ავტორი:

5 რჩევა, რა უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ რადიატორებს შევიძენთ - დიზაინერის რეკომენდაციები

5 რჩევა, რა უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ რადიატორებს შევიძენთ - დიზაინერის რეკომენდაციები

ინტერიერის განახლებისთვის ზაფხული იდეალური პერიოდია. საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა დეტალის სწორად დაგეგმვა და წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა მომავალ სეზონს უფრო კომფორტულად და მყუდროდ შევხვდეთ.

მოცემულ სტატიაში გიამბობთ, რადიატორებზე, ინტერიერში მის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, რაც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. გასთვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რადიატორი ინტერიერის მნიშვნელოვან დიზაინერულ შტრიხს წარმოადგენს და ასევე, მან უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი გათბობა ხანგრძლივი პერიოდით.

IRSAP-ი 60 წელზე მეტია, დახვეწილი დიზაინის, ხარისხისა და სანდოობის ნიშას ინარჩუნებს. რადიატორები, რომლის პირველი ნიმუშიც ჯერ კიდევ 1963 წელს შეიქმნა, არასდროს კარგავს აქტუალობას და თამამად გამოიყენება სხვადასხვა სტილის ინტერიერში, იქნება ეს ურბანული, ინდუსტრიული, მინიმალისტური, ვინტაჟური თუ სხვა. მისი მრავალფეროვანი ვიზუალი და ხარისხი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ არის აღიარებული. რადიატორების დიზაინზე ევროპის წამყვანი დიზაინერები მუშაობენ.

IRSAP-ის იტალიური რადიატორები მრავალფეროვანია: დიზაინერული, სექციური, პანელური და ელექტრო რადიატორები, ფუნქციური საშრობები და სხვა.

ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი „მოზაიკსი“ (Mosaics) წარმოადგენს. IRSAP-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ფერთა პალიტრა, რომელიც შეუზღუდავია. თითოეულ მომხმარებელს, რომელიც მასზე გააკეთებს არჩევანს, თავისი ინტერიერისთვის სპეციალურად შერჩეული ფერისა და ტექნიკური მახასიათებლის რადიატორის დამზადების შესაძლებლობა აქვს, რასაც 10-წლიანი ქარხნული გარანტიაც ემატება.

ინტერიერის დიზაინერი ცისია ბებურიშვილი რადიატორების იტალიური ბრენდის IRSAP-ის მაგალითზე გვესაუბრება 5 მარტივ, თუმცა მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ დეტალზე:

1. გამოვთვალოთ თბოდანაკარგის პარამეტრები

რადიატორის შერჩევის პირველი ეტაპი გულისხმობს საცხოვრებელი თუ კომერციული სივრცის პარამეტრების ზუსტად განსაზღვრას: ფართობი, ჭერის სიმაღლე და კარისა და ფანჯრების რაოდენობა. ეს საშუალებას მოგვცემს, ზუსტად გავიგოთ ჩვენთვის საჭირო რადიატორების ზომა და რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ გამოთვლის პროცესი სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალთან არის დაკავშირებული, ამიტომ უმჯობესია, სპეციალისტს მივანდოთ.

2. უპირატესობა მივანიჭოთ ფოლადის მასალას

მასალა, რისგანაც რადიატორია დამზადებული, მოქმედებს გათბობის ხარისხზე. IRSAP-ის ფოლადის სექციური რადიატორის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მალე თბება და სასურველ ტემპერატურას დიდხანს ინარჩუნებს, რაც ხარჯების დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

3. სწორად შევარჩიოთ საინსტალაციო წერტილები

იმისათვის, რომ ნაკლები თბოდანაკარგი გვქონდეს, უმჯობესია რადიატორი განვათავსოთ ისეთ ადგილას, საიდანაც სიცივე შემოდის, მაგალითად, შემოსასვლელ კართან, ფანჯარასთან და ა.შ .

4. სწორად გამოვთვალოთ რადიატორებს შორის დისტანცია

რადიატორებს შორის დიდმა დაშორებამ შეიძლება არ მოგვცეს თანაბარი ტემპერატურა სივრცის ყველა წერტილში, ამიტომ უმჯობესია, დიდი ფართობის გასათბობად რადიატორები მაქსიმალურად სიმეტრიულად განათავსოთ. აღნიშნული დეტალის მარტივად გათვალისწინების საშუალებას მოგვცემს IRSAP-ი, რომელსაც ზომების დიდი დიაპაზონი აქვს.

5. გავითვალისწინოთ რადიატორის ვიზუალი

იმისათვის, რომ რადიატორის ფერმა თუ ფორმამ სახლში დისონანსი არ შემოიტანოს, შეგვიძლია, IRSAP-ის კატალოგიდან ჩვენს ინტერიერზე მორგებული დიზაინი შევარჩიოთ და რჩევებიც მივიღოთ Mosaics-ის სპეციალისტებისგან.

სწორად შერჩეული რადიატორი სივრცეს ტრენდულობას, სიმყუდროვესა და დახვეწილ ელფერს სძენს. IRSAP-ი საშუალებას გვაძლევს, რომ სურვილისა და საჭიროების შესაბამისად შევქმნათ სასურველი ზომის, ფორმისა და ფერის რადიატორი, პრიალა ან გლუვი ზედაპირით. ასევე, ბრენდი საშუალებას გვაძლევს, რადიატორი დეკორატიული ტიხრის ან კიბის მოაჯირის ფუნქციითაც გამოვიყენოთ.

ამ საინტერესო აღმოჩენების გასაკეთებლად და თქვენს ინტერიერში დახვეწილი შტრიხების შესატანად ესტუმრეთ შოურუმ Mosaics-ს მისამართზე: თბილისი, ბელიაშვილის 68.

ასევე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც დიზაინერი პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს:

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmosaicsgeorgia%2Fvideos%2F485192244267724%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R