ავტორი:

"შესაბამის ზომებს მივიღებთ" - როგორ ეხმაურება პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას?

"შესაბამის ზომებს მივიღებთ" - როგორ ეხმაურება პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას?

ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.

  • რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ.

„მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის სერიოზულად ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებით აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.