პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ყველას უყვარდა... მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?
"ირაკლი ყველას უყვარდა... მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბა­თუმ­ში, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად 18 წლის ირაკ­ლი ირე­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ბიჭი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ტრა­გე­დია ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ხუ­რა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას მოხ­და. სა­მუ­შა­ო­ებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია “ალი­გა­ტო­რი-1” აწარ­მო­ებ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­თე­სა­ვი იყო სწო­რედ და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.

AMBEBI.GE-ს ირაკ­ლის კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ნინო ზა­ქა­რი­ა­ძე ესა­უბ­რა:

"ირაკ­ლის ინ­გლი­სურს ვას­წავ­ლი­დი, თან მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვარ. ირაკ­ლი დვაბ­ზუ­დან და­დი­ო­და ნა­სა­კი­რა­ლის სკო­ლა­ში. დღეს და­მი­რე­კა ჩემ­მა მოს­წავ­ლემ და მი­თხრა, რომ ირაკ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყო და სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და. მეტი არა­ფე­რი ვიცი... კლას­ში ორი ირაკ­ლი ირე­მა­ძე მყავ­და და პირ­ვე­ლი ეგ ვი­კი­თხე, რო­მე­ლი-მეთ­ქი, თუმ­ცა რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და... ირაკ­ლის მამა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მუ­შა­ობ­და. მა­ის­ში, როცა ბავ­შვებს ბოლო ზა­რის­თვის ვამ­ზა­დებ­დი, მი­თხრა, არ ვიცი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ მი­ვი­ღებ, ბა­თუმ­ში უნდა წა­ვი­დე სა­მუ­შა­ო­დო.

ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ წახ­ვი­დე ირა, ვი­მე­ცა­დი­ნოთ, ბოლო ზარ­ზე გა­მო­დი-თქო, ხათ­რი ვე­ღარ გა­მი­ტე­ხა, დამ­თან­ხმდა და გა­მო­ვი­და კი­დეც სი­ტყვით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი იყო, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი, ალა­ლი, მარ­თა­ლი, სულ იღი­მო­და, ერ­თთა­ვად კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. ირას დი­დად სწავ­ლა არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ მე ამით არას­დროს ვა­ფა­სებ­დი მას, ადა­მი­ა­ნუ­რი ბიჭი იყო და ეს იყო მისი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა.

რო­გორც ვიცი, ირაკ­ლის ძმა ჰყავს, დედა არ მუ­შა­ობ­და, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ირაკ­ლი ბოლო ზარ­ზე როცა მო­ვი­და, ერთი რამ მე­უც­ნა­უ­რა: პე­რანგზე მი­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ­დით და იქ ვნა­ხე ისე­თი პე­სი­მის­ტუ­რი ტექ­სტი, რა­მაც გული ძა­ლი­ან მატ­კი­ნა. ვკი­თხე, ირაკ­ლი, ეს ვინ და­გი­წე­რა-მეთ­ქი, და დე­და­მო. რა­ღაც სიკ­ვდილ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, დედა უწერ­და, მე რომ მოვ­კვდე­ბიო, თუ რა­ღაც მსგავ­სი. ისე ლა­მა­ზად ჰქონ­და თმა შეჭ­რი­ლი, ვკი­თხე, ვინ შე­გაჭ­რა-მეთ­ქი და დე­და­მო.

დედა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, სულ დე­დას ახ­სე­ნებ­და. უკონ­ფლიქ­ტო იყო და ყვე­ლას უყ­ვარ­და, პა­ტა­რა შე­კა­მა­თე­ბაც კი არ მახ­სოვს, მის­გან ისე­თი სით­ბო მო­დი­ო­და... იმა­ზე იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ ემუ­შა­ვა, სულ ამა­ზე მე­სა­უბ­რე­ბო­და. ისე მატ­კი­ნა გული, ვერ აღ­გი­წერთ, ბავ­შვსაც გა­აჩ­ნია, ის იმ­დე­ნად კარ­გი იყო... მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ალ­ბათ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ იყო და­ცუ­ლი, თო­რემ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ხომ არ მოხ­დე­ბო­და? ესაა ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა... სიკ­ვდილ­საც ხომ გა­აჩ­ნია? მთე­ლი დღეა, მკვდა­რი­ვით ვარ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ირაკლი ყველას უყვარდა... მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?

"ირაკლი ყველას უყვარდა... მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?

ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 18 წლის ირაკლი ირემაძე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ტრაგედია ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის რეაბილიტაციისას მოხდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლის ნათესავი იყო სწორედ დაღუპული არასრულწლოვანი.

AMBEBI.GE-ს ირაკლის კლასის დამრიგებელი ნინო ზაქარიაძე ესაუბრა:

"ირაკლის ინგლისურს ვასწავლიდი, თან მისი კლასის დამრიგებელი ვარ. ირაკლი დვაბზუდან დადიოდა ნასაკირალის სკოლაში. დღეს დამირეკა ჩემმა მოსწავლემ და მითხრა, რომ ირაკლი მშენებლობაზე იყო და სახურავიდან გადმოვარდა. მეტი არაფერი ვიცი... კლასში ორი ირაკლი ირემაძე მყავდა და პირველი ეგ ვიკითხე, რომელი-მეთქი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა... ირაკლის მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა. მაისში, როცა ბავშვებს ბოლო ზარისთვის ვამზადებდი, მითხრა, არ ვიცი, მონაწილეობას თუ მივიღებ, ბათუმში უნდა წავიდე სამუშაოდო.

ვეუბნებოდი, არ წახვიდე ირა, ვიმეცადინოთ, ბოლო ზარზე გამოდი-თქო, ხათრი ვეღარ გამიტეხა, დამთანხმდა და გამოვიდა კიდეც სიტყვით. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, თბილი, ალალი, მართალი, სულ იღიმოდა, ერთთავად კარგ ხასიათზე იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. ირას დიდად სწავლა არ უყვარდა, მაგრამ მე ამით არასდროს ვაფასებდი მას, ადამიანური ბიჭი იყო და ეს იყო მისი მთავარი ღირსება.

როგორც ვიცი, ირაკლის ძმა ჰყავს, დედა არ მუშაობდა, საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. ირაკლი ბოლო ზარზე როცა მოვიდა, ერთი რამ მეუცნაურა: პერანგზე მინაწერებს ვაკეთებდით და იქ ვნახე ისეთი პესიმისტური ტექსტი, რამაც გული ძალიან მატკინა. ვკითხე, ირაკლი, ეს ვინ დაგიწერა-მეთქი, და დედამო. რაღაც სიკვდილზე იყო საუბარი, დედა უწერდა, მე რომ მოვკვდებიო, თუ რაღაც მსგავსი. ისე ლამაზად ჰქონდა თმა შეჭრილი, ვკითხე, ვინ შეგაჭრა-მეთქი და დედამო.

დედა ძალიან უყვარდა, სულ დედას ახსენებდა. უკონფლიქტო იყო და ყველას უყვარდა, პატარა შეკამათებაც კი არ მახსოვს, მისგან ისეთი სითბო მოდიოდა... იმაზე იყო მოტივირებული, რომ ემუშავა, სულ ამაზე მესაუბრებოდა. ისე მატკინა გული, ვერ აღგიწერთ, ბავშვსაც გააჩნია, ის იმდენად კარგი იყო... მშენებლობაზე ალბათ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული, თორემ ეს საშინელება ხომ არ მოხდებოდა? ესაა ჩვენი უბედურება... სიკვდილსაც ხომ გააჩნია? მთელი დღეა, მკვდარივით ვარ, ძალიან ცუდად ვარ".

წაიკითხეთ ასევე: