სად­გუ­რებს მშვი­დო­ბა.

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო,

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და წარ­მო­ად­გენს ერ­თა­დერთ უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ძა­ლას სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლიც არის მშვი­დო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გა­რან­ტი!

მაგ­რამ დღეს ვხე­დავთ, რომ მშვი­დო­ბას და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა იგი­ვე ბო­რო­ტი ძალა, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე მარ­თავ­და, უფრო სწო­რად ან­გრევ­და და შლი­და ჩვენს ქვე­ყა­ნას, დღეს, ხე­ლოვ­ნუ­რად და­ყო­ფი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, ომის და ქა­ო­სის პარ­ტია ისევ აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ამ დროს ასეთ ბო­რო­ტე­ბას არა­თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, არა­მედ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მივ­ცეთ! მათ ქვე­ყა­ნა ერთხელ უკვე და­ან­გრი­ეს და მე­ო­რედ ჩვენ არ მივ­ცემთ ქვეყ­ნის დან­გრე­ვის და ხალ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას!

შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წლის მსგავ­სად, 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვია, რად­გან დღეს არ­ჩე­ვა­ნი კეთ­დე­ბა - ომსა და მშვი­დო­ბას, ომის პარ­ტი­ა­სა და მშვი­დო­ბის პარ­ტი­ას, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და უცხო ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ომის და ქა­ო­სის შე­მომ­ტან ბო­როტ ძა­ლას შო­რის.

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი ამომ­რჩევ­ლის, ჩვე­ნი ბრძე­ნი ხალ­ხის გვერ­დში დგო­მით და ჩვე­ნი ლი­დე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვეთ და მჯე­რა, ისევ ჩვე­ნი ბრძე­ნი ხალ­ხის თა­ნად­გო­მით და ერ­თად ბრძო­ლით 26 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს!

ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!”, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბა­შივლმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე?

რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა  "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე?

ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება - ომსა და მშვიდობას შორის , - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია და აღნიშნა, რომ კამპანია ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება!

"მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,

მივესალმები აქ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენი პარტიის თანამებრძოლებს, მოწვეულ სტუმრებს.

მსურს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმოთ თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

მოგეხსენებათ, დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო.

დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება!

სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში, ერთ ძლიერ გუნდად, საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა!

სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო, ხალხი შიშის და რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა, ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში, ხდებოდა სისტემური დანაშაულები, პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სწორედ ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან! მადლობა ღმერთს ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები.

ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა, გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა!

ამას მოწმობს ის უდავო ფაქტიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ამ დაუნდობელი ომების ეპოქაში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ერთის მხრივ ინარჩუნებს მშვიდობას, მეორეს მხრივ კი განუხრელად ვითარდება ყველა მიმართულებით.

ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერის ცხოვრებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მას განსაკუთრებით სჭირდება მოფრთხილება და შენარჩუნება, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის განვითარება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებში არის შესაძლებელი.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით, ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას, მაშინ, როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ომი და ქაოსი ავაცილოთ თავიდან!

ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ უკვე მეოთხე წელია გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რომ ამ ყველაფერს და პირველ რიგში მშვიდობას შენარჩუნება და დაცვა სჭირდება!

ომი საშინელებაა, და ეს, ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოვთქვამთ, მალე, ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა.

ძვირფასო მეგობრებო,

„ქართული ოცნება“ და წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!

მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უფრო სწორად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას, დღეს, ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ! მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას!

შესაბამისად, 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება - ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის და ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის.

ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”, - განაცხადა ღარიბაშივლმა.