მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რად კახა წი­ქა­რიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პირ­ვე­ლად მი­მარ­თავს სარ­ჩე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს. სარ­ჩე­ლი ეხე­ბა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს“, ე.წ. რუ­სულ კა­ნონს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია, ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლს.

სარ­ჩე­ლით ასე­ვე გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია კა­ნო­ნის მთე­ლი რიგი ნორ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ირ­ღვე­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი. პრე­ზი­დენ­ტი ამ სარ­ჩე­ლით ითხოვს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბას და მის სა­ბო­ლოო გა­უქ­მე­ბას.

ასე­ვე, მინ­და შე­ვე­ხო მე­ო­რე სა­კითხს, რო­მე­ლიც ეხე­ბა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ საბ­ჭოს წევ­რის და­ნიშ­ვნას.

თქვენ იცით, რომ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და წა­რად­გი­ნოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში წევ­რი, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტმა გამჭვირ­ვა­ლო­ბის მიზ­ნით, 21 ივ­ნისს შექ­მნა შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­სია, რო­მელ­მაც და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა და პრე­ზი­დენტს ორი კან­დი­და­ტუ­რა წარ­მო­უდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა დღეს გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა კახა წი­ქა­რიშ­ვი­ლის იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს წევ­რად და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე. ჩვენ იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვი­სათ­ვის და ეს იყო კარ­გი მა­გა­ლი­თი", - გა­ნა­ცხა­და მსხი­ლა­ძემ.

კახა წი­ქა­რიშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, ვინც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კლა­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე ღიად ალა­პა­რაკ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და­ნიშ­ნულ მოქ­მედ წევ­რს, თა­მარ ღვა­მი­ჩა­ვას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2024 წლის 22 ივ­ლისს ეწუ­რე­ბა.

კან­დი­და­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ:

გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე - სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე; დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია - პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი; მა­ნუ­ჩარ კა­კო­ჩაშ­ვი­ლი - ად­ვო­კა­ტი.კახა წი­ქა­რიშ­ვი­ლი - და­მო­უ­კი­დე­ბელ იუ­რის­ტთა ჯგუ­ფის წევ­რი; თა­მარ ალ­ფა­ი­ძე - სეუ-ს პრო­ფე­სო­რი.

სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ ამ ხუთი კან­დი­და­ტი­დან რე­კო­მენ­და­ცია გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე­სა და კახა წი­ქა­რიშ­ვილს გა­უ­წია. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კი მათ შო­რის წი­ქა­რიშ­ვი­ლი შე­არ­ჩია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.

ასევე, მინდა შევეხო მეორე საკითხს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრის დანიშვნას.

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, მაგრამ პრეზიდენტმა გამჭვირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს ორი კანდიდატურა წარმოუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო კარგი მაგალითი", - განაცხადა მსხილაძემ.

კახა წიქარიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც სასამართლო სისტემაში კლანის არსებობაზე ღიად ალაპარაკდა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ მოქმედ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ:

გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი.კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი; თამარ ალფაიძე - სეუ-ს პროფესორი.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მათ შორის წიქარიშვილი შეარჩია.