ავტორი:

"ეს არის ომის სახე - ზახარი დრონის აფეთქების შედეგად დაშავდა" - ისტორია უკრაინელ ჯარისკაცზე, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა

"ეს არის ომის სახე - ზახარი დრონის აფეთქების შედეგად დაშავდა" - ისტორია უკრაინელ ჯარისკაცზე, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა

უკრაინული BBC, პროექტ “სკულპტურის“ ფარგლებში, უკრაინელი ჯარისკაცის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ფოტოგრაფმა მარტა სირკომ გადაიღო. ჯარისკაცი, სახელად ზახარი რუსეთ- უკრაინის ომში პირველივე დღეებიდან ჩაერთო. 2022 წელს ის დრონის აფეთქების შედეგად დაშავდა.

“ის, რაც მე ვნახე, იყო ძლიერი და მოსიყვარულე წყვილი, რომელიც ჩემთან ფოტოსესიისთვის მოვიდა. ზახარის ცოლი ყოველთვის მის გვერდით არის და ეხმარება. თავად ზახარი საინტერესო და ინტელექტუალური ადამიანია, მან ისაუბრა მის შეხედულებაზე ცხოვრების შესახებ და გაიხსენა ტრავმის მიღების წამები“, - ავრცელებს უკრაინული BBC “ფეისბუქის“ გვერდზე.

"ეს არის ომის სახე. აქ ასახულია ტკივილი, დარდი, ძალა და მამაცი მზერა მომავლისკენ. გამძლეობა და მხნეობა თქვენ! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მადლობა გმირობის მაგალითისთვის. დიდება გმირებს!“ - წერს უკრაინის მკვიდრი ფოტოების ნახვისას.