პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რე­კო­მენ­და­ცი­ებს ავ­რცე­ლებს, თუ რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ბავ­შვე­ბი ძლი­ე­რი სი­ცხის­გან ზა­ფხულ­ში.

რო­გორც რე­კო­მენ­და­ცი­ებ­შია ნათ­ქვა­მი, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, ძლი­ერ­მა სი­ცხემ, ბავ­შვებ­ში შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა ფორ­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამას­თან, გან­მარ­ტა­ვენ, რომ ძლი­ერ­მა სი­ცხემ შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვი­ოს დე­ჰიდ­რა­ტა­ცია, ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ფიტ­ვა, კრუნ­ჩხვი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა.

„მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ცა­ვით ბავ­შვი ძლი­ე­რი სი­ცხის­გან, და­აკ­ვირ­დით მას და სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, და­უ­კავ­შირ­დით ექიმს.

ძლი­ერ­მა სი­ცხემ შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვი­ოს დე­ჰიდ­რა­ტა­ცია, ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ფიტ­ვა, კრუნ­ჩხვი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლა.

და­უ­კავ­შირ­დით ექიმს თუ ბავ­შვს აქვს: სი­სუს­ტე, ძლი­ე­რი დაღ­ლი­ლო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, გუ­ლის რევა, ღე­ბი­ნე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა, ქცე­ვის ცვლი­ლე­ბე­ბი (ძი­ლი­ა­ნო­ბა, ცუდ გუ­ნე­ბა­ზე ყოფ­ნა), ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე სწრა­ფი და ღრმა სუნ­თქვა.

თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, რო­მე­ლი­მე ეს სიმპტო­მი ძლი­ე­რი სი­ცხის დროს, გა­და­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვი გრილ ად­გი­ლას და მი­ე­ცით მას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა (ას­თმა), გულ-სის­ხლძარ­ღვთა და თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­რეა, შე­ზღუ­დუ­ლი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

არ და­გა­ვი­წყდეთ ბავ­შვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც. სახ­ლში ჩა­კეტვით ბავ­შვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ ნერ­ვი­უ­ლე­ბი და მო­უს­ვენ­რე­ბი. ამი­ტომ წი­ნას­წარ და­გეგ­მეთ სახ­ლში გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და თა­მა­შე­ბი, რაც შე­ზღუ­დავს მათ მიერ ტე­ლე­ვი­ზორ­თან გა­ტა­რე­ბულ დროს.

აბა­ნა­ვეთ ბავ­შვი გრილ წყალ­ში მა­ნამ, სა­ნამ არ იგ­რძნობს თავს ხა­ლი­სი­ა­ნად.

თუ იყე­ნებთ ვენ­ტი­ლა­ტორს, დად­გით იგი ბავ­შვის­გან უსაფრ­თხო მან­ძილ­ზე და აკონ­ტრო­ლეთ ჰა­ე­რის ნა­კა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა.

გა­რეთ გას­ვლა და­გეგ­მეთ დღის უფრო გრილ პე­რი­ოდ­ში.

თუ ხართ ისეთ ად­გილ­ზე, სა­დაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა კო­ღო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, და­ი­ცა­ვით კა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ზე­და­პი­რი მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და მიჰ­ყე­ვით ამ სა­შუ­ა­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლის ინ­სტრუქ­ცი­ას.

არას­დროს და­ტო­ვოთ ბავ­შვი გა­ჩე­რე­ბულ (პარ­კი­რე­ბულ) ტრან­სპორ­ტში ან მზის სხი­ვე­ბის ქვეშ. გრი­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დრო­საც კი მან­ქა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რამ სწრა­ფად მო­ი­მა­ტოს. ღია ფან­ჯა­რის შემ­თხვე­ვა­შიც კი, 10 წუთ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს 6 გრა­დუ­სით.

თუ მზის სხი­ვე­ბის არი­დე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან­დამ­ცა­ვი კრე­მი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ფილტრს და მიჰ­ყე­ვით კრე­მის მწარ­მო­ებ­ლის ინ­სტრუქ­ცი­ებს“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან ზაფხულში.

როგორც რეკომენდაციებშია ნათქვამი, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. ამასთან, განმარტავენ, რომ ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

„მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს.

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.

დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა.

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.

არ დაგავიწყდეთ ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.

აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად.

თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება.

გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში.

თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.

თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.