მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაჯდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი - თავლისმომჭრელი ფუფუნება და ვარსკვლავთცვენა
რა დაჯდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი - თავლისმომჭრელი ფუფუნება და ვარსკვლავთცვენა

ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო ზე­ი­მე­ბი­სა და წვე­უ­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც შვი­დი თვე გრძელ­დე­ბო­და, ინ­დო­ე­თის უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხის ვაჟი ანანტ ამ­ბა­ნი, მის რჩე­ულ­ზე - რად­ჰი­კა მერ­ჩანტზე ბო­ლოს და ბო­ლოს და­ქორ­წინ­და.

ქორ­წი­ლი მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მო­ვი­და. ისე­ვე რო­გორ წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბებს, ამ ცე­რე­მო­ნი­ა­საც ვარ­სკვლა­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ. ცნო­ბი­ლია, რომ ამ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მარ­თულ სა­ქორ­წი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 300-დან 600 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯა.

12 ივ­ლისს კი გა­ი­მარ­თა დას­კვნი­თი ცე­რე­მო­ნია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა მათ­გან­მა ამა­ში სა­ო­ცა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღო.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, პა­ტარ­ძა­ლი კრე­მის­ფერ-წი­თელ ინ­დურ სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. უძ­ვირ­ფა­სე­სი სამ­კა­უ­ლე­ბი­თა და მძი­ვე­ბი­ა­ნი თავ­სა­ბუ­რა­ვით იყო შემ­კუ­ლი. ბედ­ნი­ე­რი სიძე წი­თელ­მძი­ვე­ბი­ან პი­ჯაკ­ში - ე.წ. ნეჰ­რუშ­ში გა­მოჩ­ნდა. წყვილ­მა ტრა­დი­ცი­ულ ინ­დურ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, მუმ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე, ამ­ბა­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ, 16 000 ად­გი­ლი­ან Jio World Convention Center-ში იქორ­წი­ნა.

  • ვარ­სკვლა­ვე­ბით სავ­სე სა­ქორ­წი­ნო ზე­ი­მის წინ, პო­ლი­ცი­ამ მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი გა­და­კე­ტა.

ექ­სტრა­ვა­გან­ტულ პი­ჯაკ­თან ერ­თად, ანანტს თეთ­რი შარ­ვა­ლი და მო­ოქ­რო­ვი­ლი სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. დღის და­სა­წყის­ში ის თა­ვის ამაყ მშობ­ლებ­თან: Reliance Industries-ის დი­რექ­ტორ­თან, მუ­კეშ ამ­ბა­ნის­თან და Reliance Foundation-ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ნიტა ამ­ბა­ნის­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და.

ამ­ბა­ნის ოჯა­ხი და ბო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ვარ­დის­ფერ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მოჩ­ნდნენ.

A - კლა­სის სტუმ­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ქორ­წილ­ზე და­სას­წრე­ბად მუმ­ბა­ი­ში ჩაფ­რინ­დნენ, იყ­ვნენ კიმ და ქლოი კარ­და­ში­ა­ნე­ბი, ჯონ სენა და ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ტონი ბლე­რი. პრეს­ტი­ჟულ ქორ­წილ­ზე პრი­ან­კა ჩოპ­რა და მისი მე­უღ­ლე, ნიკ ჯო­ნა­სიც გა­მოჩ­ნდნენ.

41 წლის ჩოპ­რას, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­ში და­ი­ბა­და, გლა­მუ­რუ­ლი ნა­რინ­ჯის­ფე­რი ბი­უს­ტჰალ­ტე­რი და შე­სა­ბა­მი­სი ქვე­და­ბო­ლო ეცვა. მო­ციმ­ცი­მე ყელ­სა­ბა­მი და სა­მა­ჯუ­რე­ბი ეკე­თა.

31 წლის ნიკ ჯო­ნა­სი კი მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ვარ­დის­ფერ მბრწყი­ნავ ნეჰ­რუშ­ში.

კიმ კარ­და­ში­ანს თვა­ლის­მომჭრე­ლი რუ­ბი­ნის წი­თე­ლი კოს­ტი­უ­მი ეცვა, მა­ნამ­დე კი 43 წლის ინფლუ­ენ­სე­რი დას­თან, ქლო­ის­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა და თეთრში იყო შე­მო­სი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯონ სე­ნას, მას ცის­ფე­რი პი­ჯა­კი ეცვა ნაც­რის­ფე­რი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი პრინ­ტი­თა და ვერ­ცხლის­ფე­რი ღი­ლე­ბით. სე­ნამ პი­ჯა­კი თეთრ შარ­ვალს და ყა­ვის­ფერ ტყა­ვის მო­კა­სი­ნებს შე­უ­ხა­მა.

ქორ­წილ­ში FIFA-ს პრე­ზი­დენ­ტი ჯანი ინ­ფან­ტი­ნო და მისი მე­უღ­ლე ლინა ალ აშ­ქა­რიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იტა­ლი­ურ-შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ფეხ­ბურ­თის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი მთლი­ა­ნად შა­ვებ­ში იყო შე­მო­სი­ლი, ხოლო მისი ლი­ბა­ნე­ლი მე­უღ­ლე სა­რი­ში გლა­მუ­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

ქორ­წი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა იყოს, რაც კი ოდეს­მე გა­დახ­დი­ლა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ წყვი­ლი 100 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუქ­რებს მი­ი­ღებს.

  • მუ­შა­კებ­მა ინ­დო­ე­თის JIO World Convention ცენ­ტრში დი­ლით და­ი­წყეს მზა­დე­ბა, მათ შო­რის, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი წი­თე­ლი ხა­ლი­ჩი­სა და ძვირ­ფა­სი დე­კო­რის მო­წყო­ბა. ტე­რი­ტო­რია მდიდ­რულ ვერ­ცხლის­ფერ პა­ნე­ლებს, კრე­მის­ფერ კედ­ლებს, შთამ­ბეჭ­დავ სან­თლე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ებს და ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლებს და­ეთმო.

უსაფრ­თხო­ე­ბა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ხაზი იყო. ილუ­ზი­ო­ნის­ტმა და Britain's Got Talent-ის კონ­კურ­სან­ტმა ლუის ფუ­ლერ­მა FEMAIL-თან სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მან 2019 წელს აკაშ ამ­ბა­ნის ქორ­წილ­ზე გა­მოს­ვლა გა­იხ­სე­ნა.

"ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის თან­მხლე­ბი პირი მახ­ლდა, ის მუდ­მი­ვად ჩემ­თან იყო, სა­ა­ბა­ზა­ნომ­დეც კი მა­ცი­ლებ­და და გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და," - აღ­ნიშ­ნა მან, - "ყვე­ლა­ფე­რი უზარ­მა­ზა­რი და თვა­ლის­მომჭრე­ლად ლა­მა­ზი იყო, თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩნდი. რო­დე­საც ჩა­ვე­დი, მრა­ვა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ და შევ­ნიშ­ნე, რომ სახ­ლის გა­რეთ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვა იდგა. სტუმ­რე­ბი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, თან ჰქო­ნო­დათ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, მაგ­რამ მე ჩემს ტე­ლე­ფონს ზო­გი­ერთ ჯა­დოს­ნურ ნო­მერ­ში ვი­ყე­ნებ, ასე რომ, ერთ-ერთი ვი­ყა­ვი იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ადა­მი­ან­თა­გან, ვი­საც ტე­ლე­ფო­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს."

პომ­პე­ზუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. სტუ­მარ­თა სი­ა­ში იყ­ვნენ Meta-ს დამ­ფუძ­ნე­ბელი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, ივან­კა ტრამ­პი, ბილ გე­ით­სი; დე­ვიდ და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მე­ბი და სხვა ინ­დუსტრი­ის ტი­ტა­ნე­ბი; ასე­ვე, ბო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, პოპ-ვარ­სკვლა­ვე­ბი და წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც “სან­გი­ტი” ეწო­დე­ბა, ჯას­ტინ ბი­ბერ­მა იმ­ღე­რა და მას სა­ვა­რა­უ­დოდ, 7 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი გა­და­უ­ხა­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუქ­რებს, 67 წლის ამ­ბა­ნიმ, რო­მე­ლიც Forbes-მა მსოფ­ლი­ოს მე­ცხრე უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლა 100 მი­ლი­არ­დი ფუნ­ტის ქო­ნე­ბით, წყვილს უკვე 62-მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ვილა აჩუ­ქა დუ­ბა­ი­ში. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა 3,000 კვად­რა­ტულ ფუტ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, ათი სა­ძი­ნე­ბე­ლი და სა­კუ­თა­რი კერ­ძო პლა­ჟი აქვს.

წყვილს ასე­ვე აჩუ­ქეს 500,000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Bentley Continental GTC Speed და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი­სა და ტან­საც­მლის თვა­ლის­მომჭრე­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით ფუნ­ტია.

ამ­ბა­ნის მე­უღ­ლემ, 60 წლის ნი­ტამ რძალს შთამ­ბეჭ­და­ვი მარ­გა­ლი­ტი­სა და ბრი­ლი­ან­ტის ყელ­სა­ბა­მი აჩუ­ქა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტია. ყელ­სა­ბა­მი მხო­ლოდ ერთ-ერ­თია რძლის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ათე­უ­ლო­ბით უძ­ვირ­ფა­სე­სი ნივ­თი­დან. ანანტს კი დე­დამ 2 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Cartier-ის ბრო­ში აჩუ­ქა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ბა­ნებ­მა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან თა­ვი­ან­თი სტუმ­რე­ბის ინ­დო­ეთ­ში ჩა­მო­საყ­ვა­ნად 100 კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი და­ი­ქი­რა­ვეს. მათ­თვის მუმ­ბა­ის ყვე­ლა ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო და­ჯავ­შნეს.

ინ­სა­ი­დე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ქორ­წი­ლის ყვე­ლა ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯა­მუ­რი ხარ­ჯე­ბი შე­საძ­ლოა, 500 მი­ლი­ონ ფუნტს უახ­ლოვ­დე­ბო­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტში, სამდღი­ან წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბებ­ზე, რი­ა­ნა იყო მიწ­ვე­უ­ლი. მას 90-წუ­თი­ა­ნი გა­მოს­ვლის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი გა­და­უ­ხა­დეს.

მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ზე­ი­მე­ბის მზა­დე­ბის­თვის ამ­ბა­ნიმ 800 სტუმ­რის­თვის ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი საკ­რუ­ი­ზო ხო­მალ­დი - Celebrity Ascent და­ი­ქი­რა­ვა. სტუმ­რებ­მა კრუ­იზ­ზე ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­მოს­ვლე­ბით ისი­ა­მოვ­ნეს, რო­გო­რე­ბიც არი­ან ქე­ი­თი პერი, პიტ­ბუ­ლი და Backstreet Boys.

ქორ­წი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­მენ­ტი კი ოქ­როს ბა­დე­ში გახ­ვე­უ­ლი როლს-რო­ი­სის გა­მო­ჩე­ნა იყო - რო­დე­საც ანანტ ამ­ბა­ნის სა­ქორ­წი­ლო მან­ქა­ნის სუ­რა­თე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და, ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და არა მხო­ლოდ როლს-რო­ი­სის ბრენ­დი, არა­მედ მისი უნი­კა­ლუ­რი მორ­თუ­ლო­ბა.

ინ­დო­ეთ­ში სა­ქორ­წი­ლო მან­ქა­ნე­ბის ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. თუმ­ცა, ეს მან­ქა­ნა თა­ვი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი “აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით” გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მას მარ­თლაც ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი დე­კო­რა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ოქ­როს­ფერ ტონ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი წი­თელ­მო­სარ­თა­ვი­ა­ნი ბა­დი­სებ­რი სა­ფა­რი მო­ექ­ცა, რო­მე­ლიც მთელ ავ­ტო­მო­ბილ­ზე იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თმა ივა­რა­უ­და, რომ დე­კო­რა­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა, ნამ­დვი­ლი ოქ­როს­გან იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, რად­ჰი­კა ინ­დო­ე­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მაგ­ნა­ტის, ვი­რენ მერ­ჩან­ტის ქა­ლიშ­ვი­ლია და მის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, ხოლო ანან­ტი - მა­მა­მი­სის კომ­პა­ნი­ა­ში. ორი­ვე აშშ-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლობ­და და ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, 2017 წელს გა­იც­ნეს, რის შემ­დე­გაც მა­ლე­ვე და­ი­წყეს შეხ­ვედ­რა.

წყა­რო: Daily Mail, MSN

ავტორი:

რა დაჯდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი - თავლისმომჭრელი ფუფუნება და ვარსკვლავთცვენა

რა დაჯდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი - თავლისმომჭრელი ფუფუნება და ვარსკვლავთცვენა

ექსტრავაგანტული წინასაქორწინო ზეიმებისა და წვეულებების შემდეგ, რომელიც შვიდი თვე გრძელდებოდა, ინდოეთის უმდიდრესი ოჯახის ვაჟი ანანტ ამბანი, მის რჩეულზე - რადჰიკა მერჩანტზე ბოლოს და ბოლოს დაქორწინდა.

ქორწილი მართლაც გრანდიოზული გამოვიდა. ისევე როგორ წინასაქორწილო წვეულებებს, ამ ცერემონიასაც ვარსკვლავები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ ამ 7 თვის განმავლობაში გამართულ საქორწინო ღონისძიებებში 300-დან 600 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.

12 ივლისს კი გაიმართა დასკვნითი ცერემონია, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და გამორჩეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყველა მათგანმა ამაში საოცარი ანაზღაურება მიიღო.

ცერემონიაზე, პატარძალი კრემისფერ-წითელ ინდურ საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი. უძვირფასესი სამკაულებითა და მძივებიანი თავსაბურავით იყო შემკული. ბედნიერი სიძე წითელმძივებიან პიჯაკში - ე.წ. ნეჰრუშში გამოჩნდა. წყვილმა ტრადიციულ ინდურ ცერემონიაზე, მუმბაიში მდებარე, ამბანების საკუთრებაში არსებულ, 16 000 ადგილიან Jio World Convention Center-ში იქორწინა.

  • ვარსკვლავებით სავსე საქორწინო ზეიმის წინ, პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.

ექსტრავაგანტულ პიჯაკთან ერთად, ანანტს თეთრი შარვალი და მოოქროვილი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. დღის დასაწყისში ის თავის ამაყ მშობლებთან: Reliance Industries-ის დირექტორთან, მუკეშ ამბანისთან და Reliance Foundation-ის თავმჯდომარესთან ნიტა ამბანისთან ერთად პოზირებდა.

ამბანის ოჯახი და ბოლივუდის ვარსკვლავები პირველი სტუმრები იყვნენ, რომლებიც ვარდისფერ ხალიჩაზე გამოჩნდნენ.

A - კლასის სტუმრებს შორის, რომლებიც სპეციალურად ქორწილზე დასასწრებად მუმბაიში ჩაფრინდნენ, იყვნენ კიმ და ქლოი კარდაშიანები, ჯონ სენა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი. პრესტიჟულ ქორწილზე პრიანკა ჩოპრა და მისი მეუღლე, ნიკ ჯონასიც გამოჩნდნენ.

41 წლის ჩოპრას, რომელიც ინდოეთში დაიბადა, გლამურული ნარინჯისფერი ბიუსტჰალტერი და შესაბამისი ქვედაბოლო ეცვა. მოციმციმე ყელსაბამი და სამაჯურები ეკეთა.

31 წლის ნიკ ჯონასი კი მომხიბვლელად გამოიყურებოდა ვარდისფერ მბრწყინავ ნეჰრუშში.

კიმ კარდაშიანს თვალისმომჭრელი რუბინის წითელი კოსტიუმი ეცვა, მანამდე კი 43 წლის ინფლუენსერი დასთან, ქლოისთან ერთად გამოჩნდა და თეთრში იყო შემოსილი.

რაც შეეხება ჯონ სენას, მას ცისფერი პიჯაკი ეცვა ნაცრისფერი ყვავილოვანი პრინტითა და ვერცხლისფერი ღილებით. სენამ პიჯაკი თეთრ შარვალს და ყავისფერ ტყავის მოკასინებს შეუხამა.

ქორწილში FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და მისი მეუღლე ლინა ალ აშქარიც იმყოფებოდნენ. იტალიურ-შვეიცარიელი ფეხბურთის ადმინისტრატორი მთლიანად შავებში იყო შემოსილი, ხოლო მისი ლიბანელი მეუღლე სარიში გლამურულად გამოიყურებოდა.

ქორწილი სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საზეიმო ღონისძიება უნდა იყოს, რაც კი ოდესმე გადახდილა. მოსალოდნელია, რომ წყვილი 100 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების საჩუქრებს მიიღებს.

  • მუშაკებმა ინდოეთის JIO World Convention ცენტრში დილით დაიწყეს მზადება, მათ შორის, ექსტრავაგანტული წითელი ხალიჩისა და ძვირფასი დეკორის მოწყობა. ტერიტორია მდიდრულ ვერცხლისფერ პანელებს, კრემისფერ კედლებს, შთამბეჭდავ სანთლების კომპოზიციებს და ყვავილების თაიგულებს დაეთმო.

უსაფრთხოება ამ ღონისძიების მთავარი ხაზი იყო. ილუზიონისტმა და Britain's Got Talent-ის კონკურსანტმა ლუის ფულერმა FEMAIL-თან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მან 2019 წელს აკაშ ამბანის ქორწილზე გამოსვლა გაიხსენა.

"ღონისძიებებზე უსაფრთხოების თანმხლები პირი მახლდა, ის მუდმივად ჩემთან იყო, სააბაზანომდეც კი მაცილებდა და გარეთ მელოდებოდა," - აღნიშნა მან, - "ყველაფერი უზარმაზარი და თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. როდესაც ჩავედი, მრავალი უსაფრთხოების პროცედურა გავიარეთ და შევნიშნე, რომ სახლის გარეთ შეიარაღებული დაცვა იდგა. სტუმრებისა და შემსრულებლების უმეტესობას არ ჰქონდა უფლება, თან ჰქონოდათ მობილური ტელეფონები, მაგრამ მე ჩემს ტელეფონს ზოგიერთ ჯადოსნურ ნომერში ვიყენებ, ასე რომ, ერთ-ერთი ვიყავი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, ვისაც ტელეფონის დატოვების უფლება მისცეს."

პომპეზური ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სტუმართა სიაში იყვნენ Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ივანკა ტრამპი, ბილ გეითსი; დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და სხვა ინდუსტრიის ტიტანები; ასევე, ბოლივუდის ვარსკვლავები, პოპ-ვარსკვლავები და წამყვანი პოლიტიკოსები.

წინასაქორწინო წვეულებაზე, რომელსაც “სანგიტი” ეწოდება, ჯასტინ ბიბერმა იმღერა და მას სავარაუდოდ, 7 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

რაც შეეხება საჩუქრებს, 67 წლის ამბანიმ, რომელიც Forbes-მა მსოფლიოს მეცხრე უმდიდრეს ადამიანად დაასახელა 100 მილიარდი ფუნტის ქონებით, წყვილს უკვე 62-მილიონი ფუნტის ღირებულების ფეშენებელური ვილა აჩუქა დუბაიში. უძრავი ქონება 3,000 კვადრატულ ფუტზეა გადაჭიმული, ათი საძინებელი და საკუთარი კერძო პლაჟი აქვს.

წყვილს ასევე აჩუქეს 500,000 ფუნტის ღირებულების Bentley Continental GTC Speed და ინდივიდუალურად დამზადებული სამკაულებისა და ტანსაცმლის თვალისმომჭრელი ნაკრები, რომელთა ღირებულება მილიონობით ფუნტია.

ამბანის მეუღლემ, 60 წლის ნიტამ რძალს შთამბეჭდავი მარგალიტისა და ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 10 მილიონი ფუნტია. ყელსაბამი მხოლოდ ერთ-ერთია რძლისთვის ინდივიდუალურად დამზადებული ათეულობით უძვირფასესი ნივთიდან. ანანტს კი დედამ 2 მილიონი ფუნტის ღირებულების Cartier-ის ბროში აჩუქა.

სავარაუდოდ, ამბანებმა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავიანთი სტუმრების ინდოეთში ჩამოსაყვანად 100 კერძო თვითმფრინავი დაიქირავეს. მათთვის მუმბაის ყველა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დაჯავშნეს.

ინსაიდერების შეფასებით, ქორწილის ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ჯამური ხარჯები შესაძლოა, 500 მილიონ ფუნტს უახლოვდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მარტში, სამდღიან წინასაქორწინო წვეულებებზე, რიანა იყო მიწვეული. მას 90-წუთიანი გამოსვლისთვის სავარაუდოდ, 5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

მიმდინარე კვირის ზეიმების მზადებისთვის ამბანიმ 800 სტუმრისთვის ფეშენებელური საკრუიზო ხომალდი - Celebrity Ascent დაიქირავა. სტუმრებმა კრუიზზე ისეთი ვარსკვლავების გამოსვლებით ისიამოვნეს, როგორებიც არიან ქეითი პერი, პიტბული და Backstreet Boys.

ქორწილის ერთ-ერთი მთავარი მომენტი კი ოქროს ბადეში გახვეული როლს-როისის გამოჩენა იყო - როდესაც ანანტ ამბანის საქორწილო მანქანის სურათები ინტერნეტში გავრცელდა, ყურადღებას იქცევდა არა მხოლოდ როლს-როისის ბრენდი, არამედ მისი უნიკალური მორთულობა.

ინდოეთში საქორწილო მანქანების ყვავილებით მორთვა ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ეს მანქანა თავისი განსხვავებული “აღჭურვილობით” გამოირჩეოდა. მას მართლაც ჰქონდა გარკვეული ყვავილოვანი დეკორაციები, მაგრამ ყურადღების ცენტრში ოქროსფერ ტონში გადაწყვეტილი წითელმოსართავიანი ბადისებრი საფარი მოექცა, რომელიც მთელ ავტომობილზე იყო გადაფარებული. ზოგიერთმა ივარაუდა, რომ დეკორაციები შესაძლოა, ნამდვილი ოქროსგან იყოს დამზადებული.

ცნობისთვის, რადჰიკა ინდოელი ფარმაცევტული მაგნატის, ვირენ მერჩანტის ქალიშვილია და მის კომპანიაში მუშაობს, ხოლო ანანტი - მამამისის კომპანიაში. ორივე აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლობდა და ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით, 2017 წელს გაიცნეს, რის შემდეგაც მალევე დაიწყეს შეხვედრა.

წყარო: Daily Mail, MSN

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"