მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა - რა მისიით ჩამოდის ამერიკელი მაღალჩინოსანი და რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა - რა მისიით ჩამოდის ამერიკელი მაღალჩინოსანი და რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე უზრა ზეია სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს ეწ­ვე­ვა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­ად­გი­ლე, უზრა ზეია 2024 წლის 9-17 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს ეწ­ვე­ვა, რათა სა­უბ­რე­ბი გა­მარ­თოს დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ზე, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, და მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ზეია შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, მე­დი­ას­თან და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­თან, რათა ხაზი გა­უს­ვას აშშ-ის სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის” კა­ნონ­თან და სხვა არა­ლი­ბე­რა­ლურ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ რი­ტო­რი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ევრო ატ­ლან­ტი­კუ­რი ტრა­ექ­ტო­რია რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

  • ის [ზეია] ნათ­ლად ახ­სნის, რომ მთავ­რო­ბის არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქმე­დე­ბებ­მა და აშშ-ის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ ჩვე­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ზეია ხაზს გა­უს­ვამს აშშ-ის ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თგუ­ლე­ბი­სად­მი, ასე­ვე, პარტნი­ო­რო­ბის 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დახ­მა­რე­ბი­სად­მი.

და­მა­ტე­ბით, ის კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნავს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის და ცო­ცხა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სად­მი, მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის წევ­რე­ბის დაც­ვი­სა და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სად­მი.

სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ზეია ასე­ვე ეწ­ვე­ვა სა­თე­მო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის მიერ და­ფუძნ­და და იმარ­თე­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა - რა მისიით ჩამოდის ამერიკელი მაღალჩინოსანი და რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა - რა მისიით ჩამოდის ამერიკელი მაღალჩინოსანი და რა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

  • განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში მოადგილე, უზრა ზეია 2024 წლის 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა საუბრები გამართოს დემოკრატიულ მმართველობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, და მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიურობაზე.

“საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს გამართავს მთავრობის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას “უცხოური გავლენის” კანონთან და სხვა არალიბერალურ კანონპროექტებთან და საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს ევრო ატლანტიკური ტრაექტორია რისკის ქვეშ დააყენა.

  • ის [ზეია] ნათლად ახსნის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქმედებებმა და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობები დააზიანა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულებისადმი, ასევე, პარტნიორობის 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დახმარებისადმი.

დამატებით, ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, გამოხატავს პატივისცემას ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების დაცვისა და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებისადმი.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეია ასევე ეწვევა სათემო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების მიერ დაფუძნდა და იმართება”, - ნათქვამია განცხადებაში.