პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში..." - ფრაგმენტები "ქოჩორას" ინტერვიუდან
"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში..." - ფრაგმენტები "ქოჩორას" ინტერვიუდან

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქეს“ სტუ­მა­რობ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში ბავ­შვო­ბა­ზე, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­სა და სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს:

  • სი­ცი­ლი

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­ნალ­დი­ნიო სულ იცი­ნის რომ თა­მა­შობს, შენ რა­ტომ არ იცი­ნიო. მე იმი­ტომ ვთა­მა­შობ ასე, რომ მთლი­ან დროს და ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე, თა­ვი­სუფ­ლად რომ ვიყო, ასე მჭირ­დე­ბა მომ­ზა­დე­ბა.

4 წლის ასა­კი­დან შე­მიყ­ვა­ნეს ფეხ­ბურთზე. გურ­ჯა­ან­ში დავ­დი­ო­დი და აქე­დან და­ი­წყო ჩემი ფეხ­ბურ­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი. ვცდი­ლობ­დი, ჩემს მე­გობ­რებ­თან მე­თა­მა­შა და მათ­თვის მო­მე­გო. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რომ ვინ­მეს შე­ვე­ქე. მიყ­ვარ­და სპორ­ტი და ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ეს რომ და­ი­ნა­ხეს, ყო­ველ­თვის მხარ­ში მედგნენ.

  • ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნო­ბა­ზე

- ცოტა რთუ­ლი კი­თხვაა, რო­დე­საც კაშო გვყავს კა­პიტ­ნად. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია და მი­ოც­ნე­ბია ამა­ზე. მირ­ჩევ­ნია ჩემი გუნ­დე­ლე­ბის­თვის და­ვი­ხარ­ჯო, გა­ვა­კე­თო რაც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. თუ ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ, რომ მე მათ ვუ­კა­პიტ­ნო, რა თქმა უნდა, ვუ­კა­პიტ­ნებ. მაგ­რამ ჩემ­თვის მი­ზა­ნი არ არის, რომ ვიყო რო­მე­ლი­მე გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. ჩემ­თვის კა­პიტ­ნო­ბა, უბ­რა­ლოდ, სამ­კლა­უ­რი არ არის, ბევრ რა­მეს შე­ი­ცავს, რაც კა­პი­ტანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. არი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა უთა­მა­შებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ გუნ­დზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა აქვთ.

  • რო­ნალ­დო­ზე

- 12-13 წლის ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და, მახ­სოვს, ხელ­ზე შე­ვე­ხე, მინ­დო­და გა­მე­გო, რე­ა­ლუ­რი იყო თუ არა. ახლა თა­მა­ში­სას, სა­ნამ სტა­დი­ონ­ზე გა­ვი­დო­დით, ზურ­გზე ვუ­ყუ­რებ­დი, რომ არც ისე­თი დიდი არ არის, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩანს და რო­გო­რიც მახ­სოვ­და.

სტა­დი­ონ­ზე რომ გა­ვე­დით, ერთი მო­მენ­ტი იყო, სა­ნამ თა­მა­ში და­ი­წყე­ბო­და, თვა­ლი თვალ­ში რომ შე­ხე­დავ და გა­გე­ღი­მე­ბათ ორი­ვეს. ეგ მო­მენ­ტი იყო, ჩვენც აქ ვართ... იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ამ­დე­ნი ხანი ვოც­ნე­ბობ­დით. მინ­დო­და, რომ სა­დაც და­ვი­ნა­ხავ­დი, ბურ­თი წა­მერ­თვა, მეგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ნა, რომ არა­ფერს წარ­მო­ად­გენ­და იმ მო­მენ­ტში, მაგ­რამ რა თქმა უნდა, პა­ტი­ვის­ცე­მა თა­მა­შის გა­რეთ ძა­ლი­ან დიდი იყო. თა­მაშ­ში ცოტა კი იჭინ­ჭყლა, ყვე­ლა წაქ­ცე­ვა­ზე ტი­რო­და, - კაი, მორ­ჩა აღარ გინ­და, ნუ წუ­წუ­ნებ ყვე­ლა ჯა­რი­მა­ზე... თან ეს­პა­ნუ­რი ეს­მის და მა­ინც აგ­რძე­ლებ­და, მაგ­რამ მისი ეს მო­ტი­ვა­ცია, ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი აკე­თე­ბი­ნებს ამ ყვე­ლა­ფერს და და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რომ ამ ასაკ­შიც ასე­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია თითო ბურთზე, თითო ჯა­რი­მა­ზე, პე­ნალტსა და გოლ­ზე.

  • ტა­ტუ­ზე

- მინ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მახ­სოვ­დეს ეს ის­ტო­რია. პა­ტა­რა ბავ­შვი მი­დის ცირ­კში, სა­დაც დიდი სპი­ლო არის დაბ­მუ­ლი პა­ტა­რა ჯოხზე. დგას ეს ბავ­შვი, ეკი­თხე­ბა თა­ვის მშო­ბელს, რა­ტომ არ გარ­ბი­სო ამ­ხე­ლა სპი­ლო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ჯოხ­მა შე­ა­კა­ვო­სო?.. უცებ ცირ­კი­დან ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის და ამ­ბობს , - ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ რო­დე­საც პა­ტა­რა იყო, ძა­ლი­ან ბევ­რი ეცა­და, რომ ამ ჯოხს გაქ­ცე­ო­და და თოკი გა­ე­წყვი­ტა, ვერ მო­ა­ხერ­ხა და წლე­ბის შემ­დეგ უკვე შე­ჩერ­და და აღარ უნ­დო­და წინ წას­ვლა და ცდა, ძა­ლი­ან ბევ­რი ტკი­ვი­ლი მი­ად­გა და უკვე აღარც ჰქონ­და მის­თვის აზ­რიო. მოკ­ლედ, რაც გა­ი­ზარ­და, აღარ ცდი­ლობ­სო.

ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლას გვაქვს შე­ნიშ­ვნა მი­ღე­ბუ­ლი, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გო­ნე­ბა­ში რჩე­ბა. დღეს რა ფეხ­ბურ­თე­ლიც ვარ, იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, რომ ის ჯაჭ­ვე­ბი, მე რაც მა­კა­ვებ­და და მა­კა­ვებს, ნელ-ნელა მო­ვი­შო­რო. ბავ­შვო­ბა­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არ ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, სწრა­ფი, არ შე­მეძ­ლო ევ­რო­პის დო­ნე­ზე თა­მა­ში და ის ჯაჭ­ვე­ბი ჩა­მო­ვი­შო­რე და ამან ბიძ­გი მომ­ცა, რომ თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თით­ქოს ჩემი თავი გა­ვა­ი­გი­ვე იმ პა­ტა­რა სპი­ლოს­თან, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ამ ჯაჭ­ვებ­ზე გა­ე­მარ­ჯვა და ვერ ახერ­ხებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ისეთ ტა­ტუს გა­ვი­კე­თებ, სა­დაც ეს ჯაჭ­ვე­ბი გა­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა.

  • რო­მან­ტი­კა

- ზუს­ტად ფეხ­ბურ­თის­თვის არის სა­ჭი­რო, რომ დრო და­უთ­მო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია, რომ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა შე­გეძ­ლოს. ამ ქვე­ყა­ნა­ზე იმი­ტომ მო­დი­ხარ, რომ გას­ცე. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ცე­მა, ვიდ­რე მი­ღე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში..." - ფრაგმენტები "ქოჩორას" ინტერვიუდან

"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში..." - ფრაგმენტები "ქოჩორას" ინტერვიუდან

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეს“ სტუმარობდა. ინტერვიუში ბავშვობაზე, საფეხბურთო კარიერასა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. გთავაზობთ საინტერესო მომენტებს:

  • სიცილი

- ხშირად მეუბნება ჩემი შეყვარებული, რონალდინიო სულ იცინის რომ თამაშობს, შენ რატომ არ იცინიო. მე იმიტომ ვთამაშობ ასე, რომ მთლიან დროს და ენერგიას ვხარჯავ კონცენტრაციაზე, თავისუფლად რომ ვიყო, ასე მჭირდება მომზადება.

4 წლის ასაკიდან შემიყვანეს ფეხბურთზე. გურჯაანში დავდიოდი და აქედან დაიწყო ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული. ვცდილობდი, ჩემს მეგობრებთან მეთამაშა და მათთვის მომეგო. არასოდეს ვყოფილვარ გამორჩეული ფეხბურთელი, რომ ვინმეს შევექე. მიყვარდა სპორტი და ჩემმა მშობლებმა ეს რომ დაინახეს, ყოველთვის მხარში მედგნენ.

  • ნაკრების კაპიტნობაზე

- ცოტა რთული კითხვაა, როდესაც კაშო გვყავს კაპიტნად. არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია ამაზე. მირჩევნია ჩემი გუნდელებისთვის დავიხარჯო, გავაკეთო რაც იქნება საჭირო. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მე მათ ვუკაპიტნო, რა თქმა უნდა, ვუკაპიტნებ. მაგრამ ჩემთვის მიზანი არ არის, რომ ვიყო რომელიმე გუნდის კაპიტანი. ჩემთვის კაპიტნობა, უბრალოდ, სამკლაური არ არის, ბევრ რამეს შეიცავს, რაც კაპიტანს შეიძლება ჰქონდეს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება უთამაშებლები არიან, მაგრამ გუნდზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ.

  • რონალდოზე

- 12-13 წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვიდა, მახსოვს, ხელზე შევეხე, მინდოდა გამეგო, რეალური იყო თუ არა. ახლა თამაშისას, სანამ სტადიონზე გავიდოდით, ზურგზე ვუყურებდი, რომ არც ისეთი დიდი არ არის, როგორც ტელევიზორში ჩანს და როგორიც მახსოვდა.

სტადიონზე რომ გავედით, ერთი მომენტი იყო, სანამ თამაში დაიწყებოდა, თვალი თვალში რომ შეხედავ და გაგეღიმებათ ორივეს. ეგ მომენტი იყო, ჩვენც აქ ვართ... იწყება ყველაფერი, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდით. მინდოდა, რომ სადაც დავინახავდი, ბურთი წამერთვა, მეგრძნობინებინა, რომ არაფერს წარმოადგენდა იმ მომენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, პატივისცემა თამაშის გარეთ ძალიან დიდი იყო. თამაშში ცოტა კი იჭინჭყლა, ყველა წაქცევაზე ტიროდა, - კაი, მორჩა აღარ გინდა, ნუ წუწუნებ ყველა ჯარიმაზე... თან ესპანური ესმის და მაინც აგრძელებდა, მაგრამ მისი ეს მოტივაცია, ბურთის სიყვარული აკეთებინებს ამ ყველაფერს და დასაფასებელია, რომ ამ ასაკშიც ასეთი მოტივირებულია თითო ბურთზე, თითო ჯარიმაზე, პენალტსა და გოლზე.

  • ტატუზე

- მინდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მახსოვდეს ეს ისტორია. პატარა ბავშვი მიდის ცირკში, სადაც დიდი სპილო არის დაბმული პატარა ჯოხზე. დგას ეს ბავშვი, ეკითხება თავის მშობელს, რატომ არ გარბისო ამხელა სპილო, როგორ შეიძლება ამ ჯოხმა შეაკავოსო?.. უცებ ცირკიდან ადამიანი გამოდის და ამბობს , - ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც პატარა იყო, ძალიან ბევრი ეცადა, რომ ამ ჯოხს გაქცეოდა და თოკი გაეწყვიტა, ვერ მოახერხა და წლების შემდეგ უკვე შეჩერდა და აღარ უნდოდა წინ წასვლა და ცდა, ძალიან ბევრი ტკივილი მიადგა და უკვე აღარც ჰქონდა მისთვის აზრიო. მოკლედ, რაც გაიზარდა, აღარ ცდილობსო.

ბავშვობაში ყველას გვაქვს შენიშვნა მიღებული, რაც მთელი ცხოვრება გონებაში რჩება. დღეს რა ფეხბურთელიც ვარ, იმის დამსახურებაც არის, რომ ის ჯაჭვები, მე რაც მაკავებდა და მაკავებს, ნელ-ნელა მოვიშორო. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი ძლიერი, სწრაფი, არ შემეძლო ევროპის დონეზე თამაში და ის ჯაჭვები ჩამოვიშორე და ამან ბიძგი მომცა, რომ თვითდაჯერებული ვყოფილიყავი. თითქოს ჩემი თავი გავაიგივე იმ პატარა სპილოსთან, რომელიც ცდილობდა ამ ჯაჭვებზე გაემარჯვა და ვერ ახერხებდა. საბოლოოდ, ისეთ ტატუს გავიკეთებ, სადაც ეს ჯაჭვები გაწყვეტილი იქნება.

  • რომანტიკა

- ზუსტად ფეხბურთისთვის არის საჭირო, რომ დრო დაუთმო საყვარელ ადამიანებს. ცხოვრებაში მთავარია, რომ ხალხის დახმარება შეგეძლოს. ამ ქვეყანაზე იმიტომ მოდიხარ, რომ გასცე. უფრო მნიშვნელოვანია გაცემა, ვიდრე მიღება.

წაიკითხეთ ასევე: