ავტორი:

ილია თოფურია ორსულ მეუღლესთან ერთად იბიცაზე ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს ჯორჯინა?

ილია თოფურია ორსულ მეუღლესთან ერთად იბიცაზე ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს ჯორჯინა?

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ორსულ მეუღლესთან - ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად იბიცაზე ისვენებს. ქართველების რძალმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

წყვილმა ოფიციალურად აპრილში იქორწინა. მალე პირველ საერთო შვილს ელოდებიან.

"მშვენიერი წყვილი ხართ. შესაშური და სამაგალითო! ვისურვებდი ჩემს ცხოვრებაში ასეთი ქალი მყავდეს“

"რა კარგი წყვილი და რა ლამაზია მომავალი დედა...“ - წერენ ფოტოების კომენტარებში.

ჯორჯინას ესპანეთში უკვე კარგად იცნობენ, როგორც ჩემპიონის მეუღლეს. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს. ისინი რამდენიმე წელია ერთად არიან. მედიით ასევე ცნობილი გახდა, რომ თოფურიას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს. ვინ არის ბავშვის დედა უცნობია.

გუშინ, UFC-ის ფრანგულ-კანადურ გადაცემაში ილია თოფურიას მორიგი ბრძოლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თოფურიას ჩემპიონის ტიტულის დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, 15 სექტემბერს მოუწევს.

Las Vegas Sphere-ის ივენთზე გამოვა ასევე მერაბ დვალიშვილი. ის შონ ო'მალი შეებრძოლება.

ინფორმაციის გამოქვეყნება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და გამოცემამ ყველაფერი კომენტატორების შეცდომას დააბრალა.

ასევე ცნობილია, რომ 19 სექტემბერს, ესპანურ კინოთეატრებში ილია თოფურიაზე გადაღებული ფილმის "მატადორის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც მის საჩემპიონო გზაზე გვიყვება.

წაიკითხეთ ასევე: