კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა
სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

ვი­შეგ­რა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის (IVF) მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას­თან (სე­მეკ) არ­სე­ბულ­მა ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სე­მე­კის, ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრის, ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

კვლე­ვა შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხსა და გა­მოწ­ვე­ვებს. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო/ევ­რო­პუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბის, ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ევ­რო­პულ დი­რექ­ტი­ვებ­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მი­მო­ხილ­ვა, ასე­ვე ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

ვი­შეგ­რა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის (IVF) მხარ­და­ჭე­რით, ენერ­გე­ტი­კის სას­წავ­ლო ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია პო­ლო­ნე­თის, ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ში. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ბა­ზის შეს­წავ­ლა, ანა­ლი­ზი და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­შეგ­რა­დის ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ექ­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი www.v4share.com

პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: სლო­ვა­კე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი (RC SFPA) (სლო­ვა­კე­თი), კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცენ­ტრი (ჩე­ხე­თი), ფონ­დი "პარტნი­ო­რე­ბი კლი­მა­ტის­თვის" (P4C) (პო­ლო­ნე­თი).

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩოს შე­სა­ხებ კვლე­ვი­თი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ვი­შეგ­რა­დის ქვეყ­ნე­ბის პარტნი­ო­რე­ბის მიერ სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის -ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. პრო­ექ­ტის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში. პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში.

NS

ავტორი:

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების ხარისხსა და გამოწვევებს. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მარეგულირებელი, ეროვნული და საერთაშორისო/ევროპული საკანონმდებლო აქტების, ქართული კანონმდებლობის ევროპულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის მიმოხილვა, ასევე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი ტენდენციები და საჭიროებები.

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.v4share.com

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი "პარტნიორები კლიმატისთვის" (P4C) (პოლონეთი).

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.

NS