მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა
სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა

სა­ლაშ­ქრო ფეს­ტი­ვალ­ზე „ზღვი­დან მთამ­დე“, რო­მე­ლიც აჭა­რა­ში წელს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, 100-მდე მო­ლაშ­ქრე და­რე­გის­ტრირ­და. მო­ლაშ­ქრე­ე­ბი 45 კი­ლო­მეტ­რი­ან მარ­შრუტს 5 დღე­ში და­ფა­რა­ვენ. მარ­შრუ­ტი 24 ივ­ლისს ჩი­რუ­ხის მთი­დან და­ი­წყე­ბა და 28 ივ­ლისს ალ­პურ ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში დას­რულ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ლაშ­ქრო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სა­ლაშ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ფლო­ბის მი­ხედ­ვით შე­ირჩნენ. ისი­ნი მო­ლაშ­ქრე გი­დე­ბი­სა და ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ივ­ლი­ან მთი­ა­ნი აჭა­რის ალ­პურ ზო­ნას, ბუ­ნებ­რივ და კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ისე­თებს რო­გო­რი­ცაა შრა­ტი­ა­ნის და შუ­ამ­თის ტბებს, ხი­ხა­ნის ცი­ხეს, ალ­პუ­რი ბაღ­სა და მწვა­ნე ტბას. ფეს­ტი­ვალს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და აჭა­რა­ში ლაშ­ქრო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით ატა­რებს. ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია ფეს­ტი­ვა­ლის გვერ­დზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გა­ი­ა­რეს. სა­ლაშ­ქრო ფეს­ტი­ვა­ლი აჭა­რა­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სოა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა

სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა

სალაშქრო ფესტივალზე „ზღვიდან მთამდე“, რომელიც აჭარაში წელს პირველად გაიმართება, 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა. მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს 5 დღეში დაფარავენ. მარშრუტი 24 ივლისს ჩირუხის მთიდან დაიწყება და 28 ივლისს ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალის მონაწილეები სალაშქრო გამოცდილებისა და სალაშქრო აღჭურვილობის ფლობის მიხედვით შეირჩნენ. ისინი მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით გაივლიან მთიანი აჭარის ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთებს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბებს, ხიხანის ციხეს, ალპური ბაღსა და მწვანე ტბას. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. ფესტივალის მონაწილეებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival გაიარეს. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა.

NS