მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის - შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი" - ხვიჩია
"არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის - შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი" - ხვიჩია

ჩემი აზ­რით, არც აქამ­დე არ უნდა მი­ე­ცათ ფული სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­თვის - შენ თუ მთავ­რო­ბას აძ­ლევ ფულს და მთავ­რო­ბა ამ ფულს ხარ­ჯავს, გა­მო­დის, რომ და­ა­ფი­ნან­სე მთავ­რო­ბა და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს.

"ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო პე­რი­ო­დის ნა­ბი­ჯე­ბი ჩვენ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას გვა­შო­რებს. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნა, რომ სექ­ტემ­ბერ­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და­ვას­რუ­ლოთ, უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ეს ჩვენ­თვის რომ არა­ვის ეთ­ქვა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ისე­დაც კარ­გად გვეს­მო­და, რომ გა­სა­კე­თე­ბე­ლია. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­თან, და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხი და ა.შ. ჩვენ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გან “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. მაგ­რამ ჩვენს და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ეშ­ვე­ლე­ბა თუ ჩვენ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას შევ­ძლებთ”, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ თავ­დაც­ვის სფე­როს მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა მთავ­რო­ბის­თვის არც აქამ­დე უნდა მი­ე­ცათ.

"ჩემი აზ­რით, არც აქამ­დე უნდა მი­ე­ცათ ფული არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­თვის და ის უნდა მოხ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და შე­სის­ხლხორ­ცე­ბას, რა­ზე­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლე­თი დგას. შენ თუ მთავ­რო­ბას აძ­ლევ ფულს და მთავ­რო­ბა ამ ფულს ხარ­ჯავს, გა­მო­დის რომ და­ა­ფი­ნან­სე მთავ­რო­ბა და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. და თუ მარ­თლა გინ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში გაძ­ლი­ერ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­საც და­სავ­ლე­თი უჭერს მხარს და რა­ზეც დგას თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცია, თუ გინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ა­გე­ბი­ნო და ა.შ, ფული მთავ­რო­ბას კი არ უნდა მის­ცე სა­ხარ­ჯა­ვად, არა­მედ, პი­რი­ქით - უნდა გა­მო­ი­ყე­ნო იმა­ში, რომ გა­კონ­ტროლ­დეს მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი”, - აღ­ნიშ­ნა იაგო ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სფე­როს მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ყო­ფი­ლი 30 მი­ლი­ო­ნი ევ­როც გა­ყი­ნა. ელ­ჩის თქმით­ვე, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან და სან­ქცი­ებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე, ამ დრო­ის­თვის ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­ში ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის - შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი" - ხვიჩია

"არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის - შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი" - ხვიჩია

ჩემი აზრით, არც აქამდე არ უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის - შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და მთავრობა ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობა გამოსწორდება თუ საზოგადოება ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას შეძლებს.

"ყველასთვის ცხადია, რომ “ქართული ოცნების” განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის ნაბიჯები ჩვენ ცივილიზაციას გვაშორებს. ამიტომ, მგონია, რომ ჩვენი ამოცანა, რომ სექტემბერში ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ, უცვლელი რჩება. ეს ჩვენთვის რომ არავის ეთქვა, საქართველოს მოქალაქეებს ისედაც კარგად გვესმოდა, რომ გასაკეთებელია. “ქართული ოცნების” ეს დამოკიდებულება დასავლეთთან, დასავლეთის პასუხი და ა.შ. ჩვენ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, რადგან “ქართულ ოცნებას” არაფერი ეშველება. მაგრამ ჩვენს დასავლეთთან ურთიერთობას ეშველება თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას შევძლებთ”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხა მთავრობისთვის არც აქამდე უნდა მიეცათ.

"ჩემი აზრით, არც აქამდე უნდა მიეცათ ფული არცერთი სახელმწიფო უწყებებისთვის და ის უნდა მოხმარებოდა საქართველოში იმ ღირებულებების გააზრებასა და შესისხლხორცებას, რაზედაც თანამედროვე დასავლეთი დგას. შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და მთავრობა ამ ფულს ხარჯავს, გამოდის რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი. და თუ მართლა გინდა, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, ის ღირებულებები, რასაც დასავლეთი უჭერს მხარს და რაზეც დგას თანამედროვე ცივილიზაცია, თუ გინდა, რომ საზოგადოებას დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა გააგებინო და ა.შ, ფული მთავრობას კი არ უნდა მისცე სახარჯავად, არამედ, პირიქით - უნდა გამოიყენო იმაში, რომ გაკონტროლდეს მთავრობის ქმედებები”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.