საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ" - მარია ზახაროვა
"ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ" - მარია ზახაროვა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე, დო­ნალდ ტრამპზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ისი­ნი ხელს უწყო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას.

"ზუს­ტად ორი თვის წინ გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა იმ ფაქ­ტზე, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი­სე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბას და ასე­ვე მო­ვიყ­ვა­ნე პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის მცდე­ლო­ბე­ბის ამე­რი­კუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მა­გა­ლი­თე­ბი“, - წერს ზა­ხა­რო­ვა „ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად და­შავ­და. შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ" - მარია ზახაროვა

"ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება, რომ აშშ-ში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას ახალისებენ" - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

"ზუსტად ორი თვის წინ გავამახვილე ყურადღება იმ ფაქტზე, რომ შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, ახალისებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას და ასევე მოვიყვანე პრეზიდენტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების ამერიკული ტრადიციის მაგალითები“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.