საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

დღე­ი­დან სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო დე­მონ­სტრი­რე­ბა და­ი­წყო. ერთ-ერთ იმი­ტი­რე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე დღეს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე იმ­ყო­ფე­ბო­და. გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას გა­ეც­ნო და მო­ნა­წი­ლე­ებს პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს და სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტი.

„ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია დღე­ი­დან ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო დე­მონ­სტრი­რე­ბის ფარ­გლებ­ში ნე­ბის­მი­ერ ამომ­რჩე­ველს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა პი­რა­დად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმი­ტი­რე­ბულ კენ­ჭისყრა­ში და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­ეც­ნოს ვე­რი­ფი­კა­ცი­ი­სა და ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად და­ინ­ტე­რეს­დნენ, დღე­ი­სათ­ვის 47 000-ზე მეტ ამომ­რჩე­ველს აქვს გავ­ლი­ლი შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნია მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და მინ­და მო­ვუ­წო­დო ამომ­რჩევ­ლებს, გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია სა­სურ­ველ ლო­კა­ცი­ა­ზე და ისარ­გებ­ლონ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ყო­ველ­თაო დე­მონ­სტრი­რე­ბის მი­ზა­ნია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის შე­სა­ხებ ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა და ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა. პრო­ექ­ტი რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და პა­სუ­ხობს ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბით ტეს­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.

პრო­ექ­ტი 6 - 28 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას 11 სა­ა­თი­დან 18:00 სა­ა­თამ­დე მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 64 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცენ­ტრებ­ში მდე­ბა­რე წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ 89 ლო­კა­ცი­ა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, 2024 წლის ელექტრო­ნუ­ლი წე­სით უნდა გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია შემ­დეგ ბმულ­ზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი თა­რი­ღი და დრო. დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია ცეს­კოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­დით კონ­ტაქტ - ჰა­ბის ნო­მერ­ზე 2 51 00 51.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტის მო­რი­გი და ყვე­ლა შემ­დგო­მი არ­ჩევ­ნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა და მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ამომ­რჩე­ველ­თა თით­ქმის 90% სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. იც­ვლე­ბა ამომ­რჩევ­ლის ვე­რი­ფი­კა­ცი­ის (რე­გის­ტრა­ცი­ის) და ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი. ინ­ფორ­მი­რე­ბის მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ასე­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­საც და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ერ­თო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წლი­ნა­ხევ­რით ადრე და­ი­წყო. სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­მონ­სტრა­ცია ეტა­პობ­რი­ვად იმარ­თე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, სა­ჯა­რო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ ამ დრო­ი­სათ­ვის 3 000-ზე მეტი შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია 400 000-მდე ამომ­რჩე­ვე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაციამ დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო

დღეიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება დაიწყო. ერთ-ერთ იმიტირებულ საარჩევნო უბანზე დღეს ცესკოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი კალანდარიშვილი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მონაწილეებს პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტი.

„ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია დღეიდან ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს საშუალება პირადად მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და არჩევნებამდე გაეცნოს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად დაინტერესდნენ, დღეისათვის 47 000-ზე მეტ ამომრჩეველს აქვს გავლილი შესაბამისი რეგისტრაცია. აღნიშნული კამპანია მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია სასურველ ლოკაციაზე და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანია ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს და პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

პროექტი 6 - 28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 18:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://calendly.com/d/ck3d-mpp-4v6 და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ - ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება და მოახლოებული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.