ავტორი:

"20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არათუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს, აქეთ მედავებიან" - ალეკო ელისაშვილი

"20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არათუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს, აქეთ მედავებიან" - ალეკო ელისაშვილი

"დიდხანს ამ პროცესზე ჯდომას და მურუსიძის რაღაც დუქანში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. მოვედი აქ, რომ მურუსიძის დუქნის ხალხს შევხედო თვალებში და ვუთხრა რასაც ვფიქრობ მათზე", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისივე თქმით, "აქციების და დარბევების შემდეგ, აბსოლუტურად უსამართლო, ძალიან სამარცხვინო და ძალადობრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“.

"ახლა ჩვენ ვცხოვრობთ აქციებისა და დარბევების შემდეგ აბსოლუტურად უსამართლო, ძალიან სამარცხვინო და ძალადობრივ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო არის გაუქმებული, ავტორიტარული რეჟიმია. სამი თვე გავიდა, რაც პირდაპირ ეთერში, პოლიციელების სახეები რომ ჩანს კადრებში, 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არა თუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს, გვეუბნებიან, ვერ გავარკვიეთ, ვინ არიან ის პოლიციელებიო. წარმოიდგინეთ რა სამარცხვინო ამბავია. ამის ნაცვლად, აქეთ მე მედავებიან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, ახლა პროცესი დამთავრებული უნდა იყოს და ის მოძალადე პოლიციელები ციხეში უნდა იყვნენ განმწესებულები. პირიქით, ჩემს წინააღმდეგაა სასამართლო და თითქოს, მე ჩავდიოდი საშინელებებს და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან. ის საქმე [ცემის] საერთოდ გაჩერებულია.

  • ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ დაკავების ოქმი კი აქვთ ასევე, არაკონსტიტუციური, ასევე საშინელი დარღვევით. კონსტიტუცია ნებისმიერ დეპუტატს იცავს. დაფხრიწეს ის კონსტიტუცია და გადაყარეს, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი. ალბათ, პროცესზე პოლიციელები იქნებიან. დიდხანს ამ პროცესზე ჯდომას და მურუსიძის რაღაც დუქანში მონაწილეობის მიღებას დიდად არ ვაპირებ. მოვედი აქ, რომ მურუსიძის დუქნის ხალხს შევხედო თვალებში და ვუთხრა რასაც ვფიქრობ მასზე”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.