ავტორი:

"20-30 წელიწადში ადამიანები მთვარის მღვიმეებში იცხოვრებენ" - მეცნიერებმა მთვარეზე გამოქვაბული აღმოაჩინეს

"20-30 წელიწადში ადამიანები მთვარის მღვიმეებში იცხოვრებენ" - მეცნიერებმა მთვარეზე გამოქვაბული აღმოაჩინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა მთვარეზე გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, იდეალური იქნება ადამიანებისთვის ბაზის ასაშენებლად.

მთვარეზე ბაზის ასაშენებლად არაერთი ქვეყანა იბრძვის, თუმცა ეს არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული: საჭიროა ასტრონავტების დაცვა რადიაციისგან, ექსტრემალური ტემპერატურისა და კოსმოსური ამინდისგან.

ბრიტანელმა ასტორნავტმა, ჰელენ შარმანმა BBC News-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლად აღმოჩენილი გამოქვაბული კარგ ადგილს წარმოადგენს ბაზის ასაშენებლად. მისივე ვარაუდით, 20-30 წელიწადში ადამიანები "მთვარის მღვიმეებში" იცხოვრებენ.

გამოქვაბული იტალიელმა ასტრონავტებმა, ლორენცო ბრუცონემ და ლეონარდო კარერმა აღმოაჩინეს. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი.

”ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე სიცოცხლე გამოქვაბულებში დაიწყო, ამიტომ ლოგიკურია, მთვარეზე ადამიანი პირველად გამოქვაბულში დასახლდეს”, - ამბობს პროფესორი კარერი.

მთვარეზე სავარაუდო გამოქვაბულების არსებობა ჯერ კიდევ 50 წლის წინ გახდა ცნობილი. მოგვიანებით, 2010 წელს, კამერის საშუალებით გადაიღეს ორმოები, რომლებიც, მეცნიერთა აზრით, გამოქვაბულის შესასვლელი უნდა ყოფილიყო.

წყარო