საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი მამაკაცებში სუიციდის შემთხვევების ზრდას ქალებს უკავშირებს - ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა
სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი მამაკაცებში სუიციდის შემთხვევების ზრდას ქალებს უკავშირებს - ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კო­სი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო, რომ­ლი­თაც მან მა­მა­კა­ცე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბის ზრდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლე­ბის მზარდ "დო­მი­ნან­ტურ" როლს და­უ­კავ­ში­რა.

  • მომ­ზა­დე­ბულ ან­გა­რიშ­ში სე­უ­ლის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს წევ­რმა, კიმ კი-დუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლე­ბის გაზ­რდილ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ სა­მუ­შაო ძა­ლა­ში მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა და ისე­თი ქა­ლე­ბის პოვ­ნა გა­არ­თუ­ლა, რომ­ლებ­საც და­ქორ­წი­ნე­ბა სურთ.

მან თქვა, რომ ქვე­ყა­ნა ბოლო დროს "ქა­ლე­ბის დო­მი­ნან­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა" და რომ ეს შე­იძ­ლე­ბა "ნა­წი­ლობ­რივ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყოს მა­მა­კა­ცე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის ზრდა­ზე".

სამ­ხრეთ კო­რე­ას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს მსოფ­ლი­ოს მდი­დარ ქვეყ­ნებს შო­რის, მაგ­რამ ასე­ვე აქვს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მხრივ.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რმა ეს შე­ფა­სე­ბა სე­უ­ლის მდი­ნა­რე ჰა­ნის ხი­დებ­ზე თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი­სას გა­ა­კე­თა.

სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ მდი­ნა­რის გას­წვრივ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2018 წელს 430-დან 2023 წელს 1,035-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბის წილი 67%-დან 77%-მდე გა­ი­ზარ­და.

თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის ექ­სპერ­ტებ­მა კი­მის ან­გა­რი­შის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს.

"ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე სა­ში­ში და არა­გო­ნივ­რუ­ლია", - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს სე­უ­ლის იონ­სე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სორ­მა, სონგ ინ ჰან­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ გლო­ბა­ლუ­რად უფრო მეტი მა­მა­კა­ცი იკ­ლავს თავს, ვიდ­რე ქალი. მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, თვით­მკვლე­ლო­ბა 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცე­ბის სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზია.

  • მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრო­ფე­სორ­მა სონ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ სე­ულ­ში მა­მა­კა­ცე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის მკვეთ­რი ზრდის მი­ზე­ზე­ბი მეც­ნი­ე­რუ­ლად უნდა შეს­წავ­ლი­ლი­ყო, და რო­გორც მან დას­ძი­ნა, "ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია", რომ საბ­ჭოს წევ­რმა ეს გენ­დერულ კონ­ფლიქ­ტად აქ­ცია.

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბულ მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა არ­სე­ბობს - ქა­ლე­ბი დრო­ე­ბით ან ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე სამ­სა­ხუ­რებ­ში არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად მუ­შა­ო­ბენ. გენ­დერუ­ლი სა­ხელ­ფა­სო სხვა­ო­ბა ნელ-ნელა მცირ­დე­ბა, მაგ­რამ ქა­ლებს მა­ინც სა­შუ­ა­ლოდ 29%-ით ნაკ­ლებს უხ­დი­ან, ვიდ­რე - მა­მა­კა­ცებს.

ბოლო წლებ­ში გაძ­ლი­ერ­და ან­ტი­ფე­მი­ნის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში უდ­გა­ნან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მცდე­ლო­ბებ­მა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

კო­რე­ე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მა X-ზე დაგ­მეს საბ­ჭოს წევ­რის შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­გორც "და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი" და "მი­ზო­გი­ნუ­რი", ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა კი იკი­თხა, ისი­ნი პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში ხომ არ ცხოვ­რო­ბენ.

რო­დე­საც BBC-მ კო­მენ­ტა­რის­თვის მი­მარ­თა, საბ­ჭოს წევ­რმა კიმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას "არ ჰქო­ნია გან­ზრახ­ვა, კრი­ტი­კუ­ლად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ქა­ლე­ბის მიერ დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და უბ­რა­ლოდ, მისი ზო­გი­ერ­თი შე­დე­გის შე­სა­ხებ თა­ვის პი­რად მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამ­და.

თუმ­ცა, მისი კო­მენ­ტა­რე­ბი რიგ არა­მეც­ნი­ე­რულ და ზოგ­ჯერ უც­ნა­ურ პო­ლი­ტი­კურ წი­ნა­და­დე­ბებს მოჰ­ყვა, რომ­ლე­ბიც სამ­ხრეთ კო­რე­ის ზო­გი­ერ­თი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას ისა­ხავ­და მიზ­ნად, მათ შო­რის - ფსი­ქი­კურ და­ა­ვა­დე­ბებს, გენ­დერულ ძა­ლა­დო­ბას და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე და­ბალ შო­ბა­დო­ბას.

გა­სულ თვეს, სე­უ­ლის კი­დევ ერ­თმა 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა საბ­ჭოს წევ­რმა მთავ­რო­ბის ვებ-სა­იტ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტი­ე­ბის სე­რია, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს მო­უ­წო­დებ­და, გიმ­ნას­ტი­კით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ და შო­ბა­დო­ბის გა­საზ­რდე­ლად მენ­ჯის კუნ­თე­ბის ვარ­ჯი­შე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ.

იმავდრო­უ­ლად, მთავ­რო­ბის ანა­ლი­ტი­კურ­მა ცენ­ტრმა რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, რომ გო­გო­ნებ­მა ბი­ჭებ­ზე ადრე და­ი­წყონ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, რათა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი უფრო მიმ­ზიდ­ველ­ნი იყ­ვნენ ერ­თმა­ნე­თის­თვის იმ დრო­ის­თვის, როცა ქორ­წი­ნე­ბის­თვის მზად იქ­ნე­ბი­ან.

ამ­ჟა­მად ქა­ლე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის 20%-ს და ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბის წევ­რე­ბის 29%-ს შე­ად­გე­ნენ.

სე­უ­ლის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭომ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ არ­სე­ბობს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას, თუ ში­ნა­არ­სი უკა­ნო­ნო არ არის. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, პი­რე­ბი მთლი­ა­ნად პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან თა­ვი­ანთ კონ­ტენტზე და მის ნე­ბის­მი­ერ შე­დეგს მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ი­ღე­ბენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი მამაკაცებში სუიციდის შემთხვევების ზრდას ქალებს უკავშირებს - ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი მამაკაცებში სუიციდის შემთხვევების ზრდას ქალებს უკავშირებს - ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი პოლიტიკოსი მკაცრად გააკრიტიკეს დაუსაბუთებელი კომენტარების გამო, რომლითაც მან მამაკაცების თვითმკვლელობის ზრდა საზოგადოებაში ქალების მზარდ "დომინანტურ" როლს დაუკავშირა.

  • მომზადებულ ანგარიშში სეულის საქალაქო საბჭოს წევრმა, კიმ კი-დუკმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ქალების გაზრდილმა მონაწილეობამ სამუშაო ძალაში მამაკაცებისთვის სამსახურის შოვნა და ისეთი ქალების პოვნა გაართულა, რომლებსაც დაქორწინება სურთ.

მან თქვა, რომ ქვეყანა ბოლო დროს "ქალების დომინანტურ საზოგადოებად გარდაიქმნება" და რომ ეს შეიძლება "ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყოს მამაკაცების თვითმკვლელობის მცდელობების ზრდაზე".

სამხრეთ კორეას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თვითმკვლელობის მაჩვენებელი აქვს მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს შორის, მაგრამ ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გენდერული თანასწორობის მხრივ.

დემოკრატიული პარტიის წევრმა ეს შეფასება სეულის მდინარე ჰანის ხიდებზე თვითმკვლელობის მცდელობების რაოდენობის მონაცემების ანალიზისას გააკეთა.

საქალაქო საბჭოს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ მდინარის გასწვრივ თვითმკვლელობის მცდელობების რაოდენობა 2018 წელს 430-დან 2023 წელს 1,035-მდე გაიზარდა, ხოლო საკუთარი სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში მამაკაცების წილი 67%-დან 77%-მდე გაიზარდა.

თვითმკვლელობის პრევენციის ექსპერტებმა კიმის ანგარიშის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

"ასეთი განცხადებების გაკეთება საკმარისი მტკიცებულებების გარეშე საშიში და არაგონივრულია", - განუცხადა BBC-ს სეულის იონსეის უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანდაცვის პროფესორმა, სონგ ინ ჰანმა.

მან აღნიშნა, რომ გლობალურად უფრო მეტი მამაკაცი იკლავს თავს, ვიდრე ქალი. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, თვითმკვლელობა 50 წლამდე მამაკაცების სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

  • მიუხედავად ამისა, პროფესორმა სონგმა განაცხადა, რომ სეულში მამაკაცების თვითმკვლელობის მცდელობების მკვეთრი ზრდის მიზეზები მეცნიერულად უნდა შესწავლილიყო, და როგორც მან დასძინა, "ძალიან დასანანია", რომ საბჭოს წევრმა ეს გენდერულ კონფლიქტად აქცია.

სამხრეთ კორეაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მამაკაცებსა და ქალებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს - ქალები დროებით ან ნახევარ განაკვეთზე სამსახურებში არაპროპორციულად მუშაობენ. გენდერული სახელფასო სხვაობა ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ ქალებს მაინც საშუალოდ 29%-ით ნაკლებს უხდიან, ვიდრე - მამაკაცებს.

ბოლო წლებში გაძლიერდა ანტიფემინისტური მოძრაობა, რომელსაც სათავეში უდგანან იმედგაცრუებული ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ ქალების ცხოვრების გაუმჯობესების მცდელობებმა ზიანი მიაყენა.

კორეელებმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაგმეს საბჭოს წევრის შენიშვნები, როგორც "დაუსაბუთებელი" და "მიზოგინური", ერთმა მომხმარებელმა კი იკითხა, ისინი პარალელურ სამყაროში ხომ არ ცხოვრობენ.

როდესაც BBC-მ კომენტარისთვის მიმართა, საბჭოს წევრმა კიმმა განაცხადა, რომ მას "არ ჰქონია განზრახვა, კრიტიკულად შეეფასებინა ქალების მიერ დომინირებული საზოგადოება" და უბრალოდ, მისი ზოგიერთი შედეგის შესახებ თავის პირად მოსაზრებას გამოთქვამდა.

თუმცა, მისი კომენტარები რიგ არამეცნიერულ და ზოგჯერ უცნაურ პოლიტიკურ წინადადებებს მოჰყვა, რომლებიც სამხრეთ კორეის ზოგიერთი ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად, მათ შორის - ფსიქიკურ დაავადებებს, გენდერულ ძალადობას და მსოფლიოში ყველაზე დაბალ შობადობას.

გასულ თვეს, სეულის კიდევ ერთმა 60 წელს გადაცილებულმა საბჭოს წევრმა მთავრობის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა სტატიების სერია, რომელშიც ახალგაზრდა ქალებს მოუწოდებდა, გიმნასტიკით დაკავებულიყვნენ და შობადობის გასაზრდელად მენჯის კუნთების ვარჯიშები შეესრულებინათ.

იმავდროულად, მთავრობის ანალიტიკურმა ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ გოგონებმა ბიჭებზე ადრე დაიწყონ სკოლაში სიარული, რათა თანაკლასელები უფრო მიმზიდველნი იყვნენ ერთმანეთისთვის იმ დროისთვის, როცა ქორწინებისთვის მზად იქნებიან.

ამჟამად ქალები სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრების 20%-ს და ადგილობრივი საბჭოების წევრების 29%-ს შეადგენენ.

სეულის საქალაქო საბჭომ BBC-ს განუცხადა, რომ არ არსებობს პროცესი, რომელიც გააკონტროლებდა პოლიტიკოსების მიერ მის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ მასალას, თუ შინაარსი უკანონო არ არის. განცხადების თანახმად, პირები მთლიანად პასუხისმგებელნი არიან თავიანთ კონტენტზე და მის ნებისმიერ შედეგს მომდევნო არჩევნებზე მიიღებენ.

წყარო