საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამსტერდამში ვანდალებმა ანა ფრანკის ძეგლი დააზიანეს
ამსტერდამში ვანდალებმა ანა ფრანკის ძეგლი დააზიანეს

ამ­სტერ­დამ­ში ვან­და­ლებ­მა ანა ფრან­კის ძეგლი და­ა­ზი­ა­ნეს და მას­ზე წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით "Gaza“ და­წე­რეს. საქ­ცი­ე­ლი სას­ტი­კად დაგ­მო ქა­ლა­ქის მერ­მა ფემ­კე ჰალ­სე­მამ:"

"ასე­თი ქან­და­კე­ბის შე­ლახ­ვა პა­ლეს­ტი­ნე­ლებს ვერ და­ეხ­მა­რე­ბა. ეს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტებ­მა 15 წლის ასაკ­ში სას­ტი­კად მოკ­ლეს, გვას­წავ­ლის იმას, რომ ჰუ­მა­ნუ­რო­ბა ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტე­ბიც უნდა გვახ­სოვ­დეს. ამის გამ­კე­თე­ბელს უნდა რცხვე­ნო­დეს" - და­წე­რა ჰალ­სე­მამ.

ამ­სტერ­და­მის პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ანა ფრან­კი ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტუ­რი ტე­რო­რის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ოჯახ­თან ერ­თად სა­მა­ლავ­ში იმა­ლე­ბო­და. მისი დღი­უ­რი თვალ­სა­ჩი­ნოდ აღ­წერს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში ებ­რა­ე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას. ბოლო ჩა­ნა­წე­რი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1944 წლის 1 აგ­ვის­ტო­თი, სამ დღე­ში გეს­ტა­პომ და­ა­პა­ტიმ­რა ყვე­ლა, ვინც თავ­შე­სა­ფარ­ში იმა­ლე­ბო­და. თვით ანა კი ბერ­გენ-ბელ­ზე­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ამსტერდამში ვანდალებმა ანა ფრანკის ძეგლი დააზიანეს

ამსტერდამში ვანდალებმა ანა ფრანკის ძეგლი დააზიანეს

ამსტერდამში ვანდალებმა ანა ფრანკის ძეგლი დააზიანეს და მასზე წითელი საღებავით "Gaza“ დაწერეს. საქციელი სასტიკად დაგმო ქალაქის მერმა ფემკე ჰალსემამ:"

"ასეთი ქანდაკების შელახვა პალესტინელებს ვერ დაეხმარება. ეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ნაცისტებმა 15 წლის ასაკში სასტიკად მოკლეს, გვასწავლის იმას, რომ ჰუმანურობა ყველაზე რთულ მომენტებიც უნდა გვახსოვდეს. ამის გამკეთებელს უნდა რცხვენოდეს" - დაწერა ჰალსემამ.

ამსტერდამის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ანა ფრანკი ებრაელი გოგონა იყო, რომელიც ნაცისტური ტერორისგან თავის დასაღწევად ოჯახთან ერთად სამალავში იმალებოდა. მისი დღიური თვალსაჩინოდ აღწერს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ებრაელების ცხოვრებას. ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1 აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.