ავტორი:

75 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი შელი დიუვალი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი შელი დიუვალი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი, შელი დიუვალი გარდაიცვალა. ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, დიუვალი საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა - მიზეზად დიაბეტის გართულება დასახელდა.

”ჩემმა ძვირფასმა, ტკბილმა, მშვენიერმა ცხოვრების პარტნიორმა და მეგობარმა დაგვტოვა. ბოლო პერიოდში ძალიან იტანჯებოდა, ახლა თავისუფალია. გაფრინდი, ლამაზო შელი" - განაცხადა დიუვალის პარტნიორმა დენ გილროიმ.

დიუვალმა კარიერა 1970-იან წლებში რობერტ ოლტმენის ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. 1980 წელს დიუვალმა მონაწილეობა მიიღო სტენლი კუბრიკის ფილმში ნათება, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს. ფილმში მან ვენდი ტორენსის, ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟის ცოლის, როლი შეასრულა. კინოკარიერის გარდა დიუვალი მცირეწლოვან მაყურებელზე გათვლილ სატელევიზიო პროგრამებზე მუშაობდა, რომელთა როგორც შემქმნელი, ასევე წამყვანიც იყო, ესენია: ჯადოსნური ზღაპრების თეატრი (1982-1887) და ზღაპრები & ლეგენდები (1985-1987).