პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ესწრებოდა ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიას და რა ჯილდო დაწესდა ჩემპიონებისთვის - ფოტოები
ვინ ესწრებოდა ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიას და რა ჯილდო დაწესდა ჩემპიონებისთვის - ფოტოები

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი პა­რი­ზის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბა. სპორ­ტსმე­ნებ­მა დღეს ოლიმ­პი­უ­რი ფიცი და­დეს.

  • ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ და სი­ტყვით მი­მარ­თეს: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა; თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძე.

წლე­ვან­დელ ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში, სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში, პი­რად შე­ჯიბ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 28 სპორ­ტსმე­ნი, მათ შო­რის 7 ქალი მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, ოლიმ­პი­ა­დის შე­რე­ულ გუნ­დურ ტურ­ნირ­ში იას­პა­რე­ზე­ბენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ოლიმ­პი­უ­რი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის არა­ერ­თი ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნე­ბი.

1996 წლის ატ­ლან­ტის ოლიმ­პი­ა­დი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლომ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 10 ოქ­როს, 12 ვერ­ცხლის და 18 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მედ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და, როცა სა­ქარ­თვე­ლომ 8 მე­და­ლი ( 2 ოქრო, 5 ვერ­ცხლი, 1 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა).

პრე­მი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაგ­რძელ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის, ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მი­მართ და ეს მხარ­და­ჭე­რა წლი­დან წლამ­დე უფრო მე­ტად გა­იზ­რდე­ბა.

"ტრა­დი­ცი­უ­ლად წეს­დე­ბა ხოლ­მე პრე­მია ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის წინ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბის­თვის, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი ვერ­ცხლის მედ­ლის შემ­თხვე­ვა­ში და 250 ათა­სი ლარი ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია არ გჭირ­დე­ბით იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოთ ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არის და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც თქვენს მო­ტი­ვა­ცი­ას ალ­ბათ, და­მა­ტე­ბით აა­მაღ­ლებს.

მინ­და, დაგ­პირ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, რომ კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის, ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის მი­მართ და ეს მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო მე­ტად გა­იზ­რდე­ბა წლი­დან წლამ­დე. მინ­და, გი­სურ­ვოთ დიდი წარ­მა­ტე­ბა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ვინ ესწრებოდა ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიას და რა ჯილდო დაწესდა ჩემპიონებისთვის - ფოტოები

ვინ ესწრებოდა ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიას და რა ჯილდო დაწესდა ჩემპიონებისთვის - ფოტოები

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს.

  • ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე.

წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს.

გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა).

პრემიერის ინფორმაციით, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.

"ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს.

მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: