პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა" - რა თქვა კალაძემ ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?
"მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა" - რა თქვა კალაძემ ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?

სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში დღეს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმენ­თა ფი­ცის და­დე­ბი­სა და გა­ცი­ლე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე და­ეს­წრო და სპორ­ტსმე­ნებს სი­ტყვით მი­მარ­თა.

"მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, საფ­რან­გე­თის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მინ­და მი­ვე­სალ­მო ჩვენს სპორ­ტსმე­ნებს.

აქ შეხ­ვედ­რა­ზე არი­ან ჩვე­ნი ვე­ტე­რა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­თხრათ თქვენ იმის­თვის, რაც გა­გი­კე­თე­ბი­ათ ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ სპორ­ტში ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და ცხა­დია, ეს შემ­თხვე­ვი­თი არ არის. რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სწო­რი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და სპორ­ტის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გვაძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ დღეს სპორ­ტსმე­ნე­ბი მხო­ლოდ სპორტზე ფიქ­რობ­დნენ. მე მახ­სოვს წლე­ბი, რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, იყო გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში და სპორ­ტსმენს არა თა­ვის სა­ხე­ო­ბა­ზე, არა­მედ სხვა რა­ღა­ცებ­ზე ფიქ­რი უწევ­და. დღეს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძის თქმით, სჯე­რა, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 26 სიმ­ბო­ლუ­რი რი­ცხვია, ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ, წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზონ.

"26-ში სტარტს აი­ღებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი. ეს რი­ცხვი სიმ­ბო­ლუ­რია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. 26 მა­ი­სი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა 26 მარტს მო­ა­ხერ­ხა, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა. ასე­ვე, 26 ივ­ნისს პორ­ტუ­გა­ლია და­ა­მარ­ცხა და ჯგუ­ფი­და­ნაც გა­ვი­და, რა­საც ბევ­რი ჩვენ­გა­ნი არ ელო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ქარ­თველ ხალ­ხს აჩუ­ქეს, გა­აგ­რძე­ლებთ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბით ოლიმ­პი­ა­და­ზე.

მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო ჩვენს სპორ­ტსმე­ნებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თქვენ შეძ­ლებთ იმას, რომ კი­დევ უფრო მეტი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნოთ ქარ­თველ ხალ­ხს, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. ღმერ­თი იყოს თქვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლი!“, - მი­მარ­თა კახა კა­ლა­ძემ სპორ­ტსმე­ნებს.

პა­რიზ­ში ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლი 26 ივ­ლისს აინ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, უკვე მერ­ვედ მო­ნა­წი­ლე­ობს ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში.

წლე­ვან­დელ ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში, სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში, პი­რად შე­ჯიბ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 28 სპორ­ტსმე­ნი, მათ შო­რის 7 ქალი. გარ­და ამი­სა, ოლიმ­პი­ა­დის შე­რე­ულ გუნ­დურ ტურ­ნირ­ში იას­პა­რე­ზე­ბენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ოლიმ­პი­უ­რი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის არა­ერ­თი ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე ვერ­ცხლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნე­ბი.

1996 წლის ატ­ლან­ტის ოლიმ­პი­ა­დი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლომ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 10 ოქ­როს, 12 ვერ­ცხლის და 18 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. მედ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და, როცა სა­ქარ­თვე­ლომ 8 მე­და­ლი ( 2 ოქრო, 5 ვერ­ცხლი, 1 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

"მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა" - რა თქვა კალაძემ ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?

"მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა" - რა თქვა კალაძემ ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა.

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს.

აქ შეხვედრაზე არიან ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენ იმისთვის, რაც გაგიკეთებიათ ქართული სპორტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადადგმული ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ. მე მახსოვს წლები, როდესაც სერიოზული პრობლემები იყო ამ მიმართულებით, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იყო გაუსაძლისი მდგომარეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში და სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა. დღეს, განსხვავებული მდგომარეობაა და შედეგიც სახეზეა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, სჯერა, რომ რადგან საქართველოსთვის 26 სიმბოლური რიცხვია, ქართველი სპორტსმენები შეძლებენ, წარმატებით იასპარეზონ.

"26-ში სტარტს აიღებს პარიზის ოლიმპიური თამაშები. ეს რიცხვი სიმბოლურია ჩვენი ქვეყნისთვის. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს მოახერხა, პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ასევე, 26 ივნისს პორტუგალია დაამარცხა და ჯგუფიდანაც გავიდა, რასაც ბევრი ჩვენგანი არ ელოდა. დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე.

მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და დარწმუნებული ვარ თქვენ შეძლებთ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სიხარული მოუტანოთ ქართველ ხალხს, ქართველ გულშემატკივარს. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი!“, - მიმართა კახა კალაძემ სპორტსმენებს.

პარიზში ოლიმპიური ცეცხლი 26 ივლისს აინთება. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მერვედ მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი. გარდა ამისა, ოლიმპიადის შერეულ გუნდურ ტურნირში იასპარეზებენ ძიუდოისტები. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შედიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ყველაზე წარმატებული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, როცა საქართველომ 8 მედალი ( 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვა).