მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტომობილთა რეგისტრაციისა და ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი მარტივდება - რა დეტალებს ავრცელებს სამინისტრო
ავტომობილთა რეგისტრაციისა და ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი მარტივდება - რა დეტალებს ავრცელებს სამინისტრო

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და ავ­ტო­მო­ბილ­თა იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შე­მუ­შავ­და და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის ემი­სი­ის ევრო 5 (Euro 5b) სტან­დარ­ტის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2023 წლის 28 ივ­ნი­სის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, გა­ად­ვილ­დე­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის აღ­სრუ­ლე­ბი­სა და მან­ქა­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი.

“გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტი აფარ­თო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ავ­ტო­მო­ბი­ლის ემი­სი­ე­ბის ზღვრულ ნორ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. ეს ცვლი­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის იმ­პორ­ტი­ო­რებს სთა­ვა­ზობს უფრო მეტ მოქ­ნი­ლო­ბას სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე არ­სე­ბულ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს და­ე­მა­ტა ორი ახა­ლი ქვე­ყა­ნა - ის­რა­ე­ლი და ჩი­ნე­თი. აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში სრუ­ლად და­ნერ­გი­ლია ევრო 5 სტან­დარ­ტის ტოლ­ფა­სი მო­თხოვ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ავ­ტო­იმ­პორ­ტი­ო­რებს აღარ დას­ჭირ­დე­ბათ სა­მი­ნის­ტროს დას­კვნა 1 წელ­ზე მეტი ასა­კის და სა­თა­ნა­დო წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ჩი­ნე­თი­დან და ის­რა­ე­ლი­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ან ამ ქვეყ­ნებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის.

გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლი და­წეს­და რო­გორც უკვე ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ­სე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე ახ­ლად და­მა­ტე­ბულ ორ ქვე­ყა­ნა­ში - ის­რა­ელ­სა და ჩი­ნეთ­ში. კერ­ძოდ, ასე­თი 1 წელ­ზე მეტი ასა­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის იმ­პორ­ტი­ორს სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, სა­მი­ნის­ტროს დას­კვნის ასა­ღე­ბად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს წარ­მო­ად­გი­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლის მწარ­მო­ებ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის/დი­ლე­რის მიერ მას­თან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი. დო­კუ­მენ­ტა­ცი­უ­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­ვე გა­ი­ზარ­და აშშ-ში ან აშშ-ს ბაზ­რის­თვის წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვი­საც“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
2

ან არ დადოთ მავანთა ნააზრევი, ან, კეთილი ინებეთ და კომენტარიც გაგვაკეთებინეთ; თუ სხვა მიზეზია, შეგიძლიათ ყველანი შვებულებაში წახვიდეთ.

კალაძე აკომენტარებს გახარია-ხაზარაძის გაერთიანების შესაძლებლობას და აკრიტიკებს მათ წარსულს ...1. ამ გაერთიანებაზე ერთი კვირაა სახელისუფლებო არხები და ზარქუები აკომენტარებენ და მიუხედავად გახარიას პარტიის არაერთო წევრის უარყოფისა, პროპაგანდა მაინც გრძელდება ... 2.თუ გახარია 1%-იანია, როგორც ამტკიცებთ, რატომ ხარჯავთ ამდენ დროს და რესურსს, მის მიმართ არარსებული პოზიციის საკრიტიკოდ? :))

 3.არა მგონია სხვის წარსულზე ლაპარაკი კალაძისათვის მომგებიანი იყოს- სააკაშვილის ქიბა-დიდებაში აღამებდა, ხან პრემიერ გილაურთან ერთად ბიზნესებს აკეთებდა 

დადექით ყველანი და მოწინააღმდეგის ლანძღვისა და ქილიკის გარეშე თქვენი საქმე აკეთეთ და ეს გვანახეთ! ვერ ხედავთ, ზიზღს და სიძულვილა სადამდე მიჰყავს დედამიწა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ავტომობილთა რეგისტრაციისა და ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი მარტივდება - რა დეტალებს ავრცელებს სამინისტრო

ავტომობილთა რეგისტრაციისა და ტექნიკური რეგლამენტის აღსრულების პროცესი მარტივდება - რა დეტალებს ავრცელებს სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, ბიზნეს ასოციაციასთან და ავტომობილთა იმპორტიორებთან თანამშრომლობით, შემუშავდა და, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, განხორციელებული ცვლილების შედეგად, გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის პროცესი.

“განახლებული რეგლამენტი აფართოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ავტომობილის ემისიების ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ეს ცვლილება ავტომობილის იმპორტიორებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობას საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებულ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ორი ახალი ქვეყანა - ისრაელი და ჩინეთი. აღნიშნულ ქვეყნებში სრულად დანერგილია ევრო 5 სტანდარტის ტოლფასი მოთხოვნები. შესაბამისად, დაინტერესებულ ავტოიმპორტიორებს აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა 1 წელზე მეტი ასაკის და სათანადო წელს გამოშვებული, ჩინეთიდან და ისრაელიდან ექსპორტირებული ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციისთვის.

გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და ჩინეთში. კერძოდ, ასეთი 1 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტიორს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს დასკვნის ასაღებად, შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. დოკუმენტაციური ჩამონათვალი ასევე გაიზარდა აშშ-ში ან აშშ-ს ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.