ავტორი:

62 წლის რუს აქტივისტ ქალს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, 2 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში მოთავსეს

62 წლის რუს აქტივისტ ქალს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, 2 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში მოთავსეს

პენსიონერი და პოლიტპატიმარი ნატალია ფილონოვა გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს. ადამიანის უფლებების რუსი აქტივისტის, სვიატოსლავ ხრომენკოვის თქმით, ფილონოვა ამჟამად ციხის იმ განყოფილებაშია, სადაც პატიმრებზე უფრო მკაცრი კონტროლია დაწესებული - შეზღუდული აქვთ წვდომა ციხის სხვა არეალებზე და ასევე ეზღუდებათ შეხვედრები ახლობლებთან.

ნატალია ფილონოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს. მას ბრალი წაუყენეს პოლიციელებზე თავდასხმაში. ფილონოვა უკრაინაში ომის წინააღმდეგია. იგი ბრალდებას არ ცნობს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2023 წლის აგვისტოში, ულან-უდეს ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ 61 წლის ფილონოვას 2 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო იგი მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში. სახელმწიფო პროკურატურა 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

2024 წლის მაისში ნატალია ფილონოვამ უარი თქვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ შეწყალებაზე.