პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჩამჩირე, როგორც რუსული ფლოტის ბაზა - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს: რას წერს მედია
ოჩამჩირე, როგორც რუსული ფლოტის ბაზა - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს: რას წერს მედია
  • რო­გორც გა­მო­ცე­მა Naval News იტყო­ბი­ნე­ბა, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გემი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში შე­ნიშ­ნეს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ შავი ზღვის პორ­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბაზა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის­თვის და გახ­დეს უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფა­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის­გან. თუმ­ცა, ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­აა, რაც ამ ნა­ბიჯს პო­ლი­ტი­კუ­რად თა­მამს და ჩახ­ლარ­თულს ხდის.

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გემი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ნო­ვო­რო­სი­ის­კშია და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი, ოჩამ­ჩი­რის პორ­ტში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­ნაკ­და. პორ­ტი აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­საც რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს. ად­გი­ლობ­რივ­მა რუ­სე­თის­გან მხარ­და­ჭე­რილ­მა ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტი პორ­ტში მუდ­მივ ბა­ზას და­ა­არ­სებ­და.

ბა­ზა­ში უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე მცი­რე ზო­მის FSB-ს (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის) სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღა. ეს პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო გე­მის ვი­ზი­ტია ამ მხა­რე­ში.

"ნა­ბი­ჯი სა­კა­მა­თოა, რად­გან პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შია, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩათ­რე­ვას რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში. რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა სცა­დოს პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა თავ­დას­ხმე­ბის­გან თავ­შე­საფ­რად, მათ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ის, რო­გორც უსაფრ­თხო ბაზა საბ­რძო­ლო მი­სი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. უკ­რა­ი­ნის ვა­რი­ან­ტე­ბი კი გარ­თულ­დე­ბა, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თის მიერ კონ­ტროლ­დე­ბა". - წერს Naval News.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გემი პრო­ექტ 22870-ის დამ­ხმა­რე გე­მია. ის 28 ივ­ნისს, თა­ვის “მშობ­ლი­ურ” პორ­ტში, ნო­ვო­რო­სი­ის­კში შე­ნიშ­ნეს. შემ­დეგ, 1 ივ­ლისს "გაქ­რა" და ოჩამ­ჩი­რე­ში 4 და 5 ივ­ლისს გა­მოჩ­ნდა.

3 ივ­ლისს უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო (GUR) ნო­ვო­რო­სი­ისკს თავს და­ეს­ხა. მათ­მა Magura უპი­ლო­ტო ზე­და­პი­რულ­მა ხო­მალ­დებ­მა (USV) იმ ნავ­მი­სად­გომს და­არ­ტყეს, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ, გემი დგას ხოლ­მე. ერთი ჰი­პო­თე­ზა, შე­სა­ბა­მი­სად, არის ის, რომ გემი ზღვა­ში იყო და თავ­დას­ხმის­გან თავ­შე­სა­ფა­რი ოჩამ­ჩი­რე­ში მო­ძებ­ნა.

2022 წელს რუ­სე­თის ფლო­ტი შავ ზღვა­ზე დო­მი­ნი­რებ­და. მისი მთა­ვა­რი ბაზა სე­ვას­ტო­პო­ლი იყო. მას შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­ხედ­რო გემი და­კარ­გა. სე­ვას­ტო­პო­ლი შე­და­რე­ბით და­უც­ვე­ლია USV-ების, ნაღ­მე­ბის, სა­ჰა­ე­რო დრო­ნე­ბი­სა და რა­კე­ტე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ზღვაო აქ­ტი­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თით ნო­ვო­რო­სი­ის­კში გა­და­ი­ტა­ნეს. ისი­ნი აქაც საფრ­თხის ქვეშ არი­ან. ამ­რი­გად, ოჩამ­ჩი­რემ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთს უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის­გან "პო­ლი­ტი­კუ­რად ჩახ­ლარ­თუ­ლი" თავ­შე­სა­ფა­რი შეს­თა­ვა­ზოს.

რა მი­ზე­ზიც არ უნდა იყოს, გემი შავი ზღვის ფლოტ­ში აქ­ტი­უ­რია და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პორ­ტი შე­და­რე­ბით პა­ტა­რაა, მას მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია, რამ­დე­ნი­მე დიდ სამ­ხედ­რო გემს უმას­პინ­ძლოს. ეს შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს სა­დე­სან­ტო გე­მებს ან ფრე­გა­ტებს. უფრო დიდი გე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნა­პირ­ზე კი­ჩო­თი მი­ა­ბან, რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი გე­მის შემ­თხვე­ვა­ში, რათა ნავ­მი­სად­გო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს. აქ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი იყო ბა­ზი­რე­ბუ­ლი.

  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზღვაო აქ­ტი­ვი შავ ზღვა­ში

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექტ 22870-ის გე­მებს სა­მაშ­ვე­ლო ბუქ­სი­რებს უწო­დე­ბენ, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გე­მე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს. ისი­ნი ხში­რად ახ­ლავს საბ­რძო­ლო გე­მებს და ცნო­ბი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე ომის დროს სა­რა­კე­ტო სის­ტე­მებს ატა­რე­ბენ. ეს "ვა­სი­ლი ბე­ხის" (SB-739) მსგავ­სი გე­მია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნულ­მა გემ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტებ­მა ზმე­ინ­თან (გვე­ლის კუნ­ძულ­თან) ახ­ლოს, 2022 წლის 17 ივ­ნისს ჩა­ძი­რეს. იმ დროს "ვა­სი­ლი ბეხი" SA-15 Gauntlet ('Tor') სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სა­რა­კე­ტო სის­ტე­მით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი.

ოჩამ­ჩი­რე­ში მყოფ გემს, რო­გორც ჩანს, გემ­ბან­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ან კონ­ტე­ი­ნე­რი აქვს, რაც SA-22 Greyhound ('Pantsir') რა­კე­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა, Naval News-მა ამ ობი­ექ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ შეძ­ლო.

შავ ზღვა­ში სამი: SB-742, “პრო­ფე­სო­რი ნი­კო­ლაი მურუ” და “კა­პი­ტა­ნი გუ­რი­ე­ვია” აქ­ტი­უ­რი. მე­ო­თხე, “ვა­სი­ლი ბეხი” (SB-739) უკ­რა­ი­ნამ 2022 წელს ჩა­ძი­რა. Naval News-ს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, მათ შო­რის რო­მე­ლია ოჩამ­ჩი­რე­ში.

ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, გაჰ­ყვე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ გემს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის მეტი გემი. შე­საძ­ლოა, ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას ჰქონ­დეს გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა - წერს გა­მო­ცე­მა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

ოჩამჩირე, როგორც რუსული ფლოტის ბაზა - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს: რას წერს მედია

ოჩამჩირე, როგორც რუსული ფლოტის ბაზა - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი დააფიქსირეს: რას წერს მედია
  • როგორც გამოცემა Naval News იტყობინება, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში შენიშნეს. გამოცემა წერს, რომ შავი ზღვის პორტი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ბაზა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის და გახდეს უსაფრთხო თავშესაფარი უკრაინული დრონებისგან. თუმცა, ეს ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიაა, რაც ამ ნაბიჯს პოლიტიკურად თამამს და ჩახლართულს ხდის.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემი, რომელიც ჩვეულებრივ ნოვოროსიისკშია დაბანაკებული, ოჩამჩირის პორტში, საქართველოში დაბანაკდა. პორტი აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. ადგილობრივმა რუსეთისგან მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პორტში მუდმივ ბაზას დააარსებდა.

ბაზაში უკვე განთავსებულია რამდენიმე მცირე ზომის FSB-ს (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის) საპატრულო კატარღა. ეს პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო გემის ვიზიტია ამ მხარეში.

"ნაბიჯი საკამათოა, რადგან პორტი საქართველოშია, რაც გულისხმობს საქართველოს ჩათრევას რუსეთ-უკრაინის ომში. რუსეთმა შეიძლება სცადოს პორტის გამოყენება თავდასხმებისგან თავშესაფრად, მათ შეიძლება გამოიყენონ ის, როგორც უსაფრთხო ბაზა საბრძოლო მისიების განსახორციელებლად. უკრაინის ვარიანტები კი გართულდება, რადგან ის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის მიერ კონტროლდება". - წერს Naval News.

  • გამოცემის ცნობით, გემი პროექტ 22870-ის დამხმარე გემია. ის 28 ივნისს, თავის “მშობლიურ” პორტში, ნოვოროსიისკში შენიშნეს. შემდეგ, 1 ივლისს "გაქრა" და ოჩამჩირეში 4 და 5 ივლისს გამოჩნდა.

3 ივლისს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (GUR) ნოვოროსიისკს თავს დაესხა. მათმა Magura უპილოტო ზედაპირულმა ხომალდებმა (USV) იმ ნავმისადგომს დაარტყეს, სადაც ჩვეულებრივ, გემი დგას ხოლმე. ერთი ჰიპოთეზა, შესაბამისად, არის ის, რომ გემი ზღვაში იყო და თავდასხმისგან თავშესაფარი ოჩამჩირეში მოძებნა.

2022 წელს რუსეთის ფლოტი შავ ზღვაზე დომინირებდა. მისი მთავარი ბაზა სევასტოპოლი იყო. მას შემდეგ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო გემი დაკარგა. სევასტოპოლი შედარებით დაუცველია USV-ების, ნაღმების, საჰაერო დრონებისა და რაკეტების მიმართ. შესაბამისად, მაღალი ღირებულების საზღვაო აქტივების უმეტესობა აღმოსავლეთით ნოვოროსიისკში გადაიტანეს. ისინი აქაც საფრთხის ქვეშ არიან. ამრიგად, ოჩამჩირემ შეიძლება, რუსეთს უკრაინული ძალებისგან "პოლიტიკურად ჩახლართული" თავშესაფარი შესთავაზოს.

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, გემი შავი ზღვის ფლოტში აქტიურია და რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ პორტი შედარებით პატარაა, მას მარტივად შეუძლია, რამდენიმე დიდ სამხედრო გემს უმასპინძლოს. ეს შეიძლება მოიცავდეს სადესანტო გემებს ან ფრეგატებს. უფრო დიდი გემები შეიძლება ნაპირზე კიჩოთი მიაბან, როგორც აღნიშნული გემის შემთხვევაში, რათა ნავმისადგომების რაოდენობა გაიზარდოს. აქ საბჭოთა პერიოდში წყალქვეშა ნავები იყო ბაზირებული.

  • მნიშვნელოვანი საზღვაო აქტივი შავ ზღვაში

მიუხედავად იმისა, რომ პროექტ 22870-ის გემებს სამაშველო ბუქსირებს უწოდებენ, ისინი შეიძლება ზოგადი დანიშნულების გემებად ჩაითვალოს. ისინი ხშირად ახლავს საბრძოლო გემებს და ცნობილია, რომ მიმდინარე ომის დროს სარაკეტო სისტემებს ატარებენ. ეს "ვასილი ბეხის" (SB-739) მსგავსი გემია, რომელიც უკრაინულმა გემსაწინააღმდეგო რაკეტებმა ზმეინთან (გველის კუნძულთან) ახლოს, 2022 წლის 17 ივნისს ჩაძირეს. იმ დროს "ვასილი ბეხი" SA-15 Gauntlet ('Tor') საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემით იყო აღჭურვილი.

ოჩამჩირეში მყოფ გემს, როგორც ჩანს, გემბანზე სატრანსპორტო საშუალება ან კონტეინერი აქვს, რაც SA-22 Greyhound ('Pantsir') რაკეტებს შეესაბამება. თუმცა, Naval News-მა ამ ობიექტის იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

შავ ზღვაში სამი: SB-742, “პროფესორი ნიკოლაი მურუ” და “კაპიტანი გურიევია” აქტიური. მეოთხე, “ვასილი ბეხი” (SB-739) უკრაინამ 2022 წელს ჩაძირა. Naval News-ს ინფორმაცია არ აქვს, მათ შორის რომელია ოჩამჩირეში.

ჯერ კიდევ უცნობია, გაჰყვება თუ არა აღნიშნულ გემს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეტი გემი. შესაძლოა, ამაზე საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ჰქონდეს გარკვეული გავლენა - წერს გამოცემა.

წყარო