ავტორი:

"აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის ყოფილი ბოიფრენდია, მეზობლებს კივილი ესმოდათ" - BBC-ის ჟურნალისტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის ყოფილი ბოიფრენდია, მეზობლებს კივილი ესმოდათ" - BBC-ის ჟურნალისტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"პოლიციამ იპოვა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლისა და მათი ორი ქალიშვილის არბალეტით მკვლელობაში“, - უახლეს ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

როგორც independent წერს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის ოჯახის წევრები გარდაცვლილები აღმოაჩინეს, პოლიცია ეჭვმიტანილს, 26 წლის კაილ კლიფორდს ეძებდა. ის ენფილდის რაიონში იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მის დასაკავებლად ოფიცრებს არცერთი გასროლა არ განუხორციელებიათ..

კლიფორდმა ბრიტანეთის არმია ხანმოკლე მსახურობის შემდეგ, 2022 წელს დატოვა. მასზე მას შემდეგ გამოცხადდა ძებნა, რაც 61 წლის კეროლ ჰანტისა და მისი ორი ქალიშვილის -28 წლის ჰანასა და 25 წლის ლუისის ცხედრები იპოვეს. საქმის მასალების მიხედვით, სამივე ქალს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ დეტალები “ნამდვილად შოკისმომგვრელია“.

  • Dailymail სასტიკი მკვლელობის შოკისმომგვრელ დეტალებს ავრცელებს

როგორც აღმოჩნდა, ეჭვმიტანილი კაილ კლიფორდი ერთ-ერთი მოკლული გოგონას ყოფილი ბოიფრენდია. ისინი შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდნენ. 26 წლის მოკლულმა გოგონამ, ლუსიმ ტვიტიც კი გამოაქვეყნა, სადაც ადიდებდა “ძლიერ ქალებს, რომლებიც ტოქსიკურ ურთიერთობას ტოვებენ“.

მეზობლები თავდასხმის შემზარავ დეტალებზე საუბრობენ. მათი თქმით, ერთხელ მოესმათ განწირული ყვირილი, თუმცა მსგავსი რამ ვერავინ წარმოიდგინა და ეგონათ, რომ ბავშვი ტიროდა. მოგვიანებით კი გააცნობიერეს, რომ ყვირილი მათი სახლიდან გამოდიოდა. თუმცა პოლიცია მალევე მივიდა, რადგან მეორე დამ მოასწრო და თავის პარტნიორს ტექსტი გაუგზავნა, სადაც პოლიციის გამოძახებას სთხოვდა.

9 ივლისის ცნობილი გახდა, რომ საღამოს BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და ორი ქალიშვილი მოკლეს. დანაშაული ჩრდილოეთ ლონდონში მოხდა. როგორც ვარაუდობენ, თავდასხმა "მიზანმიმართული ქმედება" იყო, თუმცა ზუსტი მოტივი უცნობია. BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და შვილები ადგილზე დაიღუპნენ.

ოჯახის ახლობლები და მეზობლები გარდაცვლილებს ახასიათებენ, როგორც “კეთილ და მეგობრულ ადამიანებს“.

“ისინი ყოველთვის უთმობდნენ დროს სხვებს. დაუჯერებელია რაც მოხდა, გაოგნებულები ვართ“, - აცხადებს bbc -თან საუბარში ოჯახის მეგობარი.

ასევე იხილეთ: