"2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას.
"2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომლითაც ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დესტრუქციულ ტენდენციებს შემოაბრუნებს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.
"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.