საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას" - მეუფე შიო
"სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას" - მეუფე შიო

სუ­ლიწ­მი­დის გარ­და­მოს­ვლამ­დე მო­ცი­ქუ­ლე­ბი ზოგ­ჯერ ავ­ლე­ნენ სი­სუს­ტეს, ავ­ლე­ნენ მერ­ყე­ო­ბას რწმე­ნა­სა და სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, ანუ ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ჩვენც გვა­ხა­სი­ა­თებს, მაგ­რამ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით ამ მერ­ყე­ო­ბი­სა და სი­სუს­ტის დროს ჩვენ უფრო ხში­რად ვშორ­დე­ბით ხოლ­მე ქრის­ტეს და ეს გვა­კარ­გვი­ნებს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი სუ­ლი­ე­რი საყ­რდე­ნი­სა და ჩვე­ნი რწმე­ნის სიძ­ლი­ე­რის შეგ­რძნე­ბას,- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) სვე­ტი­ცხო­ველ­ში ქრის­ტეს თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, წირ­ვა­ზე ერ­თობ­ლი­ვად აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მო­ცი­ქუ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დღე­საც ცო­ცხა­ლია და ის ქა­და­გე­ბა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­მა, დღე­საც გრძელ­დე­ბა.

„ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რელ­ნო მა­მე­ბო, დე­დე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ ათორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლის ხსე­ნე­ბას და სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას. გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის მო­ლოც­ვას და ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ მო­ცი­ქულ­თა სა­ხე­ლე­ბი, მათი ცხოვ­რე­ბა და ღვაწ­ლი, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის შე­ნო­ბის სა­ძირ­კველს, იმ შე­ნო­ბი­სა, რო­მე­ლიც უკვე 2000 წე­ლია დგას და, ღვთის შე­წევ­ნით, მო­მა­ვალ­შიც იდ­გე­ბა, ვიდ­რე ჟამ­თა აღ­სას­რუ­ლამ­დე.

დღეს გახ­ლავთ დღე­სას­წა­უ­ლი ამ დი­დე­ბუ­ლი ტაძ­რი­სა, სა­დაც იკურ­თხე­ბოდ­ნენ და ლო­ცუ­ლობ­დნენ ჩვე­ნი დიდი პატ­რი­არ­ქე­ბი, დიდი მღვდელმთავ­რე­ბი, მე­ფე­ე­ბი.

ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ შეკ­რე­ბილ­ნი და ჩვენ მიერ წირ­ვა­ზე ერ­თობ­ლი­ვად აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მო­ცი­ქუ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დღე­საც ცო­ცხა­ლია ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­სა და ჩვენს ერში, ჩვე­ნი ერის ცხოვ­რე­ბა­ში. რო­დე­საც დღეს ვიხ­სე­ნი­ებთ წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ღვაწ­ლით, თა­ვი­ან­თი სის­ხლი­თა და ცრემ­ლით, ქრის­ტეს ნათ­ლით გა­ნა­ნათ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო და ასე­ვე იმ­ჟა­მინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მხა­რე, გვახ­სენ­დე­ბა სა­ხა­რე­ბი­დან ეპი­ზო­დი, რო­დე­საც უფალ­მა იესო ქრის­ტემ მათ მო­უ­წო­და და უთხრა: „მო­დით და შე­მო­მი­დე­ქით მე“ (მთ. 4, 19). აი, მას შემ­დეგ მო­მა­ვალ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვეს და ქრის­ტეს გაჰ­ყვნენ და ეს მო­წო­დე­ბა უფ­ლი­სა არის მო­წო­დე­ბა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი­სად­მი. ეს არის ასე­ვე მო­ცი­ქუ­ლე­ბის მო­წო­დე­ბა. ეს არის ყვე­ლა იმ წმინ­და­ნის მო­წო­დე­ბა, რომ­ლებ­მაც მო­ცი­ქუ­ლე­ბის მსგავ­სად მი­ა­ტო­ვეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ქრის­ტეს­თან ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ზოგ­ჯერ სა­ხა­რე­ბა­ში მო­ცი­ქულ­თა შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ ისეთ რა­მეს, რაც გვაკ­ვირ­ვებს ხოლ­მე. ჩვენ ვხე­დავთ, რომ სუ­ლიწ­მი­დის გარ­და­მოს­ვლამ­დე მო­ცი­ქუ­ლე­ბი ზოგ­ჯერ ავ­ლე­ნენ სი­სუს­ტეს, ავ­ლე­ნენ მერ­ყე­ო­ბას რწმე­ნა­სა და სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, ანუ ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ჩვენც გვა­ხა­სი­ა­თებს. მაგ­რამ მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით ამ მერ­ყე­ო­ბი­სა და სი­სუს­ტის დროს ჩვენ უფრო ხში­რად ვშორ­დე­ბით ხოლ­მე ქრის­ტეს და ეს გვა­კარ­გვი­ნებს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი სუ­ლი­ე­რი საყ­რდე­ნი­სა და ჩვე­ნი რწმე­ნის სიძ­ლი­ე­რის შეგ­რძნე­ბას.

მო­ცი­ქუ­ლე­ბი კი, მი­უ­ხე­და­ვად მათ მიერ ზოგ­ჯერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ამ უძ­ლუ­რე­ბი­სა, არ ტო­ვებ­დნენ მა­ცხო­ვარს და ყო­ველ­თვის მას­თან იყ­ვნენ, ვი­ნა­ი­დან მათ ჰქონ­დათ უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო: დიდი სიმ­ტკი­ცე და შე­მარ­თე­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა, ქრის­ტეს შედ­გო­მი­სა, რომ ქრის­ტეს­თან ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ჩვენ ძა­ლი­ან გვაკ­ლია ეს თვი­სე­ბა. ამი­ტომ დღეს ჩვენ გვმარ­თებს ვთხო­ვოთ წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებს, ილო­ცონ ჩვენ­თვის, რათა უფალ­მა მოგ­ვცეს ეს სიმ­ტკი­ცე და გამ­ბე­და­ო­ბა, რომ ყო­ველ­თვის გვეს­მო­დეს ხმა ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­წო­დებს და პა­სუხს ვცემ­დეთ ამ მო­წო­დე­ბას მო­ცი­ქუ­ლე­ბის მსგავ­სი ერ­თგუ­ლე­ბით.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი ემ­სა­ხურ­ნენ ღვთის სი­ტყვის ქა­და­გე­ბის საქ­მეს, ისი­ნი ქა­და­გებ­დნენ ქრის­ტეს, ქა­და­გებ­დნენ ქრის­ტეს აღ­დგო­მა­ზე, ისი­ნი აძ­ლი­ე­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს რწმე­ნა­ში, სუ­ლი­ე­რე­ბა­ში. და­ბო­ლოს, ღვთის სი­ტყვის ქა­და­გე­ბი­სა და ქრის­ტეს­თვის მო­წა­მებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი და­ით­მი­ნეს; მათ­მა ქა­და­გე­ბამ, რო­გორც ნათ­ქვა­მია დღე­ვან­დე­ლი დღე­სას­წა­უ­ლის წარ­დგო­მა­ში, მსოფ­ლი­ოს უკი­დუ­რეს მხა­რე­ე­ბამ­დეც კი მი­აღ­წია: „ყო­ველ­სა ქვე­ყა­ნა­სა განხდა ხმა მათი და კი­დე­თა სოფ­ლი­სა­თა სი­ტყვა­ნი მათ­ნი“.

ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ის ქა­და­გე­ბა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­მა, დღე­საც გრძელ­დე­ბა. ჩვენ დღე­საც ვაგ­რძე­ლებთ ქრის­ტეს და­მოწ­მე­ბას, ჩვენ დღე­საც ვა­ცხა­დებთ სა­ხა­რე­ბი­სე­ულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბებს, დღე­საც ვქა­და­გებთ სა­ხა­რე­ბას, რი­თაც ვბა­ძავთ წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებს. ისი­ნი კი თა­ვი­ან­თი ლოც­ვე­ბით გვაძ­ლი­ე­რე­ბენ ამ ღვაწლ­ში, რო­მელ­საც ჩვენ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მათი მი­ბაძ­ვით ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში აღ­ვას­რუ­ლებთ.

მინ­და, დღე­ვან­დე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვუ­ლო­ცო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს, რომ­ლის დიდი მსა­ხუ­რე­ბაც არის ნა­თე­ლი დას­ტუ­რი იმი­სა, რომ სა­მო­ცი­ქუ­ლო მსა­ხუ­რე­ბა და სა­მო­ცი­ქუ­ლო მემ­კვიდ­რე­ო­ბა დღე­საც გრძელ­დე­ბა და მისი უწ­მინ­დე­სო­ბა არის უპირ­ვე­ლე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და მა­ტა­რე­ბე­ლი ამ დიდი მსა­ხუ­რე­ბი­სა. მინ­და, მას ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა, დღეგ­რძე­ლო­ბა და მო­ცი­ქულ­თა შე­წევ­ნა და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მისი ღვაწ­ლის­თვის, რო­მელ­საც იგი ასე­თი სიმ­ტკი­ცით და მო­შურ­ნე­ო­ბით დღე­საც აღას­რუ­ლებს. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ მო­ცი­ქულ­თა დღე­სას­წა­ულს, სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას. უფალ­მა მო­ცი­ქულ­თა ლოც­ვით, სვე­ტი­ცხოვ­ლი­სა და სა­უფ­ლო კვარ­თის მად­ლით, რო­მე­ლიც ამ წმინ­და ტა­ძარ­ში არის და­ვა­ნე­ბუ­ლი, დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ. უფალ­მა და­ლო­ცოს, გა­აძ­ლი­ე­როს და გა­ამ­თლი­ა­ნოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას" - მეუფე შიო

"სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას" - მეუფე შიო

სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები ზოგჯერ ავლენენ სისუსტეს, ავლენენ მერყეობას რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ მათგან განსხვავებით ამ მერყეობისა და სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოველში ქრისტეს თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, წირვაზე ერთობლივად აღვლენილი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია და ის ქადაგება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მოციქულებმა, დღესაც გრძელდება.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ათორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოციქულთა სახელები, მათი ცხოვრება და ღვაწლი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკლესიის შენობის საძირკველს, იმ შენობისა, რომელიც უკვე 2000 წელია დგას და, ღვთის შეწევნით, მომავალშიც იდგება, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

დღეს გახლავთ დღესასწაული ამ დიდებული ტაძრისა, სადაც იკურთხებოდნენ და ლოცულობდნენ ჩვენი დიდი პატრიარქები, დიდი მღვდელმთავრები, მეფეები.

ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი და ჩვენ მიერ წირვაზე ერთობლივად აღვლენილი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ჩვენი ერის ცხოვრებაში. როდესაც დღეს ვიხსენიებთ წმინდა მოციქულებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით, თავიანთი სისხლითა და ცრემლით, ქრისტეს ნათლით განანათლეს საქართველო და ასევე იმჟამინდელი მსოფლიოს ყველა მხარე, გვახსენდება სახარებიდან ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მათ მოუწოდა და უთხრა: „მოდით და შემომიდექით მე“ (მთ. 4, 19). აი, მას შემდეგ მომავალმა მოციქულებმა ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს გაჰყვნენ და ეს მოწოდება უფლისა არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის ასევე მოციქულების მოწოდება. ეს არის ყველა იმ წმინდანის მოწოდება, რომლებმაც მოციქულების მსგავსად მიატოვეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ზოგჯერ სახარებაში მოციქულთა შესახებ ვკითხულობთ ისეთ რამეს, რაც გვაკვირვებს ხოლმე. ჩვენ ვხედავთ, რომ სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები ზოგჯერ ავლენენ სისუსტეს, ავლენენ მერყეობას რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენც გვახასიათებს. მაგრამ მათგან განსხვავებით ამ მერყეობისა და სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას.

მოციქულები კი, მიუხედავად მათ მიერ ზოგჯერ გამოვლენილი ამ უძლურებისა, არ ტოვებდნენ მაცხოვარს და ყოველთვის მასთან იყვნენ, ვინაიდან მათ ჰქონდათ უმთავრესი თვისება, ძვირფასო ძმებო და დებო: დიდი სიმტკიცე და შემართება, გამბედაობა, ქრისტეს შედგომისა, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ჩვენ ძალიან გვაკლია ეს თვისება. ამიტომ დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს ეს სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ ამ მოწოდებას მოციქულების მსგავსი ერთგულებით.

წმინდა მოციქულები ემსახურნენ ღვთის სიტყვის ქადაგების საქმეს, ისინი ქადაგებდნენ ქრისტეს, ქადაგებდნენ ქრისტეს აღდგომაზე, ისინი აძლიერებდნენ ადამიანებს რწმენაში, სულიერებაში. დაბოლოს, ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილი დაითმინეს; მათმა ქადაგებამ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის წარდგომაში, მსოფლიოს უკიდურეს მხარეებამდეც კი მიაღწია: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ძვირფასო ძმებო და დებო, ის ქადაგება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მოციქულებმა, დღესაც გრძელდება. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ქრისტეს დამოწმებას, ჩვენ დღესაც ვაცხადებთ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს, დღესაც ვქადაგებთ სახარებას, რითაც ვბაძავთ წმინდა მოციქულებს. ისინი კი თავიანთი ლოცვებით გვაძლიერებენ ამ ღვაწლში, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მათი მიბაძვით ჩვენს ცხოვრებაში აღვასრულებთ.

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის დიდი მსახურებაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ სამოციქულო მსახურება და სამოციქულო მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება და მისი უწმინდესობა არის უპირველესი გამოვლინება და მატარებელი ამ დიდი მსახურებისა. მინდა, მას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მოციქულთა შეწევნა და დიდი მადლობა გადავუხადო მისი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით და მოშურნეობით დღესაც აღასრულებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას. უფალმა მოციქულთა ლოცვით, სვეტიცხოვლისა და საუფლო კვართის მადლით, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დავანებული, დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ.