მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული
ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული

მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ლაქ­ტა­ცი­ა­სა და ძუ­ძუ­თი კვე­ბას დიდი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს რო­გორც ბავ­შვის­თვის, ისე დე­დის­თვის. ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ჩვი­ლის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლოდ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. დე­დას კი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ წარ­მოქ­მნილ პო­ტენ­ცი­ურ პრობ­ლე­მებ­თან უფრო სწრა­ფად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გამ­კლა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

უფრო დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ, რა სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს ძუ­ძუ­თი კვე­ბას შვი­ლი­სა და დე­დის­თვის:

დე­დის რძე ოპ­ტი­მა­ლუ­რი საკ­ვე­ბია ბავ­შვის­თვის

დე­დის რძე ახალ­შო­ბი­ლის ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბას – ვი­ტა­მი­ნებს, მი­ნე­რა­ლებს, ცი­ლა­სა და ცხიმს – შე­ი­ცავს. მე­ტიც, დე­დის რძე ბავ­შვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. მა­გა­ლი­თად, კო­ლოს­ტრუ­მი – დე­დის სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი პირ­ვე­ლი რძე უფრო მდი­და­რია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით, აქვს ცი­ლი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი, ხოლო ცხი­მის უფრო და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა. ეს კი იდე­ა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბაა ახ­ლად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის­თვის. გარ­და ამი­სა, დე­დის რძე უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვი­ლის ორ­გა­ნიზ­მის სა­თა­ნა­დოდ და­ტე­ნი­ა­ნე­ბას, იცავს მას გა­უ­წყლო­ე­ბის­გან, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ვე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დე­დის რძე დიდ როლს თა­მა­შობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა­ში

დე­დის რძე­ში შე­მა­ვა­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ჩვილს მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან იცავს, მათ შო­რის, დი­ა­რე­ის, პნევ­მო­ნი­ი­სა და ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან. ის, ასე­ვე, შე­ი­ცავს ლე­ი­კო­ცი­ტებს – სის­ხლის თეთრ უჯრე­დებს, რო­მელ­თა მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, დე­დის რძის­გან მი­ღე­ბუ­ლი თეთ­რი უჯრე­დე­ბი ჩვილს ეხ­მა­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა­ში და ხელს უწყობს ძლი­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

დე­დის რძე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვი­ლის ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის

დე­დის რძე შე­ი­ცავს პრო­ბი­ო­ტი­კებს, ე.წ. მე­გო­ბარ ბაქ­ტე­რი­ებს, რომ­ლე­ბიც უდი­დეს როლს თა­მა­შობს ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის აღ­დგე­ნა­სა და რე­გუ­ლი­რე­ბა­ში. შე­დე­გად, ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს ახალ­შო­ბი­ლი უკეთ ინე­ლებს საკ­ვებს. ამას­თან ერ­თად, პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი ეხ­მა­რე­ბა ჩვილს შეკ­რუ­ლო­ბის, შე­ბე­რი­ლო­ბი­სა და კუჭ-ნაწ­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში.

კოგ­ნი­ტი­უ­რი და ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა

დე­დის რძით ჩვი­ლი იღებს ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც უდი­დეს როლს თა­მა­შობს ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ მხრივ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს დე­და­სა და შვილს შო­რის დამ­ყა­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რიც. ბავ­შვს ამ­გვა­რი კონ­ტაქ­ტი უქ­მნის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას, რაც არ­სე­ბი­თია ბავ­შვის ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კოგ­ნი­ტი­უ­რი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის.

ჯან­მრთე­ლო­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის პრე­ვენ­ცია დე­დებ­ში

რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნეთ, ლაქ­ტა­ცი­ას არა­ნაკ­ლე­ბი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს დე­დის­თვის. მა­გა­ლი­თად, მე­ძუ­ძურ დე­დებ­ში გა­მო­ი­ყო­ფა ჰორ­მო­ნი ოქ­სი­ტო­ცი­ნი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს და­უბ­რუნ­დეს ორ­სუ­ლო­ბამ­დე არ­სე­ბულ ზო­მას. ოქ­სი­ტო­ცი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ისიც, რომ ლო­გი­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა სის­ხლდე­ნის ალ­ბა­თო­ბა. რაც მთა­ვა­რია, ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს დე­და­სა და შვილს შო­რის დამ­ყა­რე­ბულ კავ­შირს, არა მხო­ლოდ ჩვი­ლის­თვის, არა­მედ დე­დის­თვი­საც უდი­დე­სი შვე­ბა და კომ­ფორ­ტი მო­აქვს.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც მე­ძუ­ძურ დე­დებს უწევთ

იმ უსა­ზღვრო სარ­გებ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რაც ლაქ­ტა­ცი­ას დე­დი­სა და ახალ­შო­ბი­ლის­თვის მო­აქვს, სამ­წუ­ხა­როდ, არის სირ­თუ­ლე­ე­ბიც, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბაც ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მყოფ დე­დებს უწევთ.

ზოგ­ჯერ ჩვი­ლე­ბი სრუ­ლად ვერ ერე­ვი­ან დე­დის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ რძეს, რის გა­მოც მე­ძუ­ძურ დე­დას რძის გა­მოწ­ვე­ლა თა­ვად­ვე უწევს. ერთი შე­ხედ­ვით, ეს უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­დუ­რა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი. დღეს ხელ­მი­საწ­ვდო­მია სხვა­დას­ხვა ტი­პის რძის საწ­ვე­ლი ტუმ­ბო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს დის­კომ­ფორ­ტს, უზ­რუნ­ველ­ყოფს რძის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ტუმბვას და ახ­დენს ჭარ­ბი რძის დაგ­რო­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლის პრე­ვენ­ცი­ას. რაც მთა­ვა­რია, საწ­ვე­ლი აპა­რა­ტე­ბი გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად და სა­ტა­რებ­ლად მარ­ტი­ვია, რაც დე­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ის არა მხო­ლოდ სახ­ლში, არა­მედ მის­თვის სა­სურ­ველ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას გა­მო­ი­ყე­ნონ ის.

მე­ძუ­ძურ დე­დებ­ში და­ხეთ­ქი­ლი ძუ­ძუს თა­ვე­ბის პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და მას ხში­რად ბავ­შვის მიერ ძუ­ძუს არას­წო­რად წოვა იწ­ვევს. მისი მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუკი ბავ­შვს დედა წო­ვის სწორ მე­ქა­ნიზმს და­ას­წავ­ლის. და­ხეთ­ქი­ლი ძუ­ძუს თა­ვე­ბის­თვის კი არ­სე­ბობს არა­ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჭრი­ლო­ბე­ბის სწრა­ფად შე­ხორ­ცე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია ნივ­თი­ე­რე­ბა ლა­ნო­ლი­ნი, ბუ­ნებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბის დამ­ცა­ვი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი და და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

დე­დებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ძუ­ძუს თა­ვე­ბის ორ­გა­ნუ­ლი ბალ­ზა­მიც გა­მომშრა­ლი ძუ­ძუს თა­ვე­ბის და­სა­ტე­ნი­ა­ნებ­ლად.

გახ­სოვ­დეთ, რომ ლაქ­ტა­ცია ტვი­ნი­დან მომ­დი­ნა­რე პრო­ცე­სია და მას­ზე დე­დის ემო­ცი­ე­ბი და გან­წყო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამი­ტომ შე­იქ­მე­ნით კომ­ფორ­ტი, რათა ძუ­ძუ­თი კვე­ბის პე­რი­ოდ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­გი­ტა­ნოთ თქვენ და თქვენს პა­ტა­რებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული

ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ლაქტაციასა და ძუძუთი კვებას დიდი სარგებელი მოაქვს როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვილის ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და სამომავლოდ მისი ჯანმრთელობის ფორმირებაში. დედას კი მშობიარობის შემდგომ წარმოქმნილ პოტენციურ პრობლემებთან უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გამკლავებაში ეხმარება.

უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა სარგებელი მოაქვს ძუძუთი კვებას შვილისა და დედისთვის:

დედის რძე ოპტიმალური საკვებია ბავშვისთვის

დედის რძე ახალშობილის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას – ვიტამინებს, მინერალებს, ცილასა და ცხიმს – შეიცავს. მეტიც, დედის რძე ბავშვის საჭიროებების მიხედვით მუდმივად იცვლება. მაგალითად, კოლოსტრუმი – დედის სარძევე ჯირკვლებიდან წამოსული პირველი რძე უფრო მდიდარია ანტისხეულებით, აქვს ცილისა და მინერალების უფრო მაღალი, ხოლო ცხიმის უფრო დაბალი შემცველობა. ეს კი იდეალური შემადგენლობაა ახლად დაბადებული ბავშვისთვის. გარდა ამისა, დედის რძე უზრუნველყოფს ჩვილის ორგანიზმის სათანადოდ დატენიანებას, იცავს მას გაუწყლოებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 6 თვის განმავლობაში.

დედის რძე დიდ როლს თამაშობს იმუნური სისტემის ფორმირებაში

დედის რძეში შემავალი ანტისხეულები ჩვილს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, მათ შორის, დიარეის, პნევმონიისა და ყურის ინფექციებისგან. ის, ასევე, შეიცავს ლეიკოციტებს – სისხლის თეთრ უჯრედებს, რომელთა მთავარი ფუნქციაც იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაა. შესაბამისად, დედის რძისგან მიღებული თეთრი უჯრედები ჩვილს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

დედის რძე მნიშვნელოვანია ჩვილის ნაწლავის მიკროფლორის რეგულირებისთვის

დედის რძე შეიცავს პრობიოტიკებს, ე.წ. მეგობარ ბაქტერიებს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენასა და რეგულირებაში. შედეგად, ძუძუთი კვების დროს ახალშობილი უკეთ ინელებს საკვებს. ამასთან ერთად, პრობიოტიკები ეხმარება ჩვილს შეკრულობის, შებერილობისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ინფექციებისა და დაავადებების თავიდან აცილებაში.

კოგნიტიური და ფსიქო-ემოციური განვითარება

დედის რძით ჩვილი იღებს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობს ტვინის განვითარების პროცესში. მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის დამყარებული ემოციური კავშირიც. ბავშვს ამგვარი კონტაქტი უქმნის უსაფრთხოების განცდას, რაც არსებითია ბავშვის ემოციური განვითარებისა და კოგნიტიური უნარების ჩამოყალიბებისთვის.

ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების პრევენცია დედებში

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ლაქტაციას არანაკლები სარგებელი მოაქვს დედისთვის. მაგალითად, მეძუძურ დედებში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს დაუბრუნდეს ორსულობამდე არსებულ ზომას. ოქსიტოცინის დამსახურებაა ისიც, რომ ლოგინობის პერიოდში მნიშვნელოვნად მცირდება სისხლდენის ალბათობა. რაც მთავარია, ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის დამყარებულ კავშირს, არა მხოლოდ ჩვილისთვის, არამედ დედისთვისაც უდიდესი შვება და კომფორტი მოაქვს.

გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც მეძუძურ დედებს უწევთ

იმ უსაზღვრო სარგებლის პარალელურად, რაც ლაქტაციას დედისა და ახალშობილისთვის მოაქვს, სამწუხაროდ, არის სირთულეებიც, რომელთან გამკლავებაც ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებს უწევთ.

ზოგჯერ ჩვილები სრულად ვერ ერევიან დედის მიერ გამომუშავებულ რძეს, რის გამოც მეძუძურ დედას რძის გამოწველა თავადვე უწევს. ერთი შეხედვით, ეს უსიამოვნო პროცედურა, საბედნიეროდ, მნიშვნელოვნადაა გამარტივებული. დღეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის რძის საწველი ტუმბოები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს დისკომფორტს, უზრუნველყოფს რძის ეფექტურად გამოტუმბვას და ახდენს ჭარბი რძის დაგროვებით გამოწვეული ტკივილის პრევენციას. რაც მთავარია, საწველი აპარატები გამოსაყენებლად და სატარებლად მარტივია, რაც დედებს შესაძლებლობას აძლევს ის არა მხოლოდ სახლში, არამედ მისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას გამოიყენონ ის.

მეძუძურ დედებში დახეთქილი ძუძუს თავების პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია და მას ხშირად ბავშვის მიერ ძუძუს არასწორად წოვა იწვევს. მისი მოგვარება შესაძლებელია, თუკი ბავშვს დედა წოვის სწორ მექანიზმს დაასწავლის. დახეთქილი ძუძუს თავებისთვის კი არსებობს არაერთი საშუალება, რომელიც ჭრილობების სწრაფად შეხორცებას უზრუნველყოფს. მათ შორის, განსაკუთრებით ეფექტურია ნივთიერება ლანოლინი, ბუნებრივი წარმოშობის დამცავი, რომელიც დამატენიანებელი და დამარბილებელი თვისებებით გამოირჩევა.

დედებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ძუძუს თავების ორგანული ბალზამიც გამომშრალი ძუძუს თავების დასატენიანებლად.

გახსოვდეთ, რომ ლაქტაცია ტვინიდან მომდინარე პროცესია და მასზე დედის ემოციები და განწყობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ შეიქმენით კომფორტი, რათა ძუძუთი კვების პერიოდმა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ თქვენ და თქვენს პატარებს.

R

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"