პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს" - პრემიერი
"გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს" - პრემიერი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ბი­უ­ჯე­ტი 519 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი ორი კვარტლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და ფის­კა­ლუ­რი კონ­სო­ლი­და­ცი­ის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მოგ­ვცა ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში 519 მლნ ლა­რით შეგ­ვიძ­ლია გავ­ზარ­დოთ წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი. უკვე ვიმ­სჯე­ლეთ ამ თან­ხის სა­ვა­რა­უ­დო გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვფიქ­რობთ, რომ ეს თან­ხე­ბი გა­ნა­წილ­დე­ბა შემ­დე­გი სა­ხით: 115 მი­ლი­ო­ნით გა­იზ­რდე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი; 100 მლნ და­ე­მა­ტე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს; 80 მლნ და­ე­მა­ტე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს; 33 მლნ-ით გა­იზ­რდე­ბა კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი; 10 მლნ და­ე­მა­ტე­ბა შსს-ს; 10 მლნ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს; 6 მლნ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯეტს და­ე­მა­ტე­ბა; ცეს­კო-ს 3 მლნ და­ე­მა­ტე­ბა; 60 მლნ ლა­რით გა­იზ­რდე­ბა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ბი­უ­ჯე­ტი და 102 მლნ გა­და­ე­ცე­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს.

ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეკო­ნო­მი­კის­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გვქონ­და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რყე­ვა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ზეც ჩვე­ნი ოპო­ზი­ცია დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და, თუმ­ცა სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის წყა­ლო­ბით და ასე­ვე, ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის წყა­ლო­ბით, ლა­რის კურ­სი ძა­ლი­ან მალე და­უბ­რუნ­და პირ­ვან­დელ ნიშ­ნულს. ამის­თვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს, ნა­თია თურ­ნა­ვას, რო­მელ­მაც ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თა ეს პრო­ცე­სი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უზ­რუნ­ველ­ყო ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ყვე­ლას გახ­სოვთ რო­გორც ცდი­ლობ­დნენ ოპო­ზი­ცია და მათი მფარ­ვე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­კომ­პლექ­ტე­ბას სა­კუ­თა­რი კად­რე­ბით. არც მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რა მოხ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ის კად­რე­ბით და­კომ­პლექტდე­ბო­და. გვახ­სოვს ასე­თი პრო­ცე­სე­ბი წინა წლე­ბი­დან, რა თქმა უნდა, ამის გა­მე­ო­რე­ბას ვერ და­ვუშ­ვებთ. გვაქვს სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ივ­ნის­ში ასე­ვე და­ფიქ­სირ­დე­ბა ზრდის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გვაქვს კარ­გი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, ვე­ლო­დე­ბით კარგ ტუ­რის­ტულ სე­ზონს, პირ­ვე­ლი ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბიც კარ­გი და და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. ასეთ პი­რო­ბებ­ში, გვაქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა, რომ წელს შარ­შან­დელ­ზე უკე­თე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­ფიქ­სირ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს" - პრემიერი

"გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მთლიანობაში 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე ვიმსჯელეთ ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი; 100 მლნ დაემატება თავდაცვის სამინისტროს; 80 მლნ დაემატება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; 33 მლნ-ით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი; 10 მლნ დაემატება შსს-ს; 10 მლნ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 6 მლნ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს დაემატება; ცესკო-ს 3 მლნ დაემატება; 60 მლნ ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი და 102 მლნ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს.

ასევე, აღვნიშნავ, რომ ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით და ასევე, ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ყველას გახსოვთ როგორც ცდილობდნენ ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი სწორედ ოპოზიციის კადრებით დაკომპლექტდებოდა. გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს, პირველი ორი კვარტლის მონაცემებიც კარგი და დამაიმედებელია. ასეთ პირობებში, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.