სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალა პუგაჩოვას რუსეთში ქონებას ჩამოართმევენ? - პრიმადონა უკრაინაზე დაწერილი პოსტების გამო ახალ სკანდალში გაეხვა
ალა პუგაჩოვას რუსეთში ქონებას ჩამოართმევენ? - პრიმადონა უკრაინაზე დაწერილი პოსტების გამო ახალ სკანდალში გაეხვა

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტე­ბი ალა პუ­გა­ჩო­ვას უცხო­ელ აგენ­ტად აღი­ა­რე­ბას და მის­თვის ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას აპი­რე­ბენ, მას შემ­დეგ რაც პრი­მა­დო­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ ახა­ლი პოს­ტი და­წე­რა.

  • პრი­მა­დო­ნამ ორი დღის წინ, რუ­სე­თის მიერ კი­ე­ვის ოხ­მატ­დი­ტის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ბომბვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის კად­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა: "ღმერ­თი მომთმე­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი".

"დროა, ალა პუ­გა­ჩო­ვა აღი­ა­რე­ბულ იქ­ნას "უცხო­ურ აგენ­ტად" და ჩა­მო­ერ­თვას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, რად­გან მის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­დის მიზ­ნით", - გა­ნუ­ცხა­და "რია ნო­ვოს­ტის" სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატ­მა ალექ­სეი ჟუ­რავ­ლი­ოვ­მა. მან დას­ძი­ნა, რომ შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნა უკვე გაგ­ზავ­ნი­ლია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პუ­გა­ჩო­ვა თა­ვის ქმე­დე­ბებ­ში აღ­მო­ა­ჩენს რუ­სუ­ლი არ­მი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას - და ეს უკვე მუხ­ლია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

  • კი­ე­ვის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა 8 ივ­ლისს მოხ­და. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა კი­ევს X-101 საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტით და­არ­ტყა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ჰოს­პი­ტალს უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის რა­კე­ტა მოხ­ვდა და კი­ე­ვის­გან "პირ­ვე­ლი არ არის, როცა მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცია ხდე­ბა“.

პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა კი­ე­ვის ბრალ­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ურტყამს მხო­ლოდ იმ ობი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კი­ე­ვის რე­ჟი­მის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალ­თან.

75 წლის პუ­გა­ჩო­ვას უცხო­ელ აგენ­ტად აღი­ა­რე­ბას დე­პუ­ტა­ტე­ბი ად­რეც მო­ი­თხოვ­დნენ. ჯერ კი­დევ მარ­ტში სო­ცი­ა­ლურ­მა აქ­ტი­ვის­ტმა ვი­ტა­ლი ბო­რო­დინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­გა­ჩო­ვას უცხო­ურ აგენ­ტად აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა უკვე და­წყე­ბუ­ლია. თა­ვად პუ­გა­ჩო­ვა ამ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს არ აკე­თებს და მხო­ლოდ მი­მარ­თვა­ში მო­ი­თხო­ვა, რომ თა­ვა­დაც მოხ­ვედ­რი­ლი­ყო "საყ­ვა­რე­ლი ქვეყ­ნის უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რი­გებ­ში..."

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ პუ­გა­ჩო­ვა-გალ­კი­ნის წყვილ­მა რუ­სე­თი და­ტო­ვა და ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლდა. თუმ­ცა ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რო­ბენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, იურ­მა­ლა­სა და კვიპ­როს­ში. ალა პუ­გა­ჩო­ვა დრო­დად­რო რამ­დე­ნი­მე­ჯერ რუ­სეთ­ში პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის­თვის დაბ­რუნ­და. შარ­შან ის მოს­კოვ­ში რუსი დი­ზა­ი­ნე­რის დაკ­რძალ­ვა­ზე დი­მიტ­რი პეს­კოვ­საც შეხ­ვდა. პო­ლი­ტი­კოსს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და მისი ნახ­ვა და ხელ­ზე აკო­ცა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ალა პუგაჩოვას რუსეთში ქონებას ჩამოართმევენ? - პრიმადონა უკრაინაზე დაწერილი პოსტების გამო ახალ სკანდალში გაეხვა

ალა პუგაჩოვას რუსეთში ქონებას ჩამოართმევენ? - პრიმადონა უკრაინაზე დაწერილი პოსტების გამო ახალ სკანდალში გაეხვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ალა პუგაჩოვას უცხოელ აგენტად აღიარებას და მისთვის ქონების ჩამორთმევას აპირებენ, მას შემდეგ რაც პრიმადონამ სოციალურ ქსელში უკრაინის შესახებ ახალი პოსტი დაწერა.

  • პრიმადონამ ორი დღის წინ, რუსეთის მიერ კიევის ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის დროს დაშავებული ბავშვის კადრი გამოაქვეყნა და დაწერა: "ღმერთი მომთმენია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი".

"დროა, ალა პუგაჩოვა აღიარებულ იქნას "უცხოურ აგენტად" და ჩამოერთვას რუსეთის ფედერაციაში არსებული ქონება, რადგან მის მიერ განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, დასავლური პროპაგანდის მიზნით", - განუცხადა "რია ნოვოსტის" სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა. მან დასძინა, რომ შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში.

"დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დაიწყება. სურვილის შემთხვევაში, პუგაჩოვა თავის ქმედებებში აღმოაჩენს რუსული არმიის დისკრედიტაციას - და ეს უკვე მუხლია. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით“, - განაცხადა დეპუტატმა.

  • კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმა 8 ივლისს მოხდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა კიევს X-101 საკრუიზო რაკეტით დაარტყა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰოსპიტალს უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა და კიევისგან "პირველი არ არის, როცა მსგავსი პროვოკაცია ხდება“.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კიევის ბრალდებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ურტყამს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან.

75 წლის პუგაჩოვას უცხოელ აგენტად აღიარებას დეპუტატები ადრეც მოითხოვდნენ. ჯერ კიდევ მარტში სოციალურმა აქტივისტმა ვიტალი ბოროდინმა განაცხადა, რომ პუგაჩოვას უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურა უკვე დაწყებულია. თავად პუგაჩოვა ამ საკითხზე საჯარო განცხადებებს არ აკეთებს და მხოლოდ მიმართვაში მოითხოვა, რომ თავადაც მოხვედრილიყო "საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში..."

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პუგაჩოვა-გალკინის წყვილმა რუსეთი დატოვა და ისრაელში გადასახლდა. თუმცა ისინი პერიოდულად ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთში, იურმალასა და კვიპროსში. ალა პუგაჩოვა დროდადრო რამდენიმეჯერ რუსეთში პირადი საქმეებისთვის დაბრუნდა. შარშან ის მოსკოვში რუსი დიზაინერის დაკრძალვაზე დიმიტრი პესკოვსაც შეხვდა. პოლიტიკოსს ძალიან გაუხარდა მისი ნახვა და ხელზე აკოცა.

წაიკითხეთ ასევე: