პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცით, რატომ არის ზაფხული კითხვისთვის საუკეთესო დრო?
იცით, რატომ არის ზაფხული კითხვისთვის საუკეთესო დრო?

ზა­ფხუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის დარ­ღვე­ვის სა­უ­კე­თე­სო დროა. მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა აძ­ლევს, მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მონ სა­კუ­თარ ჰობს, დას­ვე­ნე­ბას, რე­ლაქ­სა­ცი­ას და ამავდრო­უ­ლად, კი­თხვა­საც, რაც გან­ტვირ­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ კი­თხვა არა მხო­ლოდ გან­ტვირ­თვის, არა­მედ თვით­შე­მეც­ნე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გახ­ლავთ. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მარ­ტი­ვი გზაა. ის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ იმოგ­ზა­უ­როთ ახალ და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ფან­ტას­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში, შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟებს ან უბ­რა­ლოდ ჩა­ი­კარ­გოთ სა­ინ­ტე­რე­სო თხრო­ბა­ში.

წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო მეგ­ზუ­რია ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც მა­ტა­რე­ბელ­სა თუ თვითმფრი­ნავ­ში. დღის ბო­ლოს ჰა­მაკ­ში გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მელ­თან ერ­თად კი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნის კი­თხვა ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღის მშვე­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლია.

ზა­ფხუ­ლი მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო დროა, ხელი გა­უშ­ვათ ეკ­რა­ნებს და აი­ღოთ წიგ­ნე­ბი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მარ­ტი­ვი და სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ე­ბი გიყ­ვართ, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბი, ამო­უც­ნო­ბი ფენ­ტე­ზი თუ ჩახ­ლარ­თუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის ამოხ­სნა, თქვენ წინ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ლო­დე­ბათ.

ჩვენ კი გირ­ჩევთ რამ­დე­ნი­მე წიგნს, რომ­ლის წა­სა­კი­თხა­დაც ზა­ფხუ­ლი ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო დროა.

„და­ი­წყე სა­კუ­თა­რი თა­ვით“ - პეტ­რა ველ­ზე­ბო­რი

"ბევ­რი ჩვენ­გა­ნი გა­მო­ფიტ­ვის ზღვარ­ზე მუ­შა­ობს და კა­რი­ე­რას შრო­მა-დას­ვე­ნე­ბის ჯან­სა­ღი ბა­ლან­სის რე­ჟიმ­საც სწი­რავს. არა­და, წარ­მა­ტე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა სწო­რედ სა­კუ­თა­რი თა­ვით უნდა და­ვი­წყოთ. ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­დაღ­ლი­სა და გა­მო­ფიტ­ვის გზას მივ­დი­ოთ, მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი პეტ­რა ველ­ზე­ბო­რი გვას­წავ­ლის, რო­გორ უნდა ვიზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სუ­ლი­ერ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი უნდა და­ვიც­ვათ. „და­ი­წყეთ სა­კუ­თა­რი თა­ვით“ და­გეხ­მა­რე­ბათ ში­ნა­გა­ნი და გარე გავ­ლე­ნე­ბის გა­აზ­რე­ბის, პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მე­ქა­ნიზ­მე­ბის სა­სი­ცო­ცხლო სტრა­ტე­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში, რაც ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას მო­გი­ტანთ. პეტ­რა ველ­ზე­ბო­რი პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რდნო­ბა, რო­დე­საც ტრავ­მებ­სა თუ სიძ­ნე­ლე­ებ­თან ჭი­დი­ლის თა­ო­ბა­ზე სა­კუ­თარ მიგ­ნე­ბებს გვი­ზი­ა­რებს და ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბის გა­და­ლახ­ვა­სა და და­დე­ბი­თი მსოფ­ლა­ღ­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გვას­წავ­ლის. „და­ი­წყეთ სა­კუ­თა­რი თა­ვით“ გა­ჯე­რე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ანა­ლი­ზი­თა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის მა­გა­ლი­თე­ბით. ეს წიგ­ნი იქ­ცე­ვა მთა­ვარ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ მათ­თვის, ვი­საც სურს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვი­სას და უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რა.“

„ქალი“ - ანი ერნო

რა აშო­რებს და აკავ­ში­რებს დე­დებ­სა და ქა­ლიშ­ვი­ლებს? რა არის მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ფა­ქი­ზი და, იმავდრო­უ­ლად, უმ­ტკი­ცე­სი კავ­ში­რის სა­ფუძ­ვე­ლი? რა იც­ვლე­ბა მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გზა­დაგ­ზა, ბავ­შვო­ბი­დან ხან­დაზ­მუ­ლო­ბამ­დე? რას აღ­მო­ვა­ჩენთ, როცა უკან გა­ვი­ხე­დავთ და ვეც­დე­ბით, თა­ვი­დან დავი ნა­ხოთ და ვიგ­რძნოთ უკვე ნა­ნა­ხი და გან­ცდი­ლი ამ­ბე­ბი? ანი ერ­ნოს დედა სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი ორი წელი ალ­ცჰა­ი­მე­რით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. „ქალი“ მისი ამ­ბა­ვია _ ამა­ფო­რი­ა­ქე­ბე­ლი და ღრმად ემო­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი დე­დებ­სა და შვი­ლებ­ზე, ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და სი­ბე­რე­ზე, ხსოვ­ნა­სა და და­ვი­წყე­ბა­ზე. ამ ამ­ბის მო­ყო­ლა მწერ­ლის­თვის აღ­მოჩ­ნდა გზა, თვი­თონ „ემ­შო­ბი­ა­რა“ დედა _ ეპო­ვა ის, ვინც შე­ა­კავ­ში­რებ­და ამ ყვე­ლა­ფერს, ეპო­ვა ქალი თა­ვის დე­და­ში.

„დე­ი­ზი ჯო­უნ­სი და ექ­ვსე­უ­ლი“ - ტე­ი­ლორ ჯენ­კინს რე­ი­დი

"რო­კჯ­გუ­ფი "დე­ი­ზი ჯო­უნ­სი და ექ­ვსე­უ­ლი" ნამ­დვი­ლი ლე­გენ­და გახ­და, მისი სო­ლის­ტი კი, დე­ი­ზი, თა­ვი­სი დრო­ის კერ­პი. თით­ქმის ყვე­ლა გო­გო­ნა ოც­ნე­ბობს იყოს ისე­თი­ვე მომ­ხიბ­ლა­ვი და ნი­ჭი­ე­რი, რო­გო­რიც დე­ი­ზი ჯო­უნ­სია... მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში, 1979 წელს, ჯგუ­ფის ერ­თი­ა­ნო­ბას ბზა­რი შე­ე­პა­რა, პირ­და­პირ მათ ბოლო, ივ­ლი­სის კონ­ცერ­ტზე. თვით ათწლე­უ­ლის შემ­დე­გაც არ არის ცნო­ბი­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი, მაგ­რამ "დე­ი­ზი ჯო­უნ­სი და ექ­ვსე­უ­ლი" მთელ მსოფ­ლი­ოს ახ­სოვს. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ვნე­ბის, სკან­და­ლე­ბი­სა და როკ-ენ-რო­ლის ის­ტო­რი­აა, გა­მო­ცა­ნა, სავ­სე სიყ­ვა­რუ­ლით, ეჭ­ვი­ა­ნო­ბით, ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­თა და მშვე­ნი­ე­რი მუ­სი­კით, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნე­ბის გული და­ი­პყრო. დად­გა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის­თვის ფარ­დის ახ­დის დრო..

„ეგებ ოდეს­მე“ - ჩეს­კა მე­ი­ჯო­რი

ემა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, მთე­ლი დღე ტე­ლე­ფონს ჩაჰ­კირ­კი­ტებს, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის "სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე" მე­სი­ჯებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბებს პა­სუ­ხობს, დე­დე­ბის კო­მი­ტე­ტის აქ­ტი­უ­რი წევ­რი­ცაა, დარ­ბის საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე და ამა­სო­ბა­ში მისი ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლდე­ბა ოჯახს, ქმარ­სა და ორ შვილს, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად უყ­ვარს. სა­ღა­მო­ო­ბით, როცა შინ ქან­ცგა­წყვე­ტი­ლი ბრუნ­დე­ბა, დიდი გა­მოც­და და გან­საც­დე­ლი ელო­დე­ბა, თა­ნაც ყო­ველ­დღე... ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვე მე­ორ­დე­ბა, გა­ის­მის მუხ­რუ­ჭე­ბის ხმა და... დენი მკვდა­რია. მე­ო­რე დღეს იღ­ვი­ძებს და... დენი ცო­ცხა­ლია, ისევ ორ­შა­ბა­თია და ისევ 3 დე­კემ­ბე­რი... ისევ... ისევ და ისევ... რო­გორ აღუდ­გე­ბა ემა წინ ბე­დის­წე­რას? საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად ნუთუ მისი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი?

„ძა­ლა­უფ­ლე­ბის 48 კა­ნო­ნი“ - რო­ბერტ გრი­ნი

მო­რა­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, მზაკ­ვრუ­ლო­ბით, და­უნ­დობ­ლო­ბი­თა და დამ­რი­გებ­ლუ­რი ში­ნა­არ­სით გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი ნაშ­რო­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­მი­ა­თას­წლი­ან ის­ტო­რი­ას მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ორ­მოც­დარ­ვა კა­ნო­ნის სა­ხით გვთა­ვა­ზობს. დი­ზა­ი­ნი­თაც და ში­ნა­არ­სი­თაც მიმ­ზიდ­ვე­ლი ეს თა­მა­მი წიგ­ნი გად­მოგ­ვცემს ძა­ლა­უფ­ლე­ბის კა­ნო­ნე­ბის და­უნ­დო­ბელ არსს, აერ­თი­ა­ნებს მა­კი­ა­ვე­ლის, სუნ ძის, კარლ ფონ კლა­უ­ზე­ვი­ცი­სა და სხვა დიდი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბის მო­საზ­რე­ბებს. ზო­გი­ერ­თი კა­ნო­ნი შეგ­ვახ­სე­ნებს წინ­და­ხე­დუ­ლო­ბი­სა და სიფრ­თხი­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას („არა­სო­დეს დაჩ­რდი­ლოთ თქვე­ნი ზემ­დგო­მი""), ზო­გი­ერ­თი მო­ი­თხოვს სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვას („და­მა­ლეთ თქვე­ნი ზრახ­ვე­ბი""), ზო­გი­ერ­თი კი მოგ­ვი­წო­დებს, და­ვი­ვი­წყოთ შებ­რა­ლე­ბა და გულ­მო­წყა­ლე­ბა („მტე­რი ბო­ლომ­დე გა­ა­ნად­გუ­რეთ""). მოგ­წონთ თუ არა, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა კა­ნო­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამის დას­ტუ­რია ავ­ტო­რის მიერ მა­გა­ლი­თე­ბად მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეთ I-ის, ჰენ­რი კი­სინ­ჯე­რის, პ. ტ. ბარ­ნუ­მი­სა და სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ან ფლობ­დნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ან მისი მსხვერ­პლნი აღ­მოჩ­ნდნენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

იცით, რატომ არის ზაფხული კითხვისთვის საუკეთესო დრო?

იცით, რატომ არის ზაფხული კითხვისთვის საუკეთესო დრო?

ზაფხული ყოველდღიური რუტინის დარღვევის საუკეთესო დროა. მეტი თავისუფალი დრო სხვადასხვა ასაკის ადამიანებს საშუალება აძლევს, მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ ჰობს, დასვენებას, რელაქსაციას და ამავდროულად, კითხვასაც, რაც განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კითხვა არა მხოლოდ განტვირთვის, არამედ თვითშემეცნების კარგი შესაძლებლობაც გახლავთ. სწორად შერჩეული წიგნი ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის მარტივი გზაა. ის საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ ახალ და რიგ შემთხვევაში, ფანტასტიკურ სამყაროში, შეხვდეთ საინტერესო პერსონაჟებს ან უბრალოდ ჩაიკარგოთ საინტერესო თხრობაში.

წიგნი საუკეთესო მეგზურია ხანგრძლივი მოგზაურობის დროსაც მატარებელსა თუ თვითმფრინავში. დღის ბოლოს ჰამაკში გამაგრილებელ სასმელთან ერთად კი საინტერესო წიგნის კითხვა ზაფხულის ცხელი დღის მშვენიერი დასასრულია.

ზაფხული მართლაც საუკეთესო დროა, ხელი გაუშვათ ეკრანებს და აიღოთ წიგნები. არ აქვს მნიშვნელობა მარტივი და სახალისო ისტორიები გიყვართ, დამაფიქრებელი ისტორიული რომანები, ამოუცნობი ფენტეზი თუ ჩახლართული საიდუმლოებების ამოხსნა, თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ.

ჩვენ კი გირჩევთ რამდენიმე წიგნს, რომლის წასაკითხადაც ზაფხული ნამდვილად საუკეთესო დროა.

„დაიწყე საკუთარი თავით“ - პეტრა ველზებორი

"ბევრი ჩვენგანი გამოფიტვის ზღვარზე მუშაობს და კარიერას შრომა-დასვენების ჯანსაღი ბალანსის რეჟიმსაც სწირავს. არადა, წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. ნაცვლად იმისა, რომ გადაღლისა და გამოფიტვის გზას მივდიოთ, მენტალური ჯანმრთელობის ცნობილი ექსპერტი პეტრა ველზებორი გვასწავლის, როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობასა და სულიერ ჯანმრთელობაზე, რა პრიორიტეტები უნდა დავიცვათ. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ დაგეხმარებათ შინაგანი და გარე გავლენების გააზრების, პიროვნების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების სასიცოცხლო სტრატეგიების ათვისებაში, რაც ბედნიერ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას მოგიტანთ. პეტრა ველზებორი პირად გამოცდილებას ეყრდნობა, როდესაც ტრავმებსა თუ სიძნელეებთან ჭიდილის თაობაზე საკუთარ მიგნებებს გვიზიარებს და ცხოვრებაში რთული პერიოდების გადალახვასა და დადებითი მსოფლაღქმის ჩამოყალიბებას გვასწავლის. „დაიწყეთ საკუთარი თავით“ გაჯერებულია კონკრეტული ცხოვრებისეული შემთხვევების ანალიზითა და ფსიქოლოგიური კვლევების მაგალითებით. ეს წიგნი იქცევა მთავარ სახელმძღვანელოდ მათთვის, ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას და უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და კარიერა.“

„ქალი“ - ანი ერნო

რა აშორებს და აკავშირებს დედებსა და ქალიშვილებს? რა არის მათ შორის ყველაზე ფაქიზი და, იმავდროულად, უმტკიცესი კავშირის საფუძველი? რა იცვლება მათ ურთიერთობაში გზადაგზა, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე? რას აღმოვაჩენთ, როცა უკან გავიხედავთ და ვეცდებით, თავიდან დავი ნახოთ და ვიგრძნოთ უკვე ნანახი და განცდილი ამბები? ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა _ ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.

„დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“ - ტეილორ ჯენკინს რეიდი

"როკჯგუფი "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია... მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო, ივლისის კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..

„ეგებ ოდესმე“ - ჩესკა მეიჯორი

ემა ძალიან დაკავებულია, მთელი დღე ტელეფონს ჩაჰკირკიტებს, თანამშრომლებისა და ავტორების "საგანგებო სიტუაციებზე" მესიჯებსა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებს პასუხობს, დედების კომიტეტის აქტიური წევრიცაა, დარბის საქმიან შეხვედრებზე და ამასობაში მისი ყურადღება აკლდება ოჯახს, ქმარსა და ორ შვილს, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. საღამოობით, როცა შინ ქანცგაწყვეტილი ბრუნდება, დიდი გამოცდა და განსაცდელი ელოდება, თანაც ყოველდღე... ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, გაისმის მუხრუჭების ხმა და... დენი მკვდარია. მეორე დღეს იღვიძებს და... დენი ცოცხალია, ისევ ორშაბათია და ისევ 3 დეკემბერი... ისევ... ისევ და ისევ... როგორ აღუდგება ემა წინ ბედისწერას? საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ნუთუ მისი დიდი სიყვარული არ იქნება საკმარისი?

„ძალაუფლების 48 კანონი“ - რობერტ გრინი

მორალის უგულებელყოფით, მზაკვრულობით, დაუნდობლობითა და დამრიგებლური შინაარსით გამორჩეული ეს დამაინტრიგებელი ნაშრომი ძალაუფლების სამიათასწლიან ისტორიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორმოცდარვა კანონის სახით გვთავაზობს. დიზაინითაც და შინაარსითაც მიმზიდველი ეს თამამი წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს. ზოგიერთი კანონი შეგვახსენებს წინდახედულობისა და სიფრთხილის აუცილებლობას („არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი""), ზოგიერთი მოითხოვს საიდუმლოს დაცვას („დამალეთ თქვენი ზრახვები""), ზოგიერთი კი მოგვიწოდებს, დავივიწყოთ შებრალება და გულმოწყალება („მტერი ბოლომდე გაანადგურეთ""). მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში ყველა კანონი გამოიყენება. ამის დასტურია ავტორის მიერ მაგალითებად მოყვანილი ფაქტები დედოფალ ელიზაბეთ I-ის, ჰენრი კისინჯერის, პ. ტ. ბარნუმისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც ან ფლობდნენ ძალაუფლებას, ან მისი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

R