ავტორი:

“ოჰ, და არ იქნება რიგითი პროცედურები? გთხოვთ არ დაგავიწყდეთ დაწეროთ მთავარი“ - როგორ ეხმაურება იულია ნავალნაია მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას

“ოჰ, და არ იქნება რიგითი პროცედურები? გთხოვთ არ დაგავიწყდეთ დაწეროთ მთავარი“ - როგორ ეხმაურება იულია ნავალნაია მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას

გარდაცვლილი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია რუსეთში დაუსწრებლად დააკავეს. მოსკოვის, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც bbc სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, საქმე თებერვალში აღიძრა. მას ბრალად "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა" ედება.

“ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაში იმყოფება. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, - წერია სასამართლოს განჩინებაში.

თავად იულია საზღვარგარეთ იმყოფება.

“ინტერფაქსის გადმოცემით, გამოძიება ნავალნაიას ისეთი ვიდეოების შექმნასა და ინტერნეტში გავრცელებაში ადანაშაულებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დისკრედიტაციას და ანტიკორუფციული ფონდისთვის (FBK) შემოწირულობების შეგროვებას. აღნიშნული ორგანიზაცია კი ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული“, - წერს გამოცემა.

“ოჰ, და არ იქნება რიგითი პროცედურები? უცხოელი აგენტი, მერე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, შემდეგ კი დაპატიმრება?! როცა ამაზე დაწერთ, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ დაწეროთ მთავარი: ვლადიმერ პუტინი არის მკვლელი და ომის დამნაშავე. მისი ადგილი ციხეშია და არა სადღაც ჰააგაში - ტელევიზორიან მყუდრო საკანში, არამედ რუსეთში - იმავე კოლონიაში და იმავე 2- დან 3 მეტრიან საკანში, როგორშიც მან მოკლა ალექსეი“, - წერს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ნავალნის ქვრივი.

გასულ კვირას იულია ნავალნაია ორგანიზაცია Human Rights Foundation-ის მთავარი უფლებადამცველი გახდა, მან ამ პოსტზე გარი კასპაროვი შეცვალა. ნავალნაიამ განაცხადა, რომ HRF-თან თანამშრომლობა მას და მთელ FBK-ს გუნდს “ალექსის საქმის გაგრძელებაში“ დაეხმარებოდა.

ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული - ანტიკორუფციული ფონდი (FBK) და მისი რეგიონალური შტაბი ექსტრემისტულ ორგანიზაციად მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 2021 წელს გამოაცხადა. მას შემდეგ მათი მოღვაწეობა რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ ნავალნის და მის რამდენიმე თანამოაზრეს “ექსტრემისტულ თემში“ მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს.

უკვე რამდენჯერმე ნასამართლევი ნავალნი, იამალის კოლონიაში 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს სადაც 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა.

ბოლოს იულია ნავალნაიამ ქმრის მონახულება კოლონიაში 2022 წლის თებერვალში შეძლო.

ასევე იხილეთ: