ავტორი:

დააკავეს მამაკაცი, რომელიც შარვალში დამალული 100 გველის გადატანას ჩინეთში მალულად ცდილობდა (ვიდეო)

დააკავეს მამაკაცი, რომელიც შარვალში დამალული 100 გველის გადატანას ჩინეთში მალულად ცდილობდა (ვიდეო)

ჩინელმა მებაჟეებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ჰონგ კონგიდან ჩინეთში 100-ზე მეტი ცოცხალი გველის კონტრაბანდულად გადაყვანას ცდილობდა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, მას ტილოს ჩანთებში გახვეული ქვეწარმავლები შარვალში ჰქონდა დამალული.

საბაჟო ოფიცრებმა მამაკაცი ჰონგ-კონგსა და ქალაქ შენჟენს შორის სასაზღვრო გადასასვლელთან “მწვანე დერეფანში“ გააჩერეს.

ჩხრეკისას გაირკვა, რომ შარვალში დამალულ ექვს ჩანთაში, მთლიანობაში 104 ცოცხალი გველი იყო. სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ორი მებაჟე ათვალიერებს პლასტმასის ჩანთებს, რომლებიც სავსეა წითელი, ვარდისფერი და თეთრი გველებით.

ქვეწარმავლების უმეტესობა მცირე ზომის იყო.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კანონები ცხოველთა უცხო სახეობების ქვეყანაში იმპორტს სპეციალური ნებართვის გარეშე კრძალავს.

წყარო: bbc